↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლხინი შავი ჭირის ჟამს

პუშკინი ალექსანდრე

2021-09-1310 წთ საკითხავი3782 ნახვა

—
უილსონის ტრაგედიიდან — „ჟამიანი ქალაქი“ქუჩა. გაშლილი მაგიდა.რამდენიმე მონადიმე მამაკაცი და ქალი.ახალგაზრდა კაციპატივცემულო თავმჯდომარევ! მე მოგაგონებთერთ ადამიანს, ჩვენთვის ასე ნაცნობს, ახლობელს,ვისი ხუმრობაც, მონათხრობი გასაცინარი,ენაკვიმატი პასუხები და რეპლიკები, —თავშესაქცევი, საქმიანიც იმავდროულად, —ახალისებდა მუდამ სუფრას, აცხოველებდაფრიად მუსაიფს და ფანტავდა სევდიან წყვდიადს,აქ რომ ჩამოწვა მას შემდეგ, რაც გვესტუმრა ჟამი, —თვით უბრწყინვალეს გონებათა მაშფოთებელი.ორიოდ დღის წინ ხარხარით და აღფრთოვანებითშევასხით ხოტბა ამბებს მისგან განაგონს. არა,არ შეიძლება დავივიწყოთ ჩვენ დღეს ჯექსონი,ამ ჩვენს ნადიმზე მხიარულზე! რა ცარიელნიდგანან ეს მისი სავარძლები, თითქოს ელიანუებრო მომლხენს. — მაგრამ იგი აწ განისვენებსცივ მიწისქვეშა საცხოვრისში, არ დაბრუნდება;თუმც ენას მისას დადუმება არ სურდა მჭევრსა, —თვით კუბოშიც კი. ჩვენ ბევრნი ვართჯერაც ცოცხლები,და ამიტომაც მოწყენისთვის ვერ ვხედავ მიზეზს.მაშ, შევსვათ მისი მოგონების, ავაწკრიალოთეს სასმისები უდარდელად, თითქოს ვუცქერდეთმას ცოცხალს.თავმჯდომარეიგი პირველია, ვინც ჩვენ დაგვაკლდა.დავლიოთ ჩუმად მისი ხსოვნის.ახალგაზრდა კაციმოდი, დავლიოთ!(ჩუმად სვამენ)თავმჯდომარემშობლიურ ჰანგებს ვით უხდება შენი ხმა, კარგო,ველურ სიტკბოს, რომ ღვრის იდუმალ.გვიმღერე, მერი,გვიმღერე რამე ხანგრძლივი და დასაღონები,რათა ჩვენ მერე კვლავ გიჟმაჟი თავდავიწყებითმივმართოთ ლხინს და სიხარულსა, როგორც ნეტარმასულმა ამ მიწას განარიდმა, ზეცას ასულმა.მერი(მღერის)ცისქვეშ ერთ დროს ჩვენი მხარეცჰყვაოდა და იყო ლაღი,კვირაობით ივსებოდაეკლესია — უფლის სახლი.და სკოლებში მოწკრიალეზარად რეკდა ბავშვთა ხმები,ნამგლის შუქით ნათდებოდაჩვენი მწვანე სანახები.აწ ტაძარში არვინაა,სკოლა არის ჩარაზული,ჭირნახული არ გვარგია,გულს ჰკლავს ჭალა უკაცური.და სოფელი საყვარელიჩანს, ვით სახლი ნახანძრალი,დუმს ყოველი, ჩქამობს მარტოსასაფლაო ვერგამძღარი.დიან ცხედართ გრძელი რიგნიდა ცოცხლების მოთქმაც დიდობს,ღმერთს შესთხოვენ შიშნეულად, —განსაცდელი აარიდოს.ჭირს ადგილის შოვნაც უკვედა სამარხი სამარხს ეკვრის,ვით შემკრთალი ირმის ჯოგი,მინდვრად როცა გნიასს შექმნის.თუ საფლავმა ნაადრევმამე მომისპო ყვავილობა,შენ, ჩემს მიჯნურს, ვისი ტრფობაგულზე მაჩნდა ტკბილ ჭრილობად, —გევედრები: არ შეეხოშენი ჯენის ტანს სასურველს,მკვდარს ბაგეს ნუ დაუკოცნი,გაშორდი, ვით შხამიან გველს.გაეცალე სოფელს სულაც!წადი სადმე, სადაც გნებავს,სადაც შეძლებ ტკივილებისდაყუჩებას, დასვენებას.როს გაქრება ჟამი, მაშინჩემს საფლავთან მოდი ობლად,ჯენი კი ღმერთს შეავედრებსძვირფას ედმონდს იმასოფლად!თავმჯდომარემადლობას გიძღვნით, ფიქრნათელო მერი, ყველანი;მიიღე იგი სევდიანი ამ სიმღერისთვის.წარსულ დღეებში ასეთივე ჟამიანობაესტუმრა ლამაზ სერებს თქვენსას, თქვენს საცხოვრებელს,ასე ისმოდა კიდით-კიდე ირგვლივ გოდებადა გულისმწყვლელად ხევ-ნაკადულთ ეფინებოდა;იმ ნაკადულებს, აწ რომ ხტიან ქვებზე ანცები,რომ კისკისებენ შენი მიწის ველურ ედემში.შავბნელმა წელმა შავი მიწა მრავალს არგუნა:კეთილს, მშვენიერს, გულმამაცს და დიდბუნებოვანს,და მაინც იმ წლის მოგონება მკრთალად თუ გაკრთა, —მხოლოდღა ამო სევდის მომგვრელ მწყემსურ ღიღინში.არა, ჩვენ ისე არაფერი გვაღონებს ლხინში,როგორც დაღლილი, მშვიდი ბგერა გულსმოსახვედრი.მერირა იქნებოდა, რომ მშობელთა ქოხის კიდეგანმე არ მემღერა არასოდეს! როგორ უყვარდათჩემი მოსმენა. მშობლიური კერის მახლობლადმიჯობდა მღერა, საკუთარ თავს იქ უკეთ ვგრძნობდი.მაშინ ხმა მქონდა უფრო ტკბილი და გამჭვირვალე,რადგან ბადებდა მას სიწმინდე, უცოდველობა.ლუიზააწ აღარაა ეს ჰანგები უკვე მოდაში!თუმცა არიან ჯერაც ისევ მარტივი სულნი,ქალურ ცრემლზე რომ ჩვილდებიან და მისი ბრმად სწამთ.ქალი კი ფიქრობს — ვერა ძალა ვერ აღუდგებაწინ მის ცრემლიან გამოხედვას... ის რომ ღიმილზეცასე ფიქრობდეს, გაღიმებულს ნახავდი მუდამ.ფრიად აქებდა ვალსინგამი ჩრდილოელ ასულთ, —მტირალა ტურფებს: და ამანაც მოთქმა დაიწყო.ვერა, სიყვითლეს შოტლანდიურ თმისას ვერ ვიტან.თავმჯდომარემიაყურადეთ: მგონი მესმის ხმაური თვლების!(მოდის ურემი, ცხედრებით დატვირთული, რომელსაც ზანგი მართავს)აჰა! ლუიზა ცუდად არის. მისმა სიტყვებმამაფიქრებინა, რომ უძგერდა მამაცი გული,თუმც სისასტიკე სინაზეზე უფრო სუსტია,და სულში შიში მწველ ვნებათა გვერდით ბინადრობს.მერი, მიასხი მას სახეზე წყალი... მოკეთდა.მერიდავ ჩემი დარდის და შერცხვენის, მოდი, მომეყრდენამ მკერდზელუიზა(გონს მოსული)ვნახე ამაზრზენი დემონი სიზმრად:მთლად შავი, შავი, უელავდა თეთრი თვალები,თავის ურემში მე მიხმობდა, ის სავსე იყომკვდრებით, რომლებიც ჩურჩულებდნენ საშინელ სიტყვებს.ზმანება იყო თუ სიცხადე, მითხარით მალე,მართლა ურემმა ჩაიარა?ახალგაზრდა კაციაბა, ლუიზა,გამხიარულდი. მართალია, ქუჩა ჩვენია,თავშესაფარი — სიკვდილისგან ჩვენი დამხსნელი,ადგილი ლხინთა სად არ-რაა აღმაშფოთები,მაგრამ ეს კია, ამ შავ ურემს ყოველგან ძალუძსმისვლა-მოსვლა და ჩვენც გზა უნდა მივცეთ უთუოდ.ახლა მისმინე შენ, ვალსინგამ: რომ მსწრაფლ აღკვეთოაქ კამათი და გულისწასვლა ქალების, მოდი,გვიმღერე რამე, — ვნებიანი, ძალისმომცემი,და არა რაღაც შოტლანდიურ სევდით აღსავსე;მჩქეფი სიმღერა, აწყვეტილი, ცეცხლში შობილი.თავმჯდომარეარა-რა ვიცი მე ასეთი, მაგრამ გიმღერებთჰიმნს, შავი ჭირის სადიდებელს, — მე ის დავწერეწუხელის, როცა ჩვენ დავშორდით ერთურთს, მას შემდეგ.ლტოლვა ვიგრძენი უცნაური — რითმებისადმიპირველად მთელ ჩემს ცხოვრებაში! მაშ, მომისმინეთ.შეეფერება ჩახრინწული ჩემი ხმა ამ ჰანგს.მრავალნიმშვენიერია! ჰიმნი ჟამის პატივსაცემად!ჰიმნი შავ ჭირზე! bravo! bravo! გისმენთ ყველანი.თავმჯდომარე(მღერის)როცა ზამთარი მკაცრი, თავნება,მხნე ბელადივით გამოუძღვებაჩვენსკენ ურიცხვ და დაწყობილ ლაშქარსთვისი ყინვების და ფანტელების, —ელავს ბუხრები და ჟამი დგებაზამთრეულ ლხინთა შმაგი ცხელების.. .აწ დედოფალი მძვინვარე — ჟამი,უფრო ანჩხლდება წამითი-წამით,მსუყე საკვებით ვეღარ გამძღარი.ბარს გვიკაკუნებს მესაფლავისასფანჯრებზე დღისით, შუაღამისას...რა, რა ვიღონოთ, შველა სად არი?. .ვით ზამთარს, ასე რომ ავობს, ბრაზობს,შავ ჭირსაც კარი ჩვენ ჩავურაზოთ!ცეცხლი დავაგზნოთ, შევავსოთ ჭიქა,თავს სიხარულის მივცეთ უფლება,ლხინით, მეჯლისით აქაც და იქაცხოტბა შევასხათ ჟამის სუფევას.. .რაღაცით გვხიბლავს და გვართობს ბრძოლა,მერე რა, მასში შიშიც რომ ხრჩოლავს.როს ოკეანე ღმუის, ჩვენ ვტკბებით,შვებას გვგვრის ბნელში ტალღების ომი;ვით ფრენას მძაფრი გრიგალის ფრთებით,ვუმღერი შავ ჭირს, აგზნების მდომი.. .ყოველი, რაიც მოკვლას გვიქადის,გულში უტკბილეს ჟრუანტლად დადის.უკვდავებაა ეს აღტყინებადა ბედნიერი იგი იქნება,ვინაც იხილავს თავის წინაშესიკვდილის აჩრდილს საფრთხის წვიმაში.. .ასე, იდიდე, ჟამო, მარადის!საფლავზე ფიქრით გული აღარ თრთის:არ ვეპუებით დამნაცრავ გუგუნს,ვსვამთ და ვქეიფობთ დღითა თუ ღამით...და ვეწაფებით ვარდივით გოგოსსუნთქვას... ვინ იცის, აღსავსეს ჟამით!(შემოდის მოხუცი მღვდელი)მღვდელიეს რა ნადიმი გაგიმართავთ ღვთისმგმობელ შეშლილთ!მაგ ღრეობით და გახრწნილ ჰანგით ბილწავთ სიჩუმეს,სიკვდილის მიერ გავრცელებულს ირგვლივ, ყოველგან!ვლოცულობ მუდამ: გულისმომწყვლელ დაკრძალვებს შუა,სასაფლაოზე — გაფითრებულ სახეთა შორის,ხოლო ეგ თქვენი აღტაცების შეძახილებისიმშვიდეს ურღვევს კუბოებს და აშფოთებს მიწას,მიცვალებულებს რომ აყრია ჟამით შემუსრულთ.დედაკაცთა და მოხუცებულთ ლოცვა რომ არა,რაიც ანათებს უვრცეს უფსკრულს პირქუშ სიკვდილის,ვიტყოდი — ალბათ ტარტაროზნი სტანჯავენ-მეთქისულს წაწყმედილი უღმერთოსი და თან ხორხოცითმას მიათრევენ სამუდამო წყვდიადისაკენ.რამდენიმე ხმაის ჯოჯოხეთზე ოსტატურად მსჯელობს ძალიან!ჰე, ბერიკაცო! სჯობს, რომ ისევ შენს გზას გაუყვე!მღვდელიჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვარის გაფიცებთ სისხლსა,შეწყვიტეთ ლხინი საზიზღარი, თუ გინდათ ზეცადშეხვდეთ დაკარგულ ძვირფას სულებს. წადით სახლებში!თავმჯდომარესახლები სევდით არის სავსე. ჩვენს სიჭაბუკესსწყურია მხოლოდ სიცილი და მხიარულება.მღვდელივალსინგამ, ნუთუ ეს შენა ხარ? სწორედ ის, ვინაცსამი კვირის წინ იხუტებდა გულში დედის ნეშტსდა ქვითინებდა დაჩოქილი მშობლის საფლავთან?იქნებ გგონია, ახლა იგი მწარედ არ მოთქვამს,ციდან მოლხინარ შვილის მჭვრეტი, გაოგნებული,მსმენელი შენი მღვრიე ხმის და ბილწი ჰანგების?ყველგან გაისმის მხოლოდ წმინდა ლოცვა-ვედრებადა მძიმე ოხვრა! გამომყევი!თავმჯდომარერატომ მოდიხარ,სულს რად მიშფოთებ? ვალად არ მძევს, რომ შენ წამოგყვე.აქ მიმაჯაჭვა საზარელმა მოგონებებმა,განწირულობის ცივმა გრძნობამ, შეგნებამ ჩემივუმწეობისა; ჩქამმა მკვდარი სიცარიელის,რომელიც მესმის გამუდმებით საკუთარ სახლში!აქ ვპოვე კრულმა ზღვარსგამცდარი მხიარულება,და ამ თასების ტკბილი შხამი, და მოფერებამიცვალებული, საყვარელი არსების (ღმერთო,შემინდე ცოდვილს, რაც ბაგიდან ამომცდა ახლა)...ამ ადგილს ვეღარ განმაშორებს დედის აჩრდილიც,აწ გვიანაა, — თუმცა კარგად მესმის შენი ხმა,ასე რომ მიხმობს. ვაფასებ ცდას ჩემი შველისას,წადი მშვიდობით, ბერიკაცო! მაგრამ რომელიცშენ თან გამოგყვეს, წყეულ იქმნეს სამარადჟამოდ!მრავალნიო, bravo! bravo! ღირსეული თავმჯდომარე გვყავს!ეს ქადაგება შენთვის იყო! წა, გასწი, გასწი!მღვდელიუმანკო სული მატილდასი მოგიხმობს ზეცით!თავმჯდომარე(დგება)მაღლა აღაპრე ეგ გამხმარი, ფერმკრთალი ხელიდა შემომფიცე, რომ მის სახელს შენ დაეხსნები,ვისაც კუბოში სძინავს უკვე მარადი ძილით.ნეტავი მისი მზერისათვის, აწ უკვდავისთვის,დაფარულიყო ეს სურათი აქ გადაშლილი,ოდესღაც იგი მიმიჩნევდა ზვიად და წმინდა,თავისუფლების მეტრფე კაცად და კიდეც ჰპოვასამოთხე ჩემთან, ჩემს მკლავებში... სად ვარ ამჟამად?უბიწო შვილო ნათლისაო! გხედავ იქ, სადაცვერ ამოაღწევს ჩემი სული ეგზომ ცოდვილი!ქალის ხმაჭკუას გადასცდა, ბოდავს ცოლზე მიცვალებულზე!მღვდელიწავიდეთ, შვილო...თავმჯდომარედამეხსენი, გვედრებ, მამაო,ღვთის გულისათვის!მღვდელიდაგიფაროს ისევ უფალმა!შემინდე, შვილო.(მიდის. ლხინი გრძელდება. თავმჯდომარე რჩება,ღრმა ფიქრებში დანთქმული.)

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი