↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სტუმრად წიქათან და ბეწინასთან მისახ

არაბული გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი3037 ნახვა

—
სოფელს მივიდოდი, მთებს ნისლი ეწვინა,ღამის გასათევად ვესტუმრე მისახელთ,ფეხონში დამიხვდნენ წიქა და ბეწინა,შორითავ მიცნეს და “მშვიდობა” მიძახეს.
შემიძღვნენ ჭერხოში “ამ ტიალ წყალ-ჭალას,ორნიღა შევრჩითო ერცხვაის სარჩენად,ბეწინამ ტაბლაზე პურ-ერბო გაშალა,წიქამ კი ნაპოხი ხირიმი მაჩვენა.
დიდისხან ვისხედით… ვსვამდით და ნიადეფიქრები მწარე წყალს თავ-აღმა მიყავდა,მე, ყმაწვილს წამომცა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,გამიწყრნენ: “აღარ თქვა თუ ვინამ გიყვარდა”
შემრცხვა და მცირე ხანს წიქაიც დაჩუმდა,უაზროდ ავსებდა შავ ხმიადს ერბოთი,სირცხვილი' იუბნო ხმამაღლა მიყვარდასირცხვილი’ იუბნო, ვის როგორ ეტრფოდი”…
შუაცეცხლს თავ-პირით ვესხედით სამივე,მთელა ღამ წინაპართ გმირობებს ვისმენდი,ვინ ჯვარმა დარისხა, ვინ ემტრო გაღმივნებს,ჰყვებოდნენ ამბებს და თან ჭიქას მივსებდნენ…
დილისხან მწველი მზე თაღში რო შამაძვრა,ბეწინამ: “ქვისაო, ქვა არი წამალი”,დამსკდარი თითებით მწოლარეს შამასვა,მე კიდევ სოფლამდე ერთი დღის სავალი
მქონდა და ნასვამმა მისახი დავტოვე,წინადღეს ნათქვამ ლექსს ხმადაბლა მიქებდნენ,სოფელს რო ამოვცდი, მუხლს ცოტა ვადროვე,ქვემოთ კი იდგნენ და ხმელ ხელებს მიქნევდნენ.
არაბული გიორგი

არაბული გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი