↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვილანელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96968 ნახვა

—
ყოველივე ქარია და ჩვენება!ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია...მარადია ერთადერთი: შვენება.ყოველგვარი ღამეების თენება,კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია,ყოველივე ქარია და ჩვენება.ყოველივე მერნის გადაჭენებანათქვამია, როგორც ძველი არია...მარადია, ერთადერთი: შვენება.ისევ ნგრევა, ისევ ისე შენებამოსაწყენი, მგლოვიარე ზარია,ყველაფერი ქარია და ჩვენება.ყოველივე: ცხედრის გამოსვენებამხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია,მარადია ერთადერთი: შვენება.სამუდამო ძილი და მოსვენებაროგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა...ყველაფერი ქარია და ჩვენება,მარადია ერთადერთი: შვენება.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი