↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "დღეში ნახევარ"

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2357 ნახვა

—
დღეში ნახევარ, იგივე ათ ღერჩესტერს ვეწევი. მახველებს, რახან-ეპოქის ბოღმად ყლაპავს და ანთხევს,ავტო-კოლონებს გვირაბის ხახა.
შიშინებს ღამის ცხელი ქალაქიწვიმისქვეშ. აწვიმს ნისლიან მაღლობს.გახურებული თავის ქალა კიტვინის გაყინულ უჯრედებს ალღობს.
და ყრუ ხმაურით, ერთვის და ერთვისავტომობილთა ნაკადი ნაკადს.ანაბეჭდივით ატყვია ღმერთის,ღრუბელს ციური სხეულის ლაქა.
აწვიმს გრან-ვიას, ხერონს, ტრინიდადსგული მომილბო, ცოტათი დავცხრი,გოგოს ღიმილმა ლურჯ ვიტრინიდან,კიდევ სურნელმა პურის და ნამცხვრის.
იქნებ (ვერ ვიტყვი დანამდვილებით)ფიქრში ვცხოვრობ თუ ცხადიდან გავქრი.შორს შოკოლადის ქარხნის მილები,მწარედ ხრჩოლავენ. და იქვე შაქრის
ჭარხლის მიდვრებში,ღამეს ათევენულამაზესი თეთრი ყანჩები.ფიქრიდან ძალით გამომათრევენჩემივე თავის გარეთ დავრჩები,უქათქათესი.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი