↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე და შენ, ღმერთო

არაბული გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი3041 ნახვა

—
მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი),არ შეგვიძლია, სხეული რომ წამებას მივცეთ,ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარიდა კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.დრო იტყუება... კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო... "ამინ"კაცობრიობა დაამწყვდიეს... კარი დახურეს...ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს... ჰგონიხარ მკვდარი -ადამიანებს - ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთმე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი)
არაბული გიორგი

არაბული გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი