პოეზია · ლირიკა
ვაჟა-ფშაველას ნაამბობი
ლადო ასათიანი 1917–1943
ვინ დამიბედა გზები პოეტის,ვინ გამამზადა საბედისწეროდ!ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო!
ნუთუ სხვა რამე, სიმღერის გარდა,ვერ უშველიდა ტკივილებს ჩემსას!ან რატომ არის, რომ ყოველ ქალთანგამიჯნურება მჩვევია ლექსად?
უმეგობრობა არ მიგლოვიადა არც მოლექსე მყავს წინაპარი,მე ზღაპარი თუ გამიგონია,ბაბუაჩემის თქმული ზღაპარი,
და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს,ჯიში გმირული, ჯიში ქართული,ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო,სატევარით და ცხენით განთქმული.
მან დიდ მუხნარში მოჰკლა ტახებიდა მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ,მიტომ არ მიყვარს მე არტახებიდა მიტომ ვარგვარ ადამიანად!
მან ერთხელ განგებ დამკოდა მხარშიდა უცოდველი სისხლი მადინა,სველ ბალახებში დამტოვა ბავშვიდა მწვერვალები გადინადირა.
მას შემდეგ ბევრის მკლავი ავცელე,შვებაც ვიგემე და გაჭირვებაცდა ვიდრე ლექსად არ გადავწერე,მანამდე მკლავდა მე ეს ჭრილობა.
ბაბუაჩემმა ბუნების კარიგამიღო ოხვრით და სიმძიმილითდა შთამაგონა, რომ ლექსი არისკაცის და ქვეყნის გულისტკივილი.
მან შემაყვარა სამშობლო ჩემი,რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა,მან შემაყვარა ბუნების ცრემლიდა სალამურიც მან შემაყვარა.
სამშობლოს ტრფობით გული დავსერე,მათრობდა, როგორც ღვინო ყვარულიდა ვიდრე ლექსად არ გადავწერე,მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული.
ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივიდა გაანათა ჩემი კაცობადა ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილსმხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა.
ვერც დედის ხელმა, ვერც სატრფოს ეშხმავერ გამიყუჩა ჭაბუკს იარა,და ჩემი გულის გმირული კვნესამარტოდენ ლექსმა გაიზიარა.
მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს,როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი,რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილსდა ლექსი თვითონ ტკივილი არი.
და რადგან მერგო ვიყო პოეტი -ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო.
რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, -მჯერა, ამ დიად ბუნების კართანმე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!
1940