↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მოვკვდები, კი-აბა

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20039 ნახვა

—
მოვკვდები, კი _ აბა! _მეტი საქმე არ მაქვს!ამ ცას მივატოვებ,ჩემს თბილისს და არმაზს!
უცაბედი იცისთუმც ოხერმა სარმა _სვეტიცხოვლის პატრონსშიში მაინც არ მაქვს!
მთლად საჩემო ღიამ _თვით ედემის კარმა _იჭრიალოს ჩემთვის! _მე-ტი სა-ქმე არ მაქვს!
მეც ვაბრუნო ბელტი _ტანმორჩილმა ხარმა,და სიკეთე ვთესო _მე სხვა საქმე არ მაქვს!
სიცოცხლისთვის ბეჯითსდა სიკვდილში ზარმაცს _არ მგონია მიხმოსგანშორების ზარმა!
მოვკვდები! _ კი-აბა! _მეტი საქმე არ მაქვს!ამ ცას მივატოვებ,სამთავროს და არმაზს!
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი