↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხალიჩის მქსოველი დედაბერი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20036 ნახვა

—
ერთხელ მეც ვიყავ ცისკრის ვარსკვლავი,შედედებული, ღაღანა ქალი,მე ოქროს ძაფის ვიყავ მნასკვავიხალიჩის მქსოვი ვარდების კვალით...ვქსოვდი, არ ვიტყვი დატრაბახებით,კვეხნა რათ მინდა, ახსოვთ მახსოვრებს,ყველა ვარსკვლავი, ყველა ბაღები,ყველა ვარდები ზედ დავაქსოვე!ახ, ნაქსოვარო, გულსახსოვარო,ახალგაზრდობა რომ გინაწილე,გამინაწილე დღეს შენი ფერი,ვით შენ მოგეცი მე სიყმაწვილე, ―დასიზმრებული თუ თვალხილული,მიშველე თითებს მიზრობს ყინული...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი