პოეზია · ლირიკა
გარიჟრაჟება
(სიმბოლური ლექსი)
თავბრუნახვევი და გასიპული,დილის სიზანტე იწყებს თენებას.ბინდი - სიზმრებით ამოტვიფრულიგაღვიძებულებს უწყებს ფერებას!ღამის ფანტომებს ძალა ელევათდა იწურება წუთი სიბნელის...ღვთისგან სამყაროს შანსი ეძლევაახლად ბადების, ახალ სიმრთელის!ისმის სიოში იავნანებისყოველდღიური, ღამის სერია...და ნაზმანები იალქანებისჰაერი სევდის სამოსელია!სახლთა დუმილი ფანტავს ჩვენებებს,სადარბაზოთა ისმის ფუსფუსი...ალიონებად აგებს შეგრძნებებსჩემი განცდების ცივი ბურუსი!ცისარტყელებად სივრცეს ეკვრებააურაცხელი ფერთა ნალები...ძილქუში მიწას შემოეცლებამემილიარდე გარდაცვალებით!რიჟრაჟის დენთი ირგვლივ ფეთქდებასიახლის დგება უცხო სურნელი...ეს განთიადიც შეუერთდება -აღქმას, ვით კალამს თეთრი ფურცელი!თავრეტდასხმული და გაყინულიდილა გარითმავს გამოთენებას...ნისლი, სიზმრებად ამოტვიფრული,გაღვიძებულებს ჩუქნის ფერებას!