↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხეებზე წარწერილი ლექსები

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20036 ნახვა

—
*მთელ ცხოვრებას შენზე ფიქრით გავივლი,უშენობას გული ვერ შეეთვისა,ნუშის წვერში რომ იფეთქებს ყვავილი,იქ მაქვს გული შენახული შენთვისა.
*შენ სუმბული ხარ, ნაზი რტოვანი,შენ, ვით მაისმა, შემომისწარი,შენი სიწმინდის შუქის თოვანიგულში ბრწყინვალებს, როგორც ცისკარი.სად არი ტილო ან მარმარილო,ბრინჯაო, რვალი, ქვა და ქაღალდი,რომ დაიტიოს შენზედ ოცნება,ჩემი მდუღარე სულის ღაღადი?!
*მოგუბდა ლექსი შენს სიყვარულზედა ლამის ყელში გადაილეწოს.ერთხელ დახარე ჩემკენ წამწამი,რომ ჩემმა ჩანგმა შენზედ ილოცოს...
*სატრფოვ, გაფანტე ფიქრები,ეჭვიანობის არაკი,სულ მუდამ ერთად ვიქნებით,როგორც მტკვარი და არაგვი!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი