↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საა

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)

2026-07-183 წთ საკითხავი2271 ნახვა

—
_ საა..გძინავს?ჯერ არ დაიძინო რა, სა..შენთან ლაპარაკი მინდა..სა,იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი,დღეს გიყურებდი და ვერც..სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში,რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები..სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა,მერე კი შენზე მელაპარაკა, სა..ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილსდა მე სულ ვსველდები, როცა წვიმს,რადგან შენ მახსენდები და ვტირი..სა,ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი..ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ,სულ 3 გზაა, სა,ტკივილი, სიცივე და სევდა,იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში,სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით,უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები:მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან..მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ..შენ ხომ იცი ფრენა?ხომ შემპირდი გასწავლიო,ჰოდა..სა..იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე,ვიცი..ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი,მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას,რომ შენ ფეხს მოგაჭრიან..მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყადა 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ..სა..ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია..იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე,მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები..შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ..სა..მოიხსენი რა ეგ სათვალე,მოიხსენი ეგ შავი სათვალე,არ გიხდება,შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება..შეხედე მზეს და იფიქრე..ჩემზე ნუ იფიქრებ,უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარდა ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე,მხოლოდ ილუზიაა,და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს..სა..გამიგონე რა..მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას,რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა,არ გიხდება შავი, სა.. არა..ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებსშენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს,არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი..ვიცი..ვიცი, სა, მეც გახსოვარ,ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს,რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე,მე კი სულ გელოდები..ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები..ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები..ცაში ნაწვიმარზე გელოდებიდა ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ,იქაც დაგელოდები..და ვიცი, მოხვალ,ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი,ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს,ვიცი..მოხვალ და ძველებურად მეტყვი:_ სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ..
და მე გაკოცებ..

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი