პოეზია · ლირიკა
შურისძიება
თქვენ შემოხვედით და ქარებს ჩემსას,როგორც სიზმარმა, მუხლი მოჰკვეთეთ,ის კი, ვინც მართლა მიღირდა ჩირად,ენამჭევრობდა, როგორც მოკეთემიკრავდა გულში, გამვლელ-გამომვლელსაკრთობდა ჩემი ღიმილი წრფელი,თვალებში – სხივი-მზეანაწური,გადამსხვრეული მკლავებზე წელი.მე ვნებდებოდი და ამბორს ჩემსასერქვა მტრობა და შურისძიებადა ნატერფალზე ჩემი ცრემლებიამოდიოდნენ მზისფერ იებად.მე უარგყავით, რადგან მიყვარდით,დაგტოვეთ, რადგან უთქვენოდ ჩემს დღესარ ჰქონდა ფასი,ტანთ გავიძარცვე დიბა-ატლასი,ჩავიცვი ხამი ტილო და ფლასი.ვერ დავივიწყე ვერაფრით მაინცთქვენი თვალების სიღრმე და მწუხრი,რადგან თქვენ ერთხელ შეჩერდით ჩემთანდა ქარებს ჩემსას მოჰკვეთეთ მუხლი.