პოეზია · ლირიკა
ჰეი
ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
შიშინით დაბადებულ ბავშვებს,მეექვსედ გარდაცვლილ ანგელოსებს,ულტრაიისფერი გამოსხივების თვალებს,კონტრრევოლუციონრებსდა ტბის ფსკერზე დაძირულ პოეტებს..
ჰეი, ნიუ-იორკ!ფერადია შენი დღევანდელი ტოგადა სისხლიანი საშოდან ისევ გცვივა ბომბები,როგორც ჰუმანიტარული დახმარებაძნელად აღსაზრდელი თოთო ქვეყნებისთვის..ჰეი, ნიუ-იორკ!დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,დაუძლურება ორსული სამყაროსი,ამენ!
ჰეი, სფინქს!რომელმაც გადაყლაპე უდაბნოების გუშინდელობადა მახათებივით დაურიგე ნაშრომებიყალბ თეორიტიკოსებს,რათა ეამბნათ სამყაროსთვის შენს ორგანიზმზე..ჰეი, სფინქს!დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,გაუცხოება ჩვენი მოგონებების,ამენ!
ჰეი, შიდს!ყოველდღიურობის ნათელით დამწყვდეულოდა ოფლიან თეძოებზე შემხმარო ლუციფერო,რადგან მოიყვანე სილამაზე აქ, გოლგოთაზედა მაინც არ გეკლდა კდემამოსილება..ჰეი, შიდს!დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,ჩვენი სიყვარულის გაუკვდავება,ამენ!
ჰეი, უილიამ შექსპირ!ისევ უსასრულოდ დგამენ შენს პიესებს ეშაფოტებზე,შიზოიდურ ღამეებში იზუთხავენ უაზრო სიტყვებსდა ჯერ ვერავინ, სულ ვერავინ მიხვდა,რომ ჰამლეტი შენი მეზობლის კატაა..ჰეი, უილიამ შექსპირ!დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,ყოფნა არყოფნის ფორმულებით მუმიფიცირება,ამენ!
ჰეი, სილიკონ!ისევ ხოცავენ შენს წიაღში ბუნებრიობას,კოლიზიური აჩრდილებით ანგრევენ სხეულს,შენ კი სდუმხარ, ან ბუყბუყებდა შეექცევი ბიგმაკს და ჩიპსს, ტუჩების ტლეკით..ჰეი, სილიკონ!დიდია სახელი შენი და მოვედინ ნება შენი,გაბერვა ჩვენი ტვინების და თვალის გუგების,ამენ!
ჰეი, ღმერთო!ჯვრიდან ჯერ არჩამოხსნილო და ჯერ არმომკვდარო,ისევ ახადეს ფიქრებს ჩვენსას თავსახურავიდა ღობეებზე ჩამოაცვეს ჩვენი ლოცვების ფიტულები,როგორც შენი ფოტოსურათები, ნეგატივებში..ჰეი, ღმერთო!როდის იქნება სახელი შენი დიდიდა როდის დაადგება ნება შენი ავტომაგისტრალსჩვენი თმებისკენ..მაშინ, როცა ჩვენ ამოვხოცავთ ირმებს გუნდებად,თუ მაშინ როცა შევისწავლით ყველა ინგლისურს?ჰეი, ღმერთო!ჩვენ შენი უჩინარი ვნებები ვართ,სულის მინდორზე გაწოლილები ტურისტებივით..ამენ!