პოეზია · ლირიკა
* * * ჩემს ერთ მეგობარს
ჩემს ერთ მეგობარს,მთიანი ალბიონისკენ რომ გაუწია გულმადა თოვლიანი კურორტისკენ გახარებულმა გაუტია,სადაც მავანნი, თხილამურებზე დგომით წუხილს იქარვებენდა სიცოცხლის ხალისი ემატებათ,გაუკვირდა,ერთი კვირის შემდეგ დაბრუნებლსდა მზისგან ოდნავ სევდანარევად გარუჯულსრომ ვუთხარით:სახე გაქვს ნაინფარქტალის,თუმცა შემდეგ სიცილმა შეიპყრო და მოგვიყვათუ დღეში ერთხელ, ამ სიმწრის ფულით ნაქირავები სახლიდანროგორ გამოიძურწებოდნენ ხოლმე უჩუმრად,თითქოს ეშინოდათ ზვავი არ ჩამოწვესო,არყის საყიდლადდა ერთ კვირაში ოც ბოთლ არაყსროგორ მოუღეს ბოლო.