პოეზია · ლირიკა
კვლავ მოვიხილე
კვლავ მოვიხილეის ადგილები მშობლიური, სად განდევნილმამარტოობაში გავატარე მე ორი წელი.ათი ზაფხული მიიწურა მას აქეთ, დრონიიცვალნენ და მეც შევიცვალე დროთ მდინარებისსაყოველთაო წესისამებრ, მაგრამ აქ ისევგარემომიცვა გარდასულმა ცხოველი შუქითდა მეჩვენება, თითქოს გუშინ ვხეტიალობდიმე ამ ჭალებში.შერისხულო, აგერ, ის ოდა,სადაც ოდესღაც საცოდავი ჩემი გადია 'დაჩალიჩობდა. ღობის იქით აღარ მოისმისმოხუცის მძიმე ნებიჯები, ამ მიდამოშიმზრუნველი გულით მე არავინ არ მელოდება.
აი ტყაინი ის ბექობი, საიდანაც მედაფიქებული სევდიანად გადმოვცქეროდიტბას აზვირთებულს, და გონებას ეზმანებოდასულ სხვანაირი ნაპირები და სხვა ტალღები.მზით დაოქროვილ ხოდაბუნებს და ამწვანებულსაძოვრებს შორის ცისფრად ელავს ტბის ზედაპირიდა მის იდუმალ და უცნაურ სიღრმეთა წიაღმიცურავს ნავი და მებადურს წყლიდან ამოაქვსთავისი ძველი სათხველი. ირგვლივ ვერდობებსსოფლები ყუჩად შეფენია, ხოლო მათ უკანმოჩანს წისქვილი მოღრეცილი, ქარის ქროლვაზეფრთებს რომ ძლივასღა აფარფატებს . . .მამაპაპეულსამფლობელოთა სანახებში, აიმ ადგილას,სადაც ბილიკი წვიმებისგან გადარეცხილიმთის დამრეც კალთას მიუყვება, დგას სამი ფიჭვი,ერთი კიდეგან, მოშორებით, ხოლო ორი სხვაერთიმეორის სიახლოვეს; - აქ, მთვარიანში,როდესაც მათ წინ ჩამივლია, ნაცნობი ჩქამითმომსალმებიან იმ ფიჭვების წვეროკინები.ახლაც იმავ გზით ჩავიარე, რომ დამენახაის ჩემი ძველი ნაცნობები. . . ისევ იქავედგანან ისინი და იმავე ხმით ესალბუნაგულს მათი ამო შარიშური. მაგრამ დაგრეხილდა დახავსებულ მათ ფესვებთან (სადაც ოდესღაცუკაცრიელი და ხრიოკი ადგილი იყო)ახლა მოზარდი მათი ნერგი ამოიზარდამწვანე ოჯახად, და მათსავე მყუდრო კალთაშიბუჩქები ერთურთს ბალღებივით ეტმასნებიან.ხოლო პირქუში მათი მოძმე ისევ მარტო დგასვით ცალუღელა ბერწი ვინმა და მის გარშემოკვლავ უდაბური მიდამოა.სალამი შენდა,ახალთაობავ მშვენიერო! ვეღარ ვიხილავმე შენს ხანიერ, ძალგუოლოვან ახოვანებას,როს ტანაყრილი ფართო მხრებით აეფარებიდა სამუდამოდ უჩინოს ჰყოფ უცხო თვალისგანმათ ბებერ თავებს. მაგრამ დაე, ჩემმა ბადიშმაისმინოს თქვენი საამური ახმოვანება,როცა მოყვასთა ნადიმიდან მობრუნებული.ლაღი ოცნებით და ყმაწვილურ იმედით სავსეხალისიანი ნაბიჯებით ჩაივლის თქვენს წინდა ღამის ბნელში მე მომიგონებს.
1835