↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტაძარში

აბაშელი ალექსანდრე

2012-09-121 წთ საკითხავი1400 ნახვა

—
ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალესშემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით.მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს.ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.
არ ვიცი ბრძენი განცდადს ამგვარს თუ რას დაარქმევს:არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება!გამოვა მღვდელი. საცეცხლური სურნელს დააკმევსდა ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება.
სიყრმის ბურუსში გაბრწყინდება დრო შორეული:აღდგომა ღამე. დააღდგომო თეთრი ხალათი.მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული.იქვე სანთელი და საკურთხით სავსე კალათი.
საბრალო დედა! ჩემი გრძნობა უზენაესიშენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია.კეთილო დედა! ჩქარა გაქრა ჩემი მაისი,და ბნელი ღამე, ო, რა მძიმე გასარღვევია!
წკრიალებს ვერცხლის საცეცხლური, და საკმეველიაღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება.მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი,მაგრამ "განვედი" ჩემს ოცნებას არ ეკარება.
თავდება ლოცვა. ახსენებენ ჯვარზე ნაწამებს.დამავიწყდება, რომ შემოველ მე აქ შემთხვევით.ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს.გადავდგამ ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი.
1920
აბაშელი ალექსანდრე

აბაშელი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი