პოეზია · ლირიკა
მთიბელნი თიბდიან
თიბათვე…მთიბელნი თიბდიან,აგერა გორები, ველები…“დასხეით, ცის პირი მშვიდია.დააწყვით საწკეპი ცელები”.“აბაბა!”“ეშმაკმა დალახვროს!” -ამინდზე წყრებოდნენ (…გულიდან…)“მზით იფშვნიტებაო ბალახი”,მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.“ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” -ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზემთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენმზე ღულის გორებზე დგებოდა.“წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ…” -აბიკა გმირებზე ყვებოდა.ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია“მოდითო, დააწყვით ცელები…”თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,აგერა ნათიბი ველები.