პოეზია · ლირიკა
ხატის წინ
აკაკი წერეთელი 1840–1915
მიყვარს, როდესაც ხატის წინანთია წმინდა სანთელიდა საიდუმლო პარპალითბნელს ფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავადდნება, ვით მსხვერპლი დიადი,რომ მადლით გაასპეტაკოს,თვალუწვდომელი წყვდიადი!
მივჩერებივარ ამ დიდ ძალსმწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;მეცა უსიტყვოდ, უძრავად,ცის სვეტად გაქვავებული.
რაღაც უცნაურ ერთობასვხედავ სანთელს და ჩემ შუა!მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდებაჩემი გონება და ჭკუა.
სანთელი ჩემი ხორცია,სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,ნათელი - ჭკუა-გონება,იმათგან გამონაშუქი.
ჩემი ხატია სამშობლო,სახატე - მთელი ქვეყანა,და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,არ შემიძლია მეც განა?
კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,ჩემთან მომტანი ცეცხლისა,ის მოციქული მომავლის,მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!