↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰირან!

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)

2026-07-182 წთ საკითხავი2251 ნახვა

—
ოვვა იალა!დილა იწყება კვნესით..რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში,ფიქრის ღრუბლებით მოქუფრული,ყოველ გამოხედვას ფერი აქვს წვიმის და წვიმა კი არ ჩანს..ეს სამეფოა განწირული ემბრიონების..ოვვა იალა!
მინარეთებზე შემომჯდარი პატიოსნებახარბად ეტანება ამერიკულ წყურვილს..რა უცნაური ფიქრი სცოდნიათ აღმოსავლეთში,თითქოს აქ მხოლოდ ცაა წყნარი, მზეა ღიმილის,მაგრამ სულ მიწას ჩასჩერებიან ტირიფებივითდა ბავშვი, ცრემლით ხელ-პირს რომ იბანს განთიადისას,ოცნებობს მხოლოდ ავტომატზე, ბევრი ტყვიებით..და აქ თოჯინებს მიუჩინეს რა ხანია მყუდრო ადგილი,ცეცხლის ზვინებში, მიწის ღრმულებში..ჰირან! ოვვა იალა!გაკივლებული ვნებებითდა მზის ჩასვლისას მიძინებული ანგელოსებით..აქ ყოველ წამს სჭედავენ თვალების ამბოხს,თქრიალით ღვრიან საკუთარ სისხლს გასამრავლებლად,სერავენ ღურბლებს წვეტიანი მზერის ისრებითდა არც ელიან ცისგან შვებას..
ოვვა იალა!დღე სრულდება კვნესით დაღლილი ქალებითდა ბავშვები ტალახებში იბანენ ფეხებს..ჰირან! ოვვა იალა!დაწნეხილი ოცნებებით გაზიპულ თმებსაცხშირად ეტყობათ წუხანდელი ნაოცნებარი ამერიკაზე..ეს სამყაროა დაჩეხილი ემბრიონების,და გამოჭვარტლულ თვალის გუგებს დანით ხეთქავენ,რომ აღარასდროს დაინახონ ბავშვების ომიდა მინარეთზე შემომდგარი მოლა მძინარე..ოვვა იალა! ჰირან! ოვვა იალა!რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში..გაყვითლებული კოცნებით და რაჰათლუჰუმით..და სიტკბო აღწევს მხოლოდ პირის გამოქვაბულში,იმის იქით კი მთები მწარედ იგრიხებიან..ჰირან! ოვვა იალა!ოვვა იალა, ჰირან! არ ჩაგეძინოს!

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი