↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დასვენების დღე

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი4967 ნახვა

—
ვდგავარ და ვხედავ, როგორ თენდებაეს დღე — მთისა და ბარის ზეიმით…ყოველთვის ტკბილად გამახსენდებამისი უბადლო თვალისეირი.
ერთხელ მოსული, დიდი სიჩქარითქრება, მიდის და თვალებს შორდება,მაგრამ ისევე, როგორც ცისკარი,კვლავ იბადება და მეორდება.
ეს დღე მაღლდება, როგორც სიცოცხლე,როგორც სინდისი და ერთგულება,დაივლის სახლებს, ჯდება მინდორზედა გააჩაღებს მხიარულებას.
ისვენებს ხალხი, პოეტი მარტოფიქრობს და იწვის ლექსის მშვენებითდა ვამბობ: ქვეყნად პოეტის გარდაყველას ჰქონია დღე დასვენების!
პოეტი ლექსის სტრიქონებს ებრძვისუხილავს, ფარულს, ჯერ დაუსტამბავს,მერე წავა და შრომადღეს ეტყვისდასვენების და გართობის ამბავს.
1938
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი