↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის

არაბული გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი3039 ნახვა

—
მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის,ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე,იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის,თორღვას ციხეში არწივის ბუდე.
მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.
ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე,ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური,ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე,ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.
არაბული გიორგი

არაბული გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი