↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მელანქოლიური მოსიმღერე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96957 ნახვა

—
მშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს,დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავსუნაზესი სიყვარულიც გულს ვარდებით არ ქარგავს.დავკარგე და გული მტკივა - კარგი რამ დამიკარგავს
ჯანმრთელობა არის განძი, სხვა განძებს რომ არა ჰგავსდავკარგე და ვიგრძენი, რომ ბევრი რამ დამიკარგავს.მქონდა დიდი ნებისყოფა, მუხას ჰგავდა, კლდეს ნარგავს,დავკარგე და იმავე დღეს სიცოცხლეც დამიკარგავს.
აღარ მიყვარს, ო, ქალაქო, ცხოვრების სიავკარგე -არ ვამბობ, რომ ყველაფერი, ყველაფერი დავკარგე!ნურც ვინ მეტყვის: გულს ნუ იტეხ, გული ხომ ქვას არა ჰგავსარაფერი, ან სულ ცოტა, ცოტა რამ დაგიკარგავს!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი