↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენი მეზობელი შინაბერა ქალი

არაბული გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი3041 ნახვა

—
დილით ჩანთიანი უყვება აღმართს,საღამოს სახლში...პურს უყრის ჩიტებს,საკუთარ ასაკს ყოველთვის მალავს,საუბარს ხშირად ხელფასზე იწყებს;-თურმე არ ყოფნის...ამაზე ნაღვლობს,ჭორაობს თავის მეზობლის ქმარზე,თურმე წლებისგან ბევრ რამეს სწავლობს,ფიქრობს მშობლებზე...რემონტზე,სახლზე.იგონებს სტუდენტობას ან სულაც ბავშვობას,აწმყოზე საუბარს გაურბის,თურმე გულისწორებს თავადვე დაშორდა,ძველი რომანები თემაა საუბრის.დალაგებულ სახლს ისევ ალაგებს,სურს, რომ კაცის სარეცხს აფენდეს,საღამოს ივარცხნის დალალებს,რომ დილით ბავშვობა გათენდეს.
არაბული გიორგი

არაბული გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი