↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ უკეთ იცი

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)

2026-07-183 წთ საკითხავი2259 ნახვა

—
შენ უკეთ იცი,ტალახიანი გზების გასწვრივ,ნაცრისფერ ტროტუარზე, ჩვენგან ათ მეტრში,ბავშვი რომ დგას სველი თვალებითდა ხელში ყინვით,რატომ გავს ასე ჩვენს შორის მანძილს, როცა ვიკარგებით..უფრო რთულია შენი გატაცება დედამიწიდანდა თურმე უფრო რთული ყოფილა შენი შესწავლა,როგორც ანბანის,ან საღვთო წიგნის გადაკითხვა შენს მზერაში და იმის იქით..შენ უკეთ იცი,ტალახიანი გზების გასწვრივ,მწვანე ბალახზე, თითქმის ახლოს,დაგორავენ სხეულები უმისამართოდდა ბაცილებივით ეხლებიან მიწის ცივ კედლებს,არ შეუძლიათ გაჩერება ჰაერის გვერდით და მით უმეტესმასში შიგნით შეღწევა უჭირთ,რადგან ეს სივრცე, უფრო მთვრალი, ვიდრე უმიზნოჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიხვევს თვალებს ბინტითდა გვისაფრდება დისტანციაზე ჩვენს თვალებს შორის..შენ უკეთ იცი,არითმიაა ჩვენი წარსულის ფოტოალბომი,ამოვარდნილი კლავიშებით და თითქოს წლობით ხელშეუვლებისანოტო ნიშნებით,რომლებსაც წერდნენ უსასრულო თეთრ ღამეებშიშენი ტუჩებიდა ჩემი მხრები..რატომ არ მიაქვთ გაჩერებული საათები ნაგავსაყრელზელურჯფრთებიან ანგელოზებს,შენ მე მიხსნიდი მოკლე ღიმილით, ტკივილის ზიდვითდა მე გისმენდი გაყუჩებული მთვარის ყურებით,როგორც მდინარეს ცივ ზამთარში ტალღებგაყინულს,რაც უფრო მეტად გვშორდებოდა ათასწლეული,უფრო მიჭირდაზიდვა ჩვენი უცოდველობისდა უმიზეზო, უსამყაროო ვაკუუმებთან,შენ უკეთ იცი,მე მიყვარდა კოცონთან ჯდომადა კოცნა მისი ანარეკლის შენს ბაგეებზე..ტალახიანი გზების გასწვრივ,ჭუჭყიანი ზღვის ნაპირას, ჩვენს ქვეშ და ზემოთ,დასრიალებდნენ ქვის ღრუბლები გაუთავებლადდა იყო შუქი, უფრო შენგან ვიდრე ელექტრო,მე ნაპირიდან მომქონდა თაფლი,შენ მახვედრებდი ჩაის, ცეცხლისფერსდა მაწყურებდი შენი ტუჩებით გასაბრუებლად..შენ უკეთ იცი,კივილნარევი ჩემი ლოცვარატომ გავდა შენს თვალებში სიმწრის რექვიემსდა არ არსებობს ალტერნატივა,უნდა გიპოვო სხვა პლანეტა განსაახლებლად,უნდა ჩავიცვა სხვა სხეული, უფრო ყოფითიდა მთვარის ხიბლით უარი ვთქვა გალაკტიკაზე,უნდა გაჩუქო სხვა თვალები, უფრო მეტყველიდა მზერა მეტი, უფრო მეტი და კიდევ უფრო,რომ აღარასდროს დაკარგოს მან ათვლის წერტილიდა შენ ეს იცი,შენ უკეთ, თითქმის ყველაზე უკეთ გესმის,რომ ჩემი უთავბოლო ანომალია ლექსის წერისასმხოლოდ და მხოლოდ შენსკენ გზების ძებნის მცდელობადა უფრო მეტად ამ იმედის ფრთების შესხმაა..შენ უკეთ იცი,ტალახიანი გზების გასწვრივ,ნაცრისფერ ტროტუარზე, ჩვენთან სულ ახლოს,ბავშვი რომ დგას ცრემლებშემშრალი,ანარეკლია ჩვენი ორი პატარა მზერის,რომელიც..მოკლედ, შენ უკეთ იცი..

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი