↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ატმის ყვავილები

აბაშელი ალექსანდრე

2009-08-121 წთ საკითხავი1403 ნახვა

—
ჩამავალი მზის უცებ ჩაქრა ალი უშრეტი,-მზე გააქციეს ვარსკვლავების თეთრმა ეშვებმა.დავხრი წამწამებს: - თითქოს ფარდა ჩამოეშვება -და სადღაც ტვინში აენთება ერთი უჯრედი.
და უმიზეზოდ, უცნაურად მომაგონდება:წაქცეულ ხეზე დინჯად ადის შავი მამალი,ღობის წნელებში გახლართულა მზე ჩამავალი.ღობესთან სხივი და ქალის თმა ერთად გროვდება.
ცისფრად ელავენ ოქროსთმიან ქალის თვალები,გაწვდილი ხელი ატმის ყვავილს ვეღარა სწვდება.ვიცი - ისარი იისფერი გულს არ ასცდება,მაგრამ მივრბივარ,რომ ვუშველო ქალს მოკრძალებით.
იხრება დაბლა შტო ატმისა.ყვავილს სწყვეტს ხელი.და,როგორც გნოლი მოიტაცოს ცის შევარდენმა, -მოულოდნელად ქალის ხელი ტყვედ ჩავარდებადა გამწყრალ თითებს დააცხრება ტუჩები ცხელი.
ქალი სახლისკენ მიბრუნდება და მიმავალი,მესვრის ღიმილით ატმის ყვავილს თვალანთებული.გული ჩიტივით ფრთებს იწეწავს დატყვევებული.წაქცეულ ხეზე დგას და ყივის შავი მამალი.
1927
აბაშელი ალექსანდრე

აბაშელი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი