პოეზია · ლირიკა
SITGE 2005
შეცდა ბუნება და ასეთებად გააჩინა.და ამ შეცდომებს,დევნილს ბოსხის კოშმარებიდან,როგორ გულწრფელად უხარიათ,რომ არსებობენ!''მათ წამიერად, უკუღმა დამანახესკაცობრიობის ბოლომდე გაქვავებული სული,როგორც ფსკერამდე გაყინული და ამობრუნებული ოკიანე.თქვენ,აზიელო ,ტურისტებო,პირდაფჩენილნო გაკვირვებით,ეს ხომ სიტგეა.ქალაქი, სადაც მთელი მსოფლიო შეკრებილა კვირეულზე სექსუალური კენტავრებისა.მოკლედ, რას არ ნახავთ აქ,ამდენი სტუმარი კინოფესტივალზეც არ ახსოვს,ამ პატარა ქალაქს,ყველაზე საშინელი ფილმების შემდეგ რომყველაზე უცნაურ სანახაობას გვპირდება.მათი არ მესმის და ვერც მივმხვდარვარ,რა შუაშუა ახლა ლორკა -ასე სიმბოლურად რომ მოურთავთმისი პატარა ქანდაკება, წმინდა სებასტიანის ბაღში;გიტარაზე ოდნავ თავჩაქინდრულსისეთი მეტყველი სახე აქვს,შეუძლებელია არ ჩაგესმას:....."pasas en la tarde luminosa y claracon la carne oscura de nardo marchitoy el sexo potente sobre tu mirada".მაგრამ ეს სულ სხვა რამაა.დავდივარ მოჩვენებებით სავსე ქალაქშიდა ამ არსებების გამო გაბერილი ბოღმა,ყელთან ჩიყვივით გამომებერა.ეს ისეთივე კოშმარია,როგორც ძილში გაბუჟებული ფეხი,რომ არც ტკივილი ჰქვია დასიზმრებში ჩაყოლილს, უკბილო ძაღლები ღეჭავენ.ვიცი, ზედმეტი ვარ მათთვის,ამას არც მალავენ,ცდილობენ ყველანაირად მაგრძნობინონ,თანაც ისე უცნაურად,თითქოს მარტო მათთვის ჟღერდეს "ქუინი"რომელიც ისე შეზავებია რესტორნის კერძების სუნს,ჰაერსაც მუსიკად ქმნის.მე კი არ მქონია გართულება,როცა მათთან ერთად არღანზე აჟღერებულ ბახს ვუსმენდი,სან პაულოს ეკლესიაში,მხოლოდ მუსიკას ჰქონდა სხვანაირი ჟღერადობა,მხოლოდ მუსიკა გრძნობდა ჩემზე უკეთ ამ ყველაფერს.მაინც რა მოუსვენრად ფუსფუსებენ,ყველას რა თანაბარი რიტმი აქვს,მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა.აქვე ორი მათგანი უცნაური აღნაგობისაშავ, მახინჯ ძაღლებს მიასეირნებსთითქოს მათივე აჩრდილებს დაატარებენ თოკით.მაინც რა ბედნიერად გრძნობენ თავს,რა ენერგიულად ავსებენ ერთმანეთს.მათში ისე იგრძნობა იდუმალი ვნებების სიღრმე,როგორც მკვდარი თევზის ღია თვალებშიოკეანის მლაშე სიბნელე.ვისკითა და ჰაშიშით რეტდასხმულებს,რხევაზეც ეტყობათ,რომ მხოლოდ მოჩვენებით არსებობენ რეალურ სამყაროში...მაინც როგორი ჩანს, ნეტავ,თავდაყირა ეს სამყარო,ეს ყველაფერი,ან თუნდაც ეს ცხენის წაბლის ხეივანი,რომელიც ასე სურნელოვნად ჰყვავის.მაინც რა ფერადი კარნავალიაამ დროებით ცოდვილთა ქალაქში.ადგილობრივებიც ისე მიჩვევიან ამ ყველაფერს,თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდეს.სხვა მხრივ კიჩვეულებრივად მიდის ცხოვრება,ჩვეულებრივად გადადიან ბრმებიმათთვის განკუთვნილ, წრიპინა შუქნიშანზე,გაუთავებელი ჯოხების კაკუნით.ჩვეულებრივად ჩამომსხდარან წეროებიტაძრის აწვეტილ გუმბათზეშეღამებისას, ყველად შეუმჩნევლად.ჩვეულებრივად არხევენ ზღვის ქარებიიალქნიანი გემების მოჭრიალე ანძებსპატარა განათებულ პორტში.ჩვეულებრივად ციმციმებს ზღვასთანღამის სიტგე,უკვე უჩემოდ.