↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

"კანი, რომელშიც ვცხოვრობ"

ღლონტი ნინო

2006-01-133 წთ საკითხავი458 ნახვა

—
გუშინ მთელი ღამე ქუჩაში ქაოტურად მძრწოლვარე ფანტომებსგავურბოდი, ვსვამდი, ველოდი, იქნებ გამბედაობა მოვიკრიბოდა შევებრძოლო კიდევაცმეთქი, მაგრამ ისე გამოვილიე ბოლოწვეთამდე, თვალებში შეხედვის ძალაც ვერ შევიმატე... მე დიდი ხანიაგავიზარდე, გავიზარდე და აღარაფრის მეშინია... ახლა კი სწორედ ესაღარაფერი მზარავს და მშლის...შენს თითოეულ გამოხედვაში ვკითხულობ - ნუო, მაგრამ მეც ხომვიცი რომ აღარ... მეც ხომ ვიცი, რომ აღარასოდეს დავლევ,ოღონდმას შემდეგ, რაც ქუჩაში მობორიალე ფანტომებს გავუმკლავდები;ფანტომებს, ჩემს ოთახში შემოხეტებას რომ ლამობენ... შენ დაიფიცე,რომ დემონები აღარ არსებობენ, რომ სამყარო ახლა ფერადი ფანქრებითნახატი ბურთია, ბავშვობაში ასე რომ გვიყვარდა, შენ მითხარი რომმე უბედური ადამიანი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ დამინახე ღამითროგორ ვტიროდი მოხუცი ქალის გამო, რომელიც გაყინულ ყუჩაშიყვავილებს ყიდდა, მე კი არ მივედი იმიტომ რომ მეჩქარებოდა... ხო!ასე მარტივად-მეჩქარებოდა... ახლა აღარაფერი მახსენდება, მაგრამვიცი, რომ მაშინ ჯერ კიდევ შემეძლო თავისუფლად სუნთქვა...ახლა ვგრძნობ - აღარ მჭირდება იგი, რადგან ასე უკეთ ვარ, სიცივეშემიყვარდა,სული გამეყინა, შენ კი პროთრომბინი ხარ გადამეტებით,ჩემი სისხლის უმცირესი უჯრედებიც რომ აითვისე, რომ შეაფერადე,მიწამლავ, მბურძგლავ, მაწუხებ და ვხვდები,რომ შენს გამო აღარმეკუთვნის „ კანი, რომელშიც ვცხოვრობ“.ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც სხვა მმასპინძლობს და სულსისულელებს ვწერ, რაღაცის კითხვით მაინც გავართო-მეთქი.გული აღარ მიმდის პირადი ჩანახატების საწერად. ალბათ, იმიტომ,რომ ემოციები სხვაგან გადამაქვს, სხვაგან – სადაც გადმონთხეულსენტიმენტებს ვერავინ ნახავს ჩემს მეტი. დიახ! მე უბედურიადამიანი ვარ, დიახ, სისულელეებზე მეტირება, ჩემი ოთახი ბინძურიბოთლებითაა სავსე, მას შემდეგ, რაც ერთმა საძაგელმა ფანტომმაჩემს კარებთან ბოთლი ააყუდა...ხო ფანტომმა! მაშინ აღარაფრისკიარა ყველაფრის მეშინოდა, მაგრამ იმ წამს არ შემშინებია, მაშინმე ჯერ კიდევ ბედნიერი ვიყავი, შემეძლო თავისუფლად სუნთქვა:ჯერ კიდევ ვიძინებდი საათებით გაჟღენთილ ოთახში, ახლაკი... ახლა ოთახი სავსეა მლაშე ცრებლებით, დემონებით, გულისწამლებით. ახლა საზარლად შრიალებს ფარდები, ფარდებს მიღმა კიშემოდგომაშერეული ჭადრები.სიფხიზლე მომერია და გეძებ... გეძებ, რომ გითხრა, რომ მარტოობისმეშინია, რომ დემონები აღარ არსებობენ, რომ ფანტომები დავამარცხე,რომ თავისუფლად სუნთქვა შემიძლია...სიფხიზლე მომერია, შენგამიქრი, დამიდნი, გაიქეცი... ჩემი ბავშვობის აჩრდილი ხარ შენ, ჩემიაუხდენელი ოცნებები, ჩემი გაზაფხული და ჩემი დაზამთრება, მაგრამაღარ ხარ, აღარ ხარ მას შემდეგ, რაც სიფხიზლე მომერია, აღარ ხარ მასშემდეგ, რაც ფანტომები დავამარცხე...

ღლონტი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი