↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ცხოვრება მშვენიერია

შველიძე ერეკლე

2010-08-121 წთ საკითხავი1398 ნახვა

—
ცხოვრება მშვენიერია,მე კარგად ყოფნის ნიღაბს ვატარებდა თვალს რომ მომკრავ,შეამჩნიე ჩემი მონდომებული ოსტატობა სახის სილაღის.ამ დროისთვის სარკის წინ უკვე ჩაბარებული მაქვს გამოცდასაგანში: პირზე მოთამაშე ღიმილი.ეს მე ვეცადე,შენც რომ გადმოგდო ჩემი გაწაფულობა ტონუსში ყოფნის;თუმცა მაქვს ხოლმე მეც ჩავარდნებიდა ზოგჯერ ჩემი გამომეტყველება ვერ უძლებს ხოლმეხარვეზთა მოვანებას მოჩვენებითად რთული ყოფადობის აღმნუსხველ ეკრანზე,ჩემს დაღვრემილ სახეზერომ მაწერია: თითქოს აქვეა სამყაროს აღსასრული,თითქოს თვალწინ ატომურ ბომბს მიფეთქებენდა აი მაშინ ვსაჭიროებ შენს დახმარებას,მაშინ მჭირდება შენი ტყუილიმოჩვენებითად ოპტიმისტური ტალღების გადმოცემის,ჩემმა ანტენამ რომ დაიჭიროს ეგ გულითადი თვალთმაქცობა,უნდა გამაბრიყვო და დაცემისგან მიხსნამძიმე წუთებში,რომ დამიბრუნდეს ჩემი მონდომებული ოსტატობასახის სილაღის.

შველიძე ერეკლე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი