↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსები არბერდებიან!

ღლონტი ნინო

2006-01-131 წთ საკითხავი440 ნახვა

—
ლექსები არ ბერდებიან, ბერდებიან მხოლოდ პოეტები...„მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი“...ლექსები არ ბერდებიან, იცვლებიან მხოლოდ მკითხველები...„მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი“...ლექსები არ ბერდებიან, ბერდებიან მხოლოდ რითმები,ლექსები არ ბერდებიან, ხუნდებიან მხოლოდ ფრაზები...ლექსები ქმნიან პოეტებს და არა პირიქით...მკითხველი აყალიბებს პოეტად და არა პირიქით...მკითხველს შეუძლია შეცდეს, პოეტს კი არასოდეს ეძლევა მეორე შანსი...მე მიყვარს პოეზია თუ პოეზიას ვუყვარვარ მე... მივხვდი,-მასვუყვარვარ, რადგან ის მეძებს, მე კი ვპოულობ...პოეზია მთლიანობაა, თუკი ამქვეყნად რაიმეს შეგვიძლია ვუწოდოთ მთელი...ხომ არსებობს ცასა და მიწას შორის რაღაც მესამე? ეს მესამეა ლექსი...ჩემთვის პირველი...„მე პოეზიას არ ვეძახი მხოლოდ სტრიქონებს“...ლექსები არ კვდებიან,- ვბერდებით ჩვენ...“მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი“...და მაინც ყველას ლექსი როდია უკვდავი...„ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერეწევა სიკვდილი“...

ღლონტი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი