პოეზია · ლირიკა
შილეაჰ
ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
“დგლუმპ! _ ნაბიჯი პირველი” _თქვა თეთრთმიანმა მოხუცმა კაცმა,რომელსაც ეცვა თაფლისფერი ქსოვილი ტანზედა ფეხები კი შიშველი ჰქონდა..ისტერიულად აიქნია ხელები ცისკენ,როგორც ტოტები კვიპაროსის, შხამიან ქარშიდა ჩვენ, ზღვის პირას მიყუჟულებს, გზააბნეულებსწყლისკენ მიგვიხმო, (რომლის მიღმაც არ ჩანდა მიწა),თვითონ კი ჩუმად, მზის სხივებში გაუჩინარდა..
და სივრცე იყო.. იყო სივრცე ისეთი, როგორცგახსოვს და გიყვარს და ისეთი, რომ ემალები,თითქოს ვერასდროს შეწვდები და სიცოცხლის მომგონსმზეს დაუჩრდილავს შენი ტანი და დალალებიდა სივრცე, უფრო მეტად შენკენ, ვიდრე ჰაერშიდა ქანაობდა თითქოს წყალი მზისფერ ჰამაკით,მერე შეშინდი წყლის ყურებით და გადაეშვიტალღებში. მერე იყო ღამე.. ღამე.. ღამე კითავისთვის იწვა დადუმებულ, მაძღარ სილაზედა თავს ირთობდა სავსე მთვარის სიფაქიზეთი,მე საკუთარი დროის კარი გადავირაზედა გავკიოდი: “სივრცე.. სივრცე.. სივრცე ისეთი”..
“შხლაფ! – ნაბიჯი მეორე” _თქვა ბედუინმა და მიწისკენ დახარა ტანი,რომელზეც უდაბნოსფერი ბალდახინი ეცვადა ფეხები კი შიშველი ჰქონდა..ყველაზე შემაღლებულ გორაკთან შეჩერდადა მიწაზე გაწვა, როგორც გველი ევას თეთრ კანზე,მერე აიღო მუჭით სილა, ცისკენ აღმართადა აალებული ჰორიზონტისკენ მიმოაბნიადა მე, მის ზურგსუკან მუხლზე ჩაჩოქილსხელით მანიშნა, მივყოლოდი, სადღაც უწყლოდა თითქმის უსულო არემარეში, სადაც ის თვითონ,ჩემს მისვლამდე ქვიშად იცვალა..
და სივრცე იყო.. იყო სივრცე ისეთი, როგორცჩემიდან შენკენ არ ყოფილა და არც არასდროსმომნატრებია, მყვარებია და რომლის მომგონსშეუძლია, რომ სიცოცხლეც კი გადაავადოსდა ზუსტად ასე და ამიტომ მე ტერფებს ვწვავდი,სანამ ჰაერი არ დაეტყო მზისფერ ნაკვალევსდა სანამ შენი მოგონება არ გამიმწვავდადა სანამ ცა არ დაემსგავსა გამდნარ აკვარელსდა სივრცე.. სივრცე არასოდეს რომ არ მენახა,ახლა იმდენად ბევრი იყო, რომ მისი დაცლააღარ შეეძლოთ მინდვრებს, ტყეებს, მწვანე ვენახებსდა მე ვკიოდი: “წყალი.. წყალი.. ჰაერის ნაცვლად”..
“შილეაჰ! – ნაბიჯი მესამე” _ვთქვი მე და მორჩა.