↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალ საქართველოს

აბაშელი ალექსანდრე

2012-09-121 წთ საკითხავი1409 ნახვა

—
მყინვარწვერის თოვლის თეთრო თაველო,ლურჯო ნისლო, მტკვრიდან ცაზე ასულო,ვეფხის ტყავად დაფენილო მთა-ველო,ორბის ფრთების ჩრდილით გადახაზულო!
გაზაფხულს ოქროვანო წვიმებო,მზის ყვავილო, ციდან ძირს გადმორგულო,შოთას ქნარის მოგუგუნე სიმებოდა აკაკის ხმაწკრიალა ჩონგურო!
ძველო ფუძევ, მრავალ ჭირის მნახველო,ოფლდაღვრილო ბევრჯერ სისხლით ნაბანო!წინაპარტა ღირსეულო სახელოდა გმირების მუდამ თბილო აკვანო!
ნედლო მიწავ, ერთი ხელის დადებავ,გამძლეობით უმტკიცესო რვალისა!ელვის ღვარო და მსოფლიოს ნათებავამ მიწიდან ამოვარდნილ ალისა!
განთიადის ცეცხლის შემოკიდებავდა საღამოს მთვარევ, ჯიხვის რქიანო!აღმართ-აღმართ აღმავალო დიდებავ,შენ ახალი საქართველო გქვიანო!
1941
აბაშელი ალექსანდრე

აბაშელი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი