↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მოითმინე! გაუძელი

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20037 ნახვა

—
“მოითმინე!” “გაუძელი!” რას გავუძლო! მოიცა რა!არა, მაინც, ყველაფერმა ჩემთვის როგორ მოიცალა!ვინც მე ხელი შემაშველა, ყველას ხელი მოეცარა!შეიცვლება რაღაცაო! მაინც როდის! მოიცა რა!შენ გინახავს? _ შენ, შენ, თვითონ,ვინც ეს ლოდი მოიცილა!
ნუ მატყუებ! ხომ იცი, რომ არ ვტყუვდები! მოიცა რა!ამურმაც რომ დამაცილა? _ “უებარმა მოისარმა!”სიყვარული! კარგი ერთი! სიყვარული! მოიცა რა!სიტყვა რაა, ერთი სიტყვა! სიტყვაც რომ არ მოიწერა?!შორსააო! კი, შორსაა! იყოს იმ შორს! მოიცა რა!უძილობამ დამანახა, მიწა როგორ ნელა ბრუნავს!მე _ მხეცისგან შეჭმულს ვგავარ! და ლოგინი _ მხეცისბუნაგს!
“კარგია, რომ მაინც ბრუნავს!”მოიცა რა! _ ბრუნავს! ბრუ- ნავს!...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი