↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავი კეტები

ტურაშვილი დათო

2020-03-1373 წთ საკითხავი2085 ნახვა

—
მოქმედი პირები (და არა მხოლოდ პირები):დედა გოია – საროსკიპოს დიასახლისი და მფლობელიმზია – საროსკიპოს სტაჟიანი თანამშრომელიზეზვა – პროფესორი (საროსკიპოს შემთხვევითი კლიენტი)მედიკო – საროსკიპოს თანამშრომელი (ორი შვილის დედა)ლოლა – საროსკიპოს თანამშრომელი (თანამშრომლებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ქალი, მაგრამ ყოველთვის მაღალ ქუსლებზე, კლიენტების მომსახურების დროსაც კი)ბატონი გურამი – საროსკიპოს მუდმივი კლიენტიქალი ჯანმრთელობა – ბატონი გურამის მეუღლეპოლიციელი – მუქთა კლიენტიდეპუტატი – საროსკიპოს ხშირი სტუმარიმაჩო – გაწვალებული ახალგაზრდა კაციბიჭი – შეყვარებული კლიენტიფემინისტი ქალები – საქველმოქმედო, არასამთავრობო ორგანიზაციიდანბოდღო ყვალთავა – (უნებლიე კლიენტი) და მისი ორი კაცი
ამ წინასაარჩევნო პიესის მოქმედება ხდება თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში. ბინა წარმოადგენს არალეგალურ საროსკიპოს, რომელიც სამოთახიანია, მაგრამ მაყურებელი ხედავს მხოლოდ წინა ორ ოთახს, რომლებსაც ერთმანეთისგან ყრუ კედელი ჰყოფთ და ორივე ოთახს აქვს ცალ-ცალკე შემოსასვლელი მესამე, დიდი ოთახიდან.
უკანა, მისაღებ ოთახს, რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს, აქვს მოსაცდელის ფუნქცია, ხოლო კლიენტების მომსახურება ხდება სწორედ წინა ორ ოთახში და ზოგჯერ ერთდროულადაც კი, ერთმანეთის პარალელურად. Oორივე ოთახს აქვს თითო ფანჯარა, საიდანაც ზოგჯერ მანქანებისა და ქუჩის ხმაური აღწევს.(ასევე შესაძლებელია სცენა წარმოადგენდეს ქვემოთ ერთ დიდ, მისაღებ ოთახს და კლიენტების მომსახურება კი ხდებოდეს ზემოთ, ორ პატარა ოთახში, თუმცა ეს უფრო სპექტაკლის რეჟისორისა და მხატვრის გადასაწყვეტია).პიესა კი იწყება არჩევნების დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე საროსკიპოს ერთ-ერთ ოთახში, სადაც შუქი ჩამქრალია და სიბნელეში მხოლოდ გახშირებული სუნთქვის ხმა ისმის. ამ ხმას პერიოდულად ერთვის კვნესა, რომელიც მორიგეობით აღმოხდება ხოლმე ქალსაც და კაცსაც სექსუალური აქტის დროს ეს ხმა ნელ-ნელა მატულობს და სწორედ იმ წამს, როცა ეს ურთიერთობა კულმინაციას აღწევს, კონტრაპუნქტში ქალი და კაცი, ერთდროულად, საბოლოოდ ამოიკვნესებენ და სინათლეც აინთება.სინათლის ანთებისთანავე, ორივენი სასწრაფოდ, აჩქარებით გადაიფარებენ ზეწრებს შიშველ სხეულებზე და გაოგნებული სახეებით შეხედავენ დედა გოიას, რომელმაც დაუკაკუნებლად შემოაღო კარი მათ ოთახში და სინათლეც თვითონვე აანთო.დედა გოია – სწრაფად ჩაიცვით, პოლიცია მოდის!(პოლიციის ხსენებაზე კაცი ისეთი სახითა და სისწრაფით ჩაიცვამს, რომ ქალებს გულწრფელად გაუკვირდებათ და უადგილოდ გაეღიმებათ).მზია - ჩანთა დაგრჩათ (წამოიყვირებს მზია და პროფესორის ჩანთით ხელში, უკვე ოთახიდან გასულ კლიენტს აჩქარებით გამოეკიდება).დედა გოია – ბავშვებივით არიან (იტყვის უფრო თავისთვის და გვერდით ოთახის გამყოფ კედელზე გამეტებით დააკაკუნებს. იმ ოთახში საროსკიპოს სხვა თანამშრომელს, მუდამ მხიარულ ლოლას ძინავს, რომელიც კაკუნის ხმაზე გაიღვიძებს და გაიზმორება.
Kკაკუნი ისევ განმეორდება და ლოლაც წამოდგება, ნაუცბათევად, ერთობ შილიფად შეიმოსება და იმ ოთახში შევა, სადაც ამ საროსკიპოს მფლობელი დედა გოია ისევ კედელთან დგას და აკაკუნებს. მხოლოდ ლოლას დანახვისას დაუშვებს ხელს, კედლის საათს შეხედავს და გაბრაზებული მიმართავს მას):დედა გოია – ორ საათამდე გძინავს!ლოლა – მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, სტუდენტებს სტიპენდიები აუღიათ და დილამდე არ ამომასუნთქეს, მეგონა სტიპენდიები აღარც არსებობდა...დედა გოია – (აწყვეტინებს) წუთი-წუთზე პოლიცია მოვალოლა – (გულწრფელად გაბრაზებული) გუშინ ხომ იყვნენ?!დედა გოია – დღეს მოადგილე მოდის, უკვე დარეკესლოლა – ესე იგი ტყუილად გამაღვიძე, ხომ იცი რომ პოლიციელებს მზია და მედიკო მოწონთ, ჩემნაირებს უფრო სტუდენტი-ახალგაზრდობა ეტანება...დედა გოია – (ისევ აწყვეტინებს მზიას) მედიკო სოფელშია წასულილოლა – Lმზია ხომ აქ არისდედა გოია – ორივე მოადგილე რომ მოვიდეს?(ლოლა ისევ დააპირებს შეპასუხებას, მაგრამ ღია კარში აქოშინებული მზია გამოჩნდება)მზია – ლექციაზე მაგვიანდებაო და ისე გარბოდა, ძლივს დავეწიელოლა – (მზიას, გაკვირვებული) დღესაც იყვნენ სტუდენტები?მზია – (ამაყად) სტუდენტი კი არა, უნივერსიტეტის პროფესორიალოლა – მეც არ გამიკვირდა? სტუდენტებმა მთელი სტიპენდია გუშინ აქ დატოვეს და მერე გზის ფულსაც მე მთხოვდნენ...დედა გოია – (ორივეს) გზის ფულიც აღარ გექნებათ, პოლიციის მოსვლამდე აქაურობას თუ არ დავალაგებთმზია – (დედა გოიას) დედა გოია რატომ შეგარქვეს?დედა გოია – ახლა ამის დროა?ლოლა – (დედა გოიას, უკვე ცოცხით ხელში) სულ გვპირდები და მაინც არ გვეუბნები.დედა გოია – ვითომ არ იცილოლა – მზიამ ხომ არ იცის(დედა გოია ძალიან მკაცრ გამომეტყველებას მიიღებს და კედელზე ჩამოკიდებულ შიშველი ქალის სურათს ამოატრიალებს, რომლის უკანა მხარესაც რომელიღაც ციხესიმაგრეა გამოსახული. ლოლას გაეღიმება და რაღაცის თქმასაც დააპირებს, მაგრამ შემოსასვლელიდან ზარის ხმა ისმის და საროსკიპოს დიასახლისი ხელებგაშლილი მიდის კლიენტის შესაგებებლად)დედა გოია – (ხმამაღლა) მობრძანდით, მობრძანდიით(ფართოდ გაღებული კარის ზღურბლს შინაურულად გადმოაბიჯებს უნიფორმიანი პოლიციელი და მასპინძლებს ომახიანად მიესალმება).მზია – (იმავე ინტონაციით) მობრძანდიით!..პოლიციელი – (სერიოზული და საქმიანი გამომეტყველებით) აბა როგორ მიდის საქმეები, რამე გაუგებრობები ხომ არ ყოფილა?დედა გოია – ისეთი არაფერი...პოლიციელი – მაინც?დედა გოია – ამასწინათ სტუდენტები იყვნენ და ცოტა ფული დააკლდათ...პოლიციელი – მერე?მზია – არაფერი ისეთი, ცოტა ნასვამებიც იყვნენპოლიციელი – რაღაც ძალიან მოუმატეს სტუდენტებმა თქვენთან სიარულსდედა გოია – სტუდენტებს სტიპენდიები მოუმატეს და უკეთეს ადგილას სად წავლენპოლიციელი – ყველას მოუმატეს?ლოლა – მარტო ხუთოსნებს და სწორიც არის, ვინც კარგად სწავლობს, იმან უნდა ისიამოვნოსდედა გოია – პენსიებს რატომ არ ზრდიან?პოლიციელი – მალე პენსიებსაც მოუმატებენმზია – ოროსნებმა რა ქნან?დედა გოია – (ღიმილითა და მარჯვენა მუშტის ვერტიკალური მოძრაობით, რაც მასტურბაციას ნიშნავს) უნდა ისწავლონპოლიციელი – ზოგს უჭირს სწავლალოლა – (პოლიციელს) ალბათ თქვენც გიჭირდათ(საროსკიპოს მფლობელი თვალებს დაუბრიალებს ლოლას ამ უხერხული ფრაზის გამო და პოლიციელს კი განსაკუთრებული მლიქვნელობით მიმართავს)დედა გოია – ხომ არ გირჩევნიათ რომ ჯერ ისიამოვნოთ (ხელით ქალებზე ანიშნებს) და მერე ვისაუბროთ და ჩაიც მიირთვით, დღეს მედიკო აპირებს სოფლიდან დაბრუნებას, იმედია მოგისწრებთ და მურაბასაც ჩამოიტანს, დედამისი ისეთ მურაბებს აკეთებს...პოლიციელი – (აწყვეტინებს) დღეს ამისთვის არ მცალია, სერიოზულ საქმეზე ვარ მოსული, დავალებაა ზეიდან: აინტერესებთ რა ხალხი დადის აქ ყველაზე ხშირად, როდის გყავთ ყველაზე მეტი კლიენტი და ვის აძლევენ ხმას არჩევნებზელოლა – (პოლიციელს, გახარებული) სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებთ? მეც სოციოლოგიის შესწავლა მინდოდა, სანამ აქ მოვხვდებოდი...(უკვე გაბრაზებული პოლიციელი დედა გოიას გადახედავს ისეთი გამომეტყველებით რომ მისთვის გასაგები იყოს რისი თქმაც სურს პოლიციელ ჩინოვნიკს)დედა გოია – მე გიხდით ბოდიშს, ასე უშნოდ და უადგილოდ ხუმრობა მაინც ვერ მოვაშლევინე ამასლოლა – (გულწრფელად) არ ვხუმრობ, მართლა მინდოდა რომ სოციოლოგი გავმხდარიყავი, იცით რა საინტერესოა, თანაც ჩვენთან ხომ ადრე სოციოლოგიაíარც არსებობდა...დედა გოია – (პოლიციელს) ნუ მიაქცევთ ყურადღებას (ლოლას თვალებს დაუბრიალებს) და გვკითხეთ, რაც გაინტერესებთმზია – ნუ დაგვზოგავთპოლიციელი – (ჩაახველებს) ესე იგი ჩვენ გვაინტერესებს რა ხალხი დადის ძირითადად, როდის მოდიან უფრო ხშირად და ვის უჭერენ მხარს...დედა გოია – (აწყვეტინებს მონდომებული) ძირითადად მოდიან ღამე, სუფრების მერე, რომ დათვრებიან ხოლმე და ხალისობა მოუნდებათ და ქალებთან ღლაბუცი...პოლიციელი – არა, ჩვენ გვაინტერესებს სეზონების მიხედვით რა ხდება, ზაფხულში უფრო ხშირად დადიან ესე იგი შვებულებების დროს თუ სამუშაო საათებში, თუ როდის.
ამას მომავალი არჩევნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს...ლოლა – ზამთარში, ყველაზე მეტი კლიენტი ზამთარში გვყავს ხოლმე, იმიტომ რომ ზამთარში ცივა და კაცებს კი სიცივის ეშინიათპოლიციელი – (უნებურად) რატომ კაცებს?ლოლა – იმიტომ რომ კაცები სუსტები არიან და ზამთარს და სიცივეს ჩვენთან ემალებიან.(პოლიციელს გაახსენდება რომ ლოლას აზრი ყველაზე ნაკლებად უნდა აინტერესებდეს და დემონსტრაციულად გადახედავს დედა გოიას პასუხის მოლოდინში)დედა გოია – (თითქოს დაფიქრდება და გაიხსენებს) ისე მართლა ზამთარში უფრო მეტი კლიენტი გვყავს, ვიდრე სხვა დროსლოლა – მეც ეს ვთქვი და ამიტომაც ზამთარი ჩვენთან უფრო გრძელია, ვიდრე სხვაგან...პოლიციელი – (ახლა მზიას მიუბრუნდება) რა ხალხი დადის ყველაზე მეტად?მზია – იცით რა, ყველანაირი ხალხი დადის: სტუდენტები უკვე გითხარით, დეპუტატები, ბიზნესმენები...პოლიციელი – პოლიტიკოსებიც ხშირად დადიან?მზია – ზოგჯერ ისინიც მოდიან(პოლიციელი ჭერს ახედავს, დანარჩენებიც ჭერს ახედავენ, ოღონდ შეშინებული სახეებით, რადგან მიხვდებიან პოლიციელის ჩანაფიქრს. მხოლოდ ლოლას გაეცინება)პოლიციელი – მთავრობა მოდის ხოლმე თუ ოპოზიცია?მზია – (დედა გოიას გადახედავს) ისინიც და ისინიცლოლა – (თითით ჭერზე ანიშნებს) კამერები უნდა დაგვიყენოთ?(პოლიციელი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით შეეცდება არ მიაქციოს ყურადღება ლოლას, კედლის საათს შეხედავს და აშკარად უკმაყოფილო სახით დედა გოიას მიმართავს)პოლიციელი – უფროსი მელოდება, უნდა წავიდე, ამ დღეებში ისევ გამოგივლით და მანადმე კი იმაზე იფიქრეთ რაც ჩვენ გვაინტერესებს და კლიენტების სახელი და გვარი თუ იცით, ჩაიწერეთ და დღეებიც აღნიშნეთ.(პოლიციელი გასასვლელისკენ დაიძრება და ყველანი მლიქვნელური ღიმილით გააცილებენ. მხოლოდ Lლოლა დარჩება წინა ოთახში და კიდევ ერთხელ ახედავს გაბზარულ ჭერს).ლოლა – ამათ ჩვენ მართლა ბოზები ხომ არ ვგონივართ?დედა გოია – (ლოლას, გაბრაზებული და ხელებგაშლილი) რა სოციოლოგია აგიტყდება ხოლმე?!(ლოლა (რასაკვირველია) დააპირებს შეპასუხებას, მაგრამ ვერ მოასწრებს, რადგან ოთახში მედიკო შემოვა ორი დიდი, სავსე ჩანთით და ხმამაღლა მიმართავს თანამშრომლებს):მედიკო – ყველაფერი ჩამოვიტანელოლა – (მედიკოს) ბავშვები როგორ არიან?მედიკო – (ბედნიერი სახით) პატარას უკვე კითხვა უსწავლია და სულ წიგნით ხელში დამსდევდა.
დედაჩემმა მითხრა თვითონ ისწავლაო და ისეთი საყვარელია, ისეთი საყვარელი რომ წამოსვლა აღარ მინდოდა (უცებ ცრემლები წამოუვა)ლოლა – (გულწრფელად და გულუბრყვილოდ) დარჩენილიყავიმედიკო – (სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდება, მაგრამ მაშინვე გაახსენდება რეალობა და დედა გოიას გადახედავს) როგორ?ლოლა – (ყველას დაასწრებს პასუხს) უნდა დარჩენილიყავი, არჩევნების დროს ხომ მაინც იქ უნდა იყო.(გახარებული მედიკო დედა გოიას აკოცებს და კარისკენ გაიქცევა, რადგან ზარის ხმა ისმის, რაც იმის მაუწყებელია რომ კლიენტი მოვიდა.სინათლე ქრება და ინთება ერთ-ერთ ოთახში, სადაც მხოლოდ ორნი სხედან საწოლის მოპირდაპირე კიდეებზე: მედიკო და ბატონი გურამი - საროსკიპოს მუდმივი კლიენტი. მედიკო ნელ-ნელა იმოსება, ბატონი გურამი კი დაღლილი და ოფლიანი, სინანულით დაჰყურებს საკუთარ ღიპს და გულზეხელმოკიდებული, აჩქარებით სუნთქავს)მედიკო – აი ჩვენ ხომ გვეძახიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს და რომ დაუკვირდე, რა გამოდის?ბატონი გურამი – (ძლივს გასაგონად) რა გამოდის?მედიკო – გამოდის რომ პატიოსანი ქალები არიან მძიმე ყოფაქცევის, ასე არ არის?გურამი – (აშკარად არ უსმენს) რა?მედიკო – რა და მძიმე ყოფაქცევის და მძიმე ხასიათის ქალს, არ ჯობია მსუბუქი ყოფაქცევის და მსუბუქი ხასიათის მხიარული ქალი?გურამი – (მარცხენა ხელის მაჯაზე ცერა თითით ეძებს პულსს და გაუგებრად პასუხობს ხელებგაშლილ მედიკოს) ჩაბუჯუმდ...მედიკო – აი, ამაშია საქმე, რომ საქართველოს გარდა ჩვენს შრომას ყველგან აფასებენ და ჩვენი პროფესიის ქალებს უცხოეთში ხელისგულზე ატარებენბატონი გურამი – (ისევ გულზე მოიკიდებს ხელს და ახლა უკვე აშკარა ბუტბუტზე გადავა) ბუდიდუდბ...მედიკო – (ქალი მაინც ვერ ამჩნევს რომ ბატონი გურამი აშკარად ცუდად არის და მედიკოც თავის მონოლოგს ენერგიულად აგრძელებს) უნდა წავსულიყავი, ჩემი ბრალია, ჩვენი სოფლიდან რამდენი წავიდა თურქეთში, მე რა ვერ წავიდოდი? ახლაც შემიძლია წასვლა. რომ მოვინდომო, რა ვერ წავალ?ბატონი გურამი – (გულზე მიდებული ხელი ჩამოუცურდება უკვე სულ გათეთრებულს და სიტყვებსაც ვეღარ ამბობს, მხოლოდ ასოებს თუ ბგერებს) ბმდგხ...მედიკო – არა, თურქეთში არ წავალ, არ მინდა, საბერძნეთი მირჩევნია, წავიყვან ჩემს შვილებს და გავთხოვდები, მამაჩემის ოქროს სასმისსაც თან წავიღებ და თუ გამიჭირდა, ბოლო-ბოლო გავყიდი. არ გამატანს? არ გამატანს და მოვპარავ და მაინც წავიღებ.(მედიკო მონოლოგს მოულოდნელად შეწყვეტს, რადგან აღმოაჩენს რომ მისი ღიპიანი კლიენტი ლოგინზეა გაშხლართული და მგონი არც სუნთქავს. მედიკო სასწრაფოდ გააღებს კარს და ყველას ერთად საშველად უხმობს. დედა გოია მაშინვე, პირველი შემოვარდება ოთახში და გულწასულ კლიენტს შეშინებული დახედავს)დედა გოია – რამდენჯერ უნდა გასწავლოთ რომ კლიენტთან ნელ-ნელა უნდა გაიხადოთ, რამდენჯერ უნდა აგიხსნათ რომ არ უნდა იჩქაროთმედიკო – (აწყვეტინებს) ძალიან ნელა გავიხადე და თვითონაც გამაფრთხილა ძალიან ნაჭამი ვარო, მაგრამ რომ მოვრჩით, მერე გახდა ცუდად, დასაწყისში კი არა. რას ვიფიქრებდი თუ აწყენდა, პირველად ხომ არ არის ჩვენთან და თან ნაჭამზეც რამდენჯერ მოსულა აქ და არაფერი...მზია – დავრეკო სასწრაფოში?(დედა გოია ისეთი სახით გადახედავს მზიას, რომ ეს უკანასკნელი ცივად, შეპასუხების გარეშე დადებს ტელეფონის ყურმილს და სხვებს მიეხმარება ამ მართლაც ძალიან მძიმე კლიენტის ტრანსპორტირებაში.
ჯერ იატაკზე გადმოაგორებენ ბატონ გურამს ყველანი ერთად და მერე უკანა ოთახში გაახოხიალებენ მას ოხვრითა და კრუსუნით. მაყურებელს მხოლოდ შემოსასვლელი კარის გაღების ხმა ესმის, მაგრამ მოქმედებას ვერ ხედავს და ამიტომაც დანამდვილებით არ იცის რა ბედი ეწია ბატონ გურამს. თუმცა ხმებისა და რეპლიკების მიხედვით მაყურებელს (საფუძვლიანი) ეჭვი უჩნდება რომ გულწასული კლიენტი უბრალოდ კიბეზე დააგორეს)...
საწოლზე ორნი სხედან, ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ორივენი სიგარეტს ეწევიან. Lლოლა ზურგით ეყრდნობა კედელს, ბიჭი კი ოდნავ წელში მოხრილი ზის და ლოლასაგან განსხვავებით, აშკარად ღელავს.ბიჭი – პირველად რომ ვიყავი აქ, მაშინვე მინდოდა რაღაც მეკითხა შენთვის, მაგრამ მომერიდალოლა – ახლაც გერიდება?ბიჭი – ახლაც მერიდება, მაგრამ მაინც გკითხავლოლა – მკითხებიჭი – არ გეწყინება?ლოლა – არც მეტკინებაბიჭი – (ღიმილით) დარწმუნებული ხარ?ლოლა – დიდი ხანიაბიჭი – მაინც?ლოლა – აქ რომ აღმოვჩნდი, იმ დღიდანბიჭი – ეგ დღე როდის იყო?ლოლა – როდის იყო თუ რატომ იყო?ბიჭი – რატომ იყოლოლა – ეს გაინტერესებდა?ბიჭი – ესეც მაინტერესებს, მაგრამ ვიცი რომ არ მეტყვილოლა – შეიძლება ოდესმე მართლა გითხრა და ყველაფერიც მოგიყვებიჭი – როდის, აქედან რომ გაიქცევი, მერე?ლოლა – აქედან ვერ გავიქცევიბიჭი – რატომ?ლოლა – კეტები არა მაქვსბიჭი – რა კეტები?ლოლა – შავი კეტები, ოღონდ ძირებიც შავი უნდა ჰქონდეს, მოდაშიაბიჭი – ადრე თეთრი კეტები იყო მოდაშილოლა – როდის?ბიჭი – ადრე, ბავშვობაშილოლა – საქართველოში ყველაფერი ეგრეა: ან თეთრი ან შავი, უკიდურესობების ქვეყანა ვართ, შუალედი არ არსებობსბიჭი – (გაკვირვებული) შენ რაზე სწავლობდი?ლოლა – ნუ გეშინია, ფილოსოფოსი არა ვარ, უბრალოდ კლიენტებზე დაკვირვება მიყვარს, ამ სამსახურში ეს აუცილებელიც კი არის.
ბიჭი – ამ სამსახურში ეს მაღალი ქუსლებიც აუცილებელია?ლოლა – (ღიმილით დახედავს თავის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს)ეს ჩემი პროტესტია, ალმოდოვარის ჯინაზე, კლიენტების შესაშინებლადბიჭი – არ მინდა რომ შენთვის მხოლოდ კლიენტი ვიყო(კარზე კაკუნისა და დედა გოიას ხმა ისმის)დედა გოია – მალე მორჩებით?ლოლა – რა ხდება?დედა გოია - ხალხია მოსულილოლა – ვინ არიან?დედა გოია – ბოდღო ყვალთავაა და მისი ორი კაცილოლა – მზიასთან შეუშვიდედა გოია – მზიას კენჭის გავლა აქვს და პოლიკლინიკაში ჩავიდა ნემსის გასაკეთებლადლოლა – მედიკო?დედა გოია – მედიკო საბერძნეთის საელჩოშია წასული საბუთების შესატანადლოლა – დაელოდონ, რომელიღაც ხომ დაბრუნდება, პოლიკლინიკა აქვე არ არის? ხუთი წუთი უნდა ნემსის გაკეთებასდედა გოია – კლიენტებს რა ვუყოთ?ლოლა – მეც კლიენტი მყავს(დედა გოია ლოლას თავს დაანებებს და მოსაცდელიდან ისმის თუ როგორ სთავაზობს სტუმრებს ჩაის და ყავას)ბიჭი – (ზურგით მიეყრდნობა კედელს და ლოლას თვალებში შეხედავს) არ მინდა რომ კლიენტი ვიყოლოლა – (ამ თემაზე საუბარს აშკარად თავს არიდებს) მედიკომ უკვე მესამედ შეიტანა საბუთები, მაგრამ კონსული მაინც არ აძლევს საბერძნეთის ვიზასბიჭი – გიკვირს?ლოლა – რა თქმა უნდა მიკვირს, იაზონი და ბერძენი არგონავტები აქ რომ მოგვადგნენ, საქართველოს ვიზები მათთვის არავის მოუთხოვია(ბიჭს აღარ გაეღიმება, ლოლას თავისკენ შემოაბრუნებს და ტუჩებში აკოცებს. მერე ადგება და კარისკენ წავა)ბიჭი – მე არ მინდა რომ შენი კლიენტი ვიყო(ბიჭი კარს ხმაურით გაიხურავს და ლოლას ოთახში სინათლე ქრება და მაშინვე ინთება გვერდით ოთახში, სადაც მზია შეშინებული უყურებს უცნაურ კლიენტებს: ჩოხებში გამოწყობილი ბოდღო ყვალთავა და მისი ორი კაცი (ყაბალახებით თავწაკრულები), ყურადღებით აკვირდებიან კედელზე გაკრულ პლაკატს შიშველი ქალის გამოსახულებით. ბოდღო ყვალთავა ფანჯარასთან მივა, ეზოში გადაიხედავს და მერე თავისიანებისკენ შემობრუნდება)ბოდღო ყვალთავა – თქვენ ქვემოთ ჩადით და ცხენებს მიხედეთ, უკვე მოშიებულებიც იქნებიან და რამე დაუყარეთ და აჭამეთ.(ბოდღო ყვალთავას სიტყვებს ბრძანების კილოც დაჰკრავს, მაგრამ ამ ფრაზის გამეორება კიდევ ერთხელ მოუწევს ბატონ ბოდღოს რადგან მისი თანმხლები პირები თვალს ვერ აშორებენ შიშველი ქალის პლაკატს.
როცა ისინი ოთახს დატოვებენ, ბოდღო ყვალთავა ნაბადს სკამის ზურგზე გადაკიდებს, ხანჯალსა და იარაღს შეისწორებს და იმავე სკამზე ჩამოჯდება. მერე ჩაახველებს და შეშინებულ და გაკვირვებულ მზიას ომახიანად და პათეტიურად მიმართავს)ბოდღო ყვალთავა – ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ და ამიტომაც ძალადობის ყოველგვარი ფორმა, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ მშვიდობიანად ვიზრუნოთ გზააბნეულ ადამიანებზე და მათ ჭეშმარიტებისაკენ მოვუწოდოთ. ჩვენი ორგანიზაცია აღიარებს ვენის, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებს და ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი უმთავრესი საზრუნავია, მაგრამ როცა ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ამორალური ადამიანები, ჩვენ არა გვაქვს დუმილის უფლება. მეტიც: ჩვენ მოვალენი ვართ ისინი გადავარჩინოთ და ზნეობისა და მორალის გაკვეთილები ჩავუტაროთ.მზია – (გულწრფელად) საშინაო დავალებებიც გვექნება?ბატონი ბოდღო – (ცოტა დაბნეული) მგონი თქვენ კარგად ვერ გამიგეთმზია – შევეცდებით რომ ყველაფერი გაგიგოთ, აქ ზოგჯერ ისეთ უცნაურ რაღაცეებს გვთხოვენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ უკმაყოფილო არავინ გავუშვათ. ამასწინათ მაგალითად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კლიენტი გვყავდა, ძალიან ნორმალური, მაგრამ უცებ ისეთი რამე მომთხოვა, თქვენ ჯვარი გწერიათ და...ბოდღო ყვალთავა – (აწყვეტინებს) თქვენ არა მარტო თქვენს თავს ღუპავთ, არამედ ახალგაზრდობასაც უბიძგებთ გარყვნილებისაკენ, თქვენ სხვებსაც ითრევთ ამ ჭაობშიმზია – (გაკვირვებული) სად?ბოდღო ყვალთავა – ამ ჭაობში, აქმზია – რას ამბობთ, აქ ადგილი არ არის, ორი ოთახი გვაქვს და სამნი ვმუშაობთ, ყველას უარს ვეუბნებით სამსახურზე, სადღაც მრცხვენია კიდეც რომ მე სამუშაო მაქვს და ირგვლივ ამდენი უმუშევარია, თანაც ისეთი კარგი გოგოები გვეხვეწებიან, მაგრამ რა ვქნათ, ჩემს ადგილს ნამდვილად ვერავის დავუთმობ, ოჯახი როგორღა უნდა ვარჩინობოდღო – ოჯახიც გყავთ?მზია – (ძალიან გაკვირვებული) ოჯახი რომ არ მყავდეს სარჩენი, აბა აქ რა გამაჩერებდაბოდღო – მე მეგონა რომ თქვენ მიწიერ ვნებებს აჰყევით და უბრალოდ გსიამოვნებდათ ასეთი ცხოვრება...მზია – (აწყვეტინებს და ყვირის) რა უნდა მსიამოვნებდეს, ჩემი ქმარი რომ მთელი დღე სვამს და მერე მთელი ღამე არწყევს? ათი წელი რომ არ უმუშავია და დედაჩემს პენსიას პარავს? მამაჩემი რომ უფასო სასადილოში დადის და ჭამის დროს ტირის რომ არავინ იცნოს?(მზიას თვალები ცრემლებით აევსება)ბოდღო ყვალთავა – ამას არ ვგულისხმობდი, ბოდიშს გიხდით, მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა, ხომ შეგეძლოთ სხვაგან გემუშავათ, რაღაც სხვა სამსახური მოგეძებნათ...(მზიას აღარ ესმის ბოდღო ყვალთავას სიტყვები რადგან უკვე ხმამაღლა ქვითინებს და ბატონი ბოდღო წამოდგება, გულწრფელად შეწუხებული სახით მიუახლოვდება მზიას და მეგობრულად მოხვევს ორივე ხელს)მზია – (ქვითინით) როგორ შეიძლება ეს იყოს სასიამოვნო?! ზოგს ისეთი პატარა აქვს.ბოდღო – (გულში ჩაიკრავს მზიას) როგორ გიხდებათ ცრემლები...რა ლამაზი ყოფილხართ...რა ბედნიერები არიან თქვენი კლიენტებიმზია – რას აკეთებთ?..ბოდღო – (ბოდღო ყვალთავა ცალ მუხლზე დგას და მკერდზე კოცნის მზიას) ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის, ყველაფრისთვის მზად ვარ...ნუ დამზოგავთ მზია...
(სინათლე ქვრება და ინთება გვერდით ოთახში, სადაც მედიკო სკამზე ზის და ფურცლებსა და საბუთებს გაბრაზებული დაჰყურებს)მედიკო – ჩათლახები!..(კარს ახალგაზრდა კლიენტი შემოაღებს, რომელიც აშკარად ტკბილად არის ანუ კაიფშია)კლიენტი – გამარჯობა დაიკო(მედიკოს თვალებში გაკვირვება და ორი კითხვის ნიშანი გამოესახება)კლიენტი – უბანში მაჩოს მეძახიან, ანტიგენდერული ბალანსის პონტში კი არა, პროსტა მაჩოტაძე ვარ გვარად და ხო აზრზე ხარ. თუ გინდა შენც მაჩო დამიძახე ჩემი დაიკო(მედიკო ისევ თავის საბუთებს დახედავს, სკამზე გაბრაზებით დაახეთქებს და გახდას დაიწყებს)მაჩო – რამე პრობლემაა ჩემი დაიკო?მედიკო – (გულგრილად) საბერძნეთის ვიზა არ მომცესმაჩო – იმ პონტში კი არ გეუბნები, მარა ნაღდი შემიძლია რა დახმარება, უფრო სწორად მამაჩემს შეუძლია, ბიზანტიოლოგია და მაგათ ყველას იცნობს, მაგათი ელჩი ვაბშე ჩვენთან სახშიცაა ნამყოფი, ხო აზზე ხარ...
მედიკო – არადა ყველა საბუთი წესრიგში მაქვსმაჩო – მითუმეტეს, ჩემი დაიკომედიკო – (გახარებული) ფული აი აქ დადეთ (ხელით ანიშნებს)მაჩო – (უკანა ჯიბიდან საფულეს ამოიღებს და ფულს გადათვლის) ცოტა მაკლია, მარა ხო აზზე ხარ, დღეს უნდა ამეღო კიდევ სხვა მაყუთი და ცოტა იგვიანებს და მეთქი შევივლი და ამას ცოტა პატივს ვცემ-მეთქი, ხო აზზე ხარ (ხელით ხვანჯარზე ანიშნებს)მედიკო – იცით რა, საერთოდ ჩვენთან ფასდაკლებები არ ხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხარჯები გვაქვს, ბინის ქირა თავისთავად, მერე გადასახადები, დენი, გაზი და თანაც დეპუტატებს და პოლიციას უფასოდ ვემსახურებით, ჩაგეძინათ?მაჩო – არა, დაიკო, რა ჩამეძინა. მაიცა დეპუტატებს რატო არ ახდევინებთ, ფულის მეტი რა აქვთმედიკო – ჩვენი დეპუტატები დაგვპირდნენ რომ ლეგალიზაციაში დაგვეხმარებიანმაჩო – რა პონტში?მედიკო – ოფიციალური სტატუსი გვექნებამაჩო – ოფიციალური ბოზები იქნებით?მედიკო – ჩვენ ბოზები არა ვართმაჩო – ესე იგი მთავრობის ხალხი ხშირად დადის აქ?მედიკო – ხშირად არა, არჩევნების წინ უფრო ვახსენდებით ხოლმემაჩო – რატო ტო, მაგათ მაშინ უფრო უნდებათ ხოლმე?მედიკო – ხმები სჭირდებათ და იმიტომ, ხომ იციან რომ ბევრნი ვართ და მხარდაჭერას გვთხოვენ ხოლმემაჩო – მეც დამიჭირეთ მხარი და სეილი გამიკეთეთმედიკო – თქვენთვის გამონაკლისს გავაკეთებთ, მამათქვენის ხათრით რა თქმა უნდამაჩო – იმენა გამკეთებელია, პროსტა შუქი უნდა ჩავაქროთ, თორე მაგრა არ მევასება კაშკაშა სექსი...(მედიკო სინათლეს ჩააქრობს და სიბნელეში მათი დიალოგი (სექსის პარალელურად) მანამ გრძელდება, სანამ მედიკო შიშისა და გაოგნებისაგან, არ შეჰკივლებს)მედიკო – (მაინც არ სჯერა) რა სუნია?მაჩო – აზზე არა ვარმედიკო – (სინათლეს აანთებს, საბანს გადაწევს და თვალები შოკისაგან გაუფართოვდება) ეს რა არის?მაჩო – აზზე არა ვარმედიკო – ჩაისვარეთ?მაჩო – მე მეუბნები ჩემი დაიკო?მედიკო – გაგიჟდება დედა გოია, გუშინ გამოგვიცვალეს თეთრეულიმაჩო – (სიგარეტს მოუკიდებს და გაკვირვებული დახედავს დასვრილ ზეწარს) ფერფლი ხომ არ ჩამყვა საჭმელში?მედიკო – რა ჭამეთ?მაჩო – დილით სუში ვჭამეთ ბიჭებმამედიკო – გაგიჟდება დედა გოიამაჩო – საიდან გაიგებსმედიკო – (ხელით ანიშნებს ფაქტზე) ამას რა ვუყო?მაჩო – ფანჯრიდან ვერ გადააგდებ?მედიკო – რას ამბობთ, მეზობლები მაშინვე პატრულს გამოიძახებენ, ისედაც სულ გვიჩივიანმაჩო – პატრულთან მე გავაიასნებ, მამაჩემი იურისტია და ხო აზზე ხარ...მედიკო – (აგრძელებს) არა, ჩუმად უნდა გავიტანოთ აქედანმაჩო – აქედან რომ ეს ამბავი გავიდეს, ჩემი დედას შევეცი თუ აქ ვიღაცა არ დაიჭრას!..მედიკო – აბა აქ დავტოვოთ? მთელ სახლს ააყროლებს(მაჩო შარვლის უფანა ჯიბიდან დანას ამოიღებს, ეგრეთ წოდებულ ბაბოჩკას და დაატრიალებს აშკარად მხოლოდ საჩვენებლად და შესაშინებლად, მაგრამ მედიკო მაშინვე, წარმოუდგენელი სისწრაფით ამოაძვრენს ხელჩანთიდან პატარა გაზის ბალონს და მაჩოს თვალებში შეასხავს).მედიკო – (გაკვირვებული დახედავს ბალონს) მგონი მართლა მუშაობსმაჩო – (ჩაიკეცება) ბოიშვილი ვიყო...
(სინათლე ქრება და მეზობელ ოთახში ინთება, სადაც ლოლა და შეყვარებული ბიჭი ჩუმად სხედან და ეწევიან).ბიჭი – (ხელს გადახვევს ლოლას და სიჩუმეს დაარღვევს) იმ ქალს მგონი არ ესიამოვნა ჩემი მოსვლალოლა – დედა გოიას?ბიჭი – ისე აღარ მხვდება, როგორც ძველ კლიენტს, ადრე დედასავით მეგებებოდალოლა – ჩვენც დედასავით გვექცევა და ამიტომაც ყველანი დედას ეძახიანბიჭი – და გოია რა შუაშია?ლოლა – გოია სამხატვრო აკადემიაში დაარქვესბიჭი – აკადემიაში სწავლობდა?ლოლა – ნატურშიცა იყო, იქაც დედასავით მზრუნველი და გოია კი ქოქოსამ დაარქვა, დათო გაგოშიძემ, ჩვენი კურსელი იყო, ასეთ ქალებს გოია ხატავდაობიჭი – მგონი მართლა ჰგავს გოიას ქალებს, ცუდად რომ იყო ეგეთ ქალებს ხატავდალოლა – დედა გოია ამბობს ფულს იმისთვის ვაგროვებ რომ ესპანეთში წავიდე და ჩემი თვალით ვნახო გოიას ქალებიობიჭი – (ღიმილით) ყველა ბოროტება სიკეთის სახელით კეთდება, მაგრამ ასეთი კეთილშობილური მიზნით ბარდელის გახსნა, მაინც ძალიან ორიგინალურიალოლა – (მასაც გაეღიმება) თვითონაც ძალიან ორიგინალურია, ერთხელ ისიც თქვა რომ ქალის გაბოზება მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემაა და კაცის გაბოზება კი მთელი ქვეყნისობიჭი – (ისევ ღიმილით) ადამიანს ყველაფრის გამართლება შეუძლიალოლა – თუ არ მოგწონს, შეგიძლია აქ არ მოხვიდებიჭი – როდემდე?ლოლა – სანამ აქაურობას დედა გოია მღვდელს არ აკურთხევინებსბიჭი – შავი იუმორი?ლოლა – არ გეხუმრები, ადრე მართლა ამბობდა ხოლმე ახლობელი მღვდელი მყავს და უარს არ მეტყვისობიჭი – მერე?ლოლა – (ღიმილით) უარი უთხრეს და ძალიან გაბრაზდა, ისე მართლა კეთილი და კარგი ქალიაბიჭი – შენ რაზე სწავლობდი აკადემიაში?ლოლა – კერამიკაზებიჭი – თიხა ბავშვობიდან გიყვარდა?ლოლა – ბაბუა მიყვარდა ძალიან, შროშელი იყო და იმან მთხოვა კერამიკაზე ჩაბარება. შროშა სოფელია იმერეთში...ბიჭი – მეც ძალიან მიყვარდა პაპაჩემი, ქართლში ბაბუას პაპა ჰქვია, უფლისციხელი იყო, მაგრამ არც თვითონ არის ცოცხალი და აღარც ის სახლი არსებობს, სადაც ბავშვობაში ზაფხულში ჩავდიოდით ხოლმე...ლოლა – ესე იგი აქედან რომ გავიქცე, უფლისციხეში შენთან ვერ დავიმალები?ბიჭი – რატომ ვერ დაიმალები, უფლისციხეში გამოქვაბულების მეტი რა არისლოლა – მაგრამ უფლისციხემდე კეტების გარეშე ხომ ვერ ჩავაღწევ?ბიჭი – (თვალებში ჩახედავს ლოლას და სერიოზულად, ძალიან სერიოზულად ჰკითხავს მას) მართლა გინდა რომ კეტები მოგიტანო?ლოლა – ოღონდ კეტები შავი უნდა იყოსბიჭი – შავი კეტები, ქლიბი და სავარცხელი?ლოლა – შავი იუმორი შავი იუმორის წილ?ბიჭი – შავ კეტებს რომ მოგიტან და გაიქცევი, თუ გამოგეკიდებიან, ჯერ სავარცხელს გადააგდებ და მერე ქლიბს, ოღონდ არ უნდა აგერიოს: ჯერ სავარცხელი, მერე ქლიბილოლა – ქლიბი ჰქვია თუ სალესავი?ბიჭი – რაც ჰქვიალოლა – შენ რა გქვია, რატომ არ მეუბნები?ბიჭი – რა აზრი აქვს, შენთვის მაინც ერთ-ერთი უსახელო კლიენტი ვარ, როგორც ნებისმიერი სხვა, ვინც აქ მოდის და მიდისლოლა – შენც მალე გაგივლის და წახვალბიჭი – უშენოდ არ წავალ(ბიჭი ადგება და გასასვლელისკენ დაიძრება, კარს გააღებს და ისე წავა, რომ არც კი დაემშვიდობება ავანსცენაზე დარჩენილ ლოლას.ოთახში სინათლე ქრება და მეზობელ ოთახში ინთება, სადაც მზია დაბნეულ კლიენტს უღიმის)კლიენტი – (გაუბედავად) რა გქვიათ?მზია – მზია.
თქვენ?კლიენტი – ზეზვამზია – იმ დღეს სახელიც ვერ გკითხეთზეზვა – დიახ, ვღელავდი და მეც არ მიკითხავს თქვენი სახელი. იმ დღეს პირველად ვიყავი აქ, შემთხვევით აღმოვჩნდი თქვენთან, მაგრამ მომეჩვენა რომ ჩვენ ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს, საუკუნეებისა და ათასწლეულების წინ (პროფესორი კლიენტი სიგარეტს მოუკიდებს)მზია – იმ დღესაც ბევრს ეწეოდითზეზვა – დღესაც შემთხვევით აღმოვჩნდი თქვენთან, აქეთ საქმე მქონდა, ასე ვთქვათ შემოვიარე...მზია – საერთოდ ბევრს ეწევით?პროფესორი - საერთოდ ბევრს არ ვეწევი, მაგრამ როცა ვფიქრობ, მაშინ ყოველთვის ვეწევიმზია – ესე იგი ბევრს ფიქრობთპროფესორი – დიახ, საკმაოდ ხშირად მიწევს ფიქრი და ასე ვთქვათ აზროვნება, მე ხომ უნივერსიტეტში ვმუშაობმზია – დიახ მახსოვს, თქვენ ხომ პროფესორი ხართ, პირველად რომ იყავით ჩვენთან, მაშინ მითხარით რომ ლექციებს კითხულობთ უნივერსიტეტშიპროფესორი – მე გითხარით?მზია – დიახპროფესორი – როდის?მზია – იმ დღეს, თქვენ რომ აქ იყავით, სანამ იმას დავიწყებდით...პროფესორი – (უხერხულობისგან ჩაახველებს) დიახ, მაგრამ დღეს სულ სხვა მიზნით შემოვიარე, ასე ვთქვათ სულ სხვა საქმეზე ვარ მოსული და არც კი ვიცი როგორ დავიწყო...მზია – ცოლი ხომ გყავთ?პროფესორი – არა...დიახ მყავს, ცოლიც და შვილებიცმზია – შეგიძლიათ ისე დაიწყოთ როგორც თქვენს მეუღლესთან იწყებთ ხოლმეპროფესორი – იცით რა, ამას ჩემს მეუღლესთან საერთოდ არ ვიწყებ ხოლმე, უფრო სწორად, მე კი ვიწყებ ხოლმე, მაგრამ ჩემი ცოლი ყოველთვის წინააღმდეგია და ამიტომაც ეს არასოდეს გვქონია...მზია – (გაკვირვებული) აბა შვილები საიდან გყავთ?პროფესორი – არა, თქვენ მე ვერ გამიგეთ, უფრო სწორად სხვანაირად გამიგეთ, მე სწორედ იმას ვგულისხმობ, რის გამოც აქ მოვხვდი სრულიად შემთხვევით...მზია – დიახ, მეორედპროფესორი - დიახ, მაგრამ პირველად ვერ გითხარით ჩემი აქ მოსვლის ნამდვილი მიზეზიმზია – არ მოგეწონათ?პროფესორი – არა, რას ბრძანებთ, პირიქით, ყველაფერი კარგი იყო და თქვენ შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით, უფრო სწორად შესანიშნავი პროფესიონალი ხართ და სწორედ ამან გამაბედინა კიდეც აქ მოსვლა, უკვე მეორედ...მზია – მითხარით, ნუ მოგერიდებათ, პირდაპირ მითხარითპროფესორი – დიახ, იმის თქმა მინდოდა, უფრო სწორად იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მეუღლე საკმაოდ ტრადიციული ქართული ოჯახიდანაა და ათწლეულების მანძილზე, შესაძლებელია ასწლეულების მანძილზეც კი, მკაცრად ჩამოყალიბებული და ცნობიერებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, კონსერვატორული აზროვნება და მენტალური შეზღუდვები, მას აიძულებენ უარი თქვას ორალურ სექსზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ოჯახის სიმტკიცეს, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი თანაცხოვრებისა...მზია – (აწყვეტინებს) ბოდიშით, მაგრამ კარგად ვერ გავიგეპროფესორი – დიახ, ასეც ვფიქრობდი რომ თქვენთვის ზემოთქმული გაუგებარი და ცოტა დაუჯერებელიც იქნებოდა, მაგრამ ეს რეალობაა და ამ რეალობამ მაიძულა თქვენთან მოვსულიყავიმზია – (ხმაში სიბრაზე ეტყობა) და რას მთხოვთ, რასაც თქვენი ცოლი არ გიკეთებთ, მე გაგიკეთოთ? მე ვიკადრო? მე თქვენ მართლა ბოზი ხომ არ გგონივართ? რადგან აქ ვმუშაობ, გგონიათ რომ ნამუსი აღარ მაქვს და ყველაფერს ვიკადრებ? თანაც მარხვის დროს? ხორცს საერთოდ არ გავკარებივარ, რაც მარხვა დაიწყო...პროფესორი – ამ მარხვაში თევზი ხსნილიამზია – (ცრემლნარევი ხმით აგრძელებს თავის მონოლოგს) აქ მეც შემთხვევით მოვხვდი, წლების მანძილზე ცირკში ვმუშაობდი, იცით რა სარისკო ნომრებს ვასრულებდი? იცით რა სიმაღლიდან ვხტებოდი ბატუტზე და თანაც ზოგჯერ დაზღვევის გარეშე?პროფესორი – (გულწრფელად შეწუხებული) მერე? აქ როგორ აღმოჩნდით?მზია – მერე ქვეყანა აირია და ცირკში კაპიკებს გვიხდიდნენ, დედა გოია ჩვენი მეზობელი იყო და შევეცოდე, ჯერ სხვა სამსახურის მოძებნა მირჩია და რომ ვერაფერი ვნახე, თვითონვე შემომთავაზა აქ მოსვლა – რაღაც კაპიკებად რაღა ბატუტს უნდა ახტებოდეო და აქ მომიყვანაპროფესორი – თავიდან ალბათ გაგიჭირდათ კიდეცმზია – გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ოჯახი ჩემი სარჩენი იყო და თანაც მაშინ ქმარმაც მიმატოვაპროფესორი – მაშინვე მიგატოვათ, როგორც კი აქ მუშაობა დაიწყეთ?მზია – არა, მანადმე წავიდა ამერიკაში, აიჩემა იქ სამსახურს ადვილად ვიშოვი: შამპუნის რეკლამებისთვის ქერტლიანი ხალხი სჭირდებათო და ჩემს ქმარს კი ყოველთვის იმდენი ქერტლი ჰქონდა, ტახტზე რომ იწვა ხოლმე, მერე მტვერსასრუტი მჭირდებოდა, არადა სულ ტახტზე იწვა, იქვე ეწყო ბოთლები და მერე იქვე არწყევდა ხოლმე, რასაც სვამდა...(მზია გაჩუმდება და ცხვირსახოცით ცრემლებს შეიმშრალებს)პროფესორი – მერე?მზია – მერე წავიდა ამერიკაში, რომ არ წასულიყო, ნამდვილად მოკვდებოდა აქ და გზის ფულიც მე მოვაგროვე, ყველაფერი გავყიდე, რაც გვქონდა(მზიას ისევ ცრემლებით აევსება თვალები და ისევ ცხვირსახოცს მოიმარჯვებს)პროფესორი – (გულწრფელად მონდომებული რომ თანადგომა გამოხატოს მზიას მიმართ) მერე?მზია – მერე წავიდა, მაგრამ ამერიკაში ჩასვლისთანავე, მოულოდნელი რამ მოხდა(მზია თავშეუკავებლად ასლუკუნდება)პროფესორი – დიახ, გისმენთ, განაგრძეთმზია – ამერიკაში ჩავიდა თუ არა, ქერტლი საერთოდ გაუქრაპროფესორი – (ძალიან შეწუხებული სახით) მერე?მზია – რაღა მერე, ვინღა გადაიღებდა შამპუნების რეკლამებში ქერტლის გარეშე და უმუშევარი დარჩა და უკანაც ვერ ბრუნდება, მე კი ისე მენატრება რომ ფულს დავაგროვებ თუ არა, მაშინვე გავუგზავნი. იცით როგორ მიყვარდა? იცით როგორ მენატრება? იცით როგორი აკრობატი ვიყავი? იცით როგორ სარისკო ნომრებს ვასრულებდი? იცით რამდენ ხანს მიკრავდა ტაშს აღფრთოვანებული პუბლიკა?პროფესორი – მაპატიეთ, ყველაფერი მაპატიეთ...(პროფესორი ხელზე კოცნის მზიას და მასთან ერთად ხმამაღლა ტირის.

სინათლეც ქრება)

მედიკო და ბატონი გურამი მდუმარედ სხედან ოთახში და მედიკო სიგარეტს ეწევა. Bბატონ გურამს თავი დაბინტული აქვს და ოხრავს:ბატონი გურამი – იმ დღეს აქედან რომ წავედი, კიბეზე ისე ცუდად გავხდი, რომ პოლიკლინიკამდე ძლივს ჩავაღწიემედიკო – კიდევ კარგი რომ პოლიკლინიკა აქვეაგურამი – აქვეა მაგრამ არ მიღებდნენ, ჩვენს რაიონს არ ეკუთვნითო, არადა წინა კორპუსში ვცხოვრობთმედიკო – როგორ? აქვე დაგორდი და სხვა პოლიკლინიკაში ხომ არ წახვიდოდიგურამი – მეც ეგ არ ვუთხარი? თავი ვერ გაგიტეხია კაცს ექიმების შიშითმედიკო – სახელის გატეხას მაინც თავის გატეხა ჯობია, ბებიაჩემი სულ ამას მეუბნებოდაგურამი – იცოდა რომ აქ მუშაობდი?მედიკო – ბებიაჩემი ოცი წლის წინ მოკვდა, მაშინ მე ვინ მამუშავებდა საერთოდ, მამაჩემი მთელს სამეგრელოში უმდიდრესი კაცი იყოგურამი – შეიძლება გული უგრძნობდა, ბებიები ყველაფერს ხვდებიან...მედიკო – (ყურადღებას არ აქცევს ბატონი გურამის სიტყვებს და თავის ამბავს აგრძელებს) მამაჩემი მართლა დიდი ქონების პატრონი იყო, საკუთარი ტრაქტორებიც კი ჰყავდა იმ დროში, მაგრამ განსაკუთრებით თავისი ხარებით ამაყობდა – უზარმაზარ ხარები იყვნენ და სპილენძის ფეხები ჰქონდათგურამი – სპილენძში ერთ დროს კარგი ფული კეთდებოდამედიკო – მერე ქვეყანა რომ აირია და ხალხმა ტროლეიბუსების ხაზების მოპარვაც დაიწყო სპილენძის გამო, მამაჩემის ხარებსაც მიადგნენ.
ხარებს რაღაცას უკეთებდნენ, აძინებდნენ და იმ სპილენძის ჩლიქებს ახერხავდნენ...გურამი – ალბათ თურქეთში მიჰქონდათ გასაყიდადმედიკო – მაშინ საბერძნეთი ერქვაგურამი – და ყველაფერი დაკარგეთ?მედიკო – ერთადერთი, რაც მამაჩემისგან დაგვრჩა, ოქროს სასმისია, რომელიც იმიტომ ვერ წაიღეს რომ მამაჩემმა სადღაც გადამალა, მაგრამ ისე გადამალა რომ სხვებმა კი არა, მერე თვითონაც ვეღარ მიაგნოგურამი – მერე?მედიკო – მერე ეძებდა, სანამ ცოცხალი იყო, სულ ეძებდა, მაგრამ მაინც ვერ მიაგნო და თან გადაჰყვა კიდეც, მაგის დარდმა მოკლა,გურამი – ნაღდი ოქრო იყო?მედიკო – სუფთა ოქრო იყოგურამი – დიდი სასმისი იყო?მედიკო – ყველა განსხვავებულზე დიდიგურამი – ამდენ ოქროს გადაყვებოდა აბა რა იქნებოდამედიკო – არა, ოქროს კი არ დარდობდაგურამი – (გაკვირვებული) აბა რას?მედიკო – ოქროზე მეტად სადღეგრძელოს დაკარგვას დარდობდაგურამი – რას?მედიკო – იმ სასმისზე სადღეგრძელო ეწერაგურამი – (კიდევ უფრო გაკვირვებული) რა სადღეგრძელო?მედიკო – საიდუმლო სადღეგრძელო, ძალიან მნიშვნელოვანიგურამი – მერე ზეპირად რატომ არ ისწავლა?(მოულოდნელად კარზე ვიღაც დააკაკუნებს და ბატონი გურამი ინსტინქტურად წამოხტება. მიუხედავად იმისა რომ არც გაუხდია, ასევე ინსტინქტურად, მაინც საგულდაგულოდ შეიკრავს ისედაც შეკრულ კოსტუმს. მედეა კი, უხალისოდ, ცალყბად დაინტერესდება დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობით).მედიკო – ვინ არის?(პასუხი არ არის)მედიკო – (ისევ უხალისოდ) ვინ არის?(პასუხი არ არის, ტომ...)მედიკო – ვინ არის?(მედიკო პასუხს აღარ დაელოდება, წამოდგება და კარს გააღებს. კარის გაღებისთანავე ოთახში ენერგიულად შემოაბიჯებს აშკარად ჯანმრთელი ქალი, რომელიც ბატონი გურამის ცოლი აღმოჩნდება და შემოსვლისთანავე ბატონ გურამს ისე სწრაფად მიუახლოვდება, რომ იმავე ოთახში სხვა ქალის არსებობას, არც შეიმჩნევს)გურამის ცოლი – (ჩანთიდად ბინტს, ბამბასა და მალამოს ამოიღებს) ყველგან ასე უნდა გსდიო ბავშვივით? ხომ გასაგებად გვითხრა ექიმმა რომ საფენები ყოველ სამ საათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ (ცოლი ჯერ ძველ საფენს მოხსნის ბატონ გურამს და მერე მალამოსა და ბამბას საგულდაგულოდ დაადებს ქმარს და ბინტითაც ხელახლა შეუხვევს ჭრილობებს. დაბნეული და გაკვირვებული ბატონი გურამი ძალიან უხერხულად გრძნობს თავს და ამიტომაც საკმაოდ გაუბედავად მიმართავს თავის ცოლს)ბატონი გურამი – აქ როგორ მომაგენი?გურამის ცოლი – (ჩანთიდად წამალს ამოიღებს და მოულოდნელად მიმართავს მედიკოს) ერთი ჭიქით წყალი გენაცვალე, თუ შეიძლება (გურამის ცოლი მიმართავს მედიკოს, ვისთანაც წუთის წინ ქმარს შეუსწრო, მაგრამ ისე მიმართავს, რომ მის არსებობას ამ ოთახში, კვლავ არ იმჩნევს)ბატონი გურამი – მე შემოვიტან წყალს (ბატონი გურამი წამოდგება, მაგრამ მედიკო მაშინვე მიხვდება რომ წყალი საუკეთესო მიზეზია ამ ოთახიდან გასასვლელად და კარებისკენ წავა)გურამის ცოლი – (გურამს, როცა მარტონი დარჩებიან ოთახში) წამალი არ უნდა დაგელია? რომ გამოვარდები ხოლმე სახლიდან, ყველაფერზე მე უნდა ვიფიქრო?ბატონი გურამი – აქ როგორ მომაგენი?გურამის ცოლი – ანტიბიოტიკების დალევა ასეთ დროს აუცილებელია, მაგრამ გესმის ჩემი? გესმით ჩემი? ან შენ, ან შენს შვილებს?ბატონი გურამი – აქ როგორ მომაგენი?გურამის ცოლი – შვილებიც იმიტომ არ მიჯერებენ რომ შენ არაფერს მიჯერებ და ამას ხომ ისინიც ხედავენ...(კარს მედიკო შემოაღებს წყლიანი ჭიქით ხელში და გურამის ცოლი ისე გამოართმევს მას ჭიქას რომ ამჯერადაც არ შეიმჩნევს მედიკოს არსებობას)ბატონი გურამი – (მედიკოს) მადლობთ(გურამის ცოლი ქმარს ენაზე წამალს დაუდებს და წყალსაც ისე მიაყოლებინებს, როგორც ავადმყოფ ბავშვებზე ზრუნვისას იციან ხოლმე ქართველმა დედებმა)გურამის ცოლი – (უფრო თავისთვის) ოღონდ შენი იყავი კარგად და ჩვენს შვილებს არაფერი მოაკლო და მე ყველაფერს ავიტან და ყველაფერს გავუძლებ.
სადაც გინდა იქ იარე და რაც გესიამოვნება ის გააკეთე, ოღონდ მე ნუ დამანახებ და მე ნუ მეცოდინება. ოღონდ არაფერი მოგვაკლო და...ხომ იცი რომ წელს გოგო აბარებს და ჩვენს დასაღუპად მოიგონეს ეროვნული გამოცდები...(გურამის ცოლი ცრემლებს ვეღარ იკავებს და სლუკუნით ტოვებს ოთახს, სადაც მხოლოდ ბატონი გურამი და მედიკო რჩებიან და სინათლეც ნელ-ნელა ქრება).
ბიჭი ზურგით ეყრდნობა ლოლას ზურგს და სიგარეტს კი ისე გემრიელად ეწევა, როგორც მხოლოდ სექსის შემდეგ უყვართ ხოლმე გაბოლება მწეველი მამაკაცების უმრავლესობას.ლოლა – გახსოვს რა მკითხე?ბიჭი – როდის?ლოლა – ბოლოს რომ იყავი აქბიჭი – მაღალ ქუსლებზე?ლოლა – არა. თანაც უკვე აღარ მაცვია (ლოლა მარჯვენა ხელით აწევს ორივე ფეხსაცმელს და ბიჭს ღიმილით აჩვენებს)ბიჭი – რატომ, აღარ მოგწონს?ლოლა – არც არასოდეს მომწონდაბიჭი – მაგრამ ყოველთვის გეცვა ხოლმელოლა – კლიენტებთან ყოველთვის ის მაცვია, რაც მეზიზღებაბიჭი – მე აღარ ვარ შენი კლიენტი?ლოლა – შენ უსახელო კლიენტი ხარ და თანაც უფლისციხელიბიჭი – რა გკითხე?ლოლა – რატომ უყვარდებათ ქართველ კაცებს პუტანკებიბიჭი – არ ვიცი. მითხარილოლა – რომ გითხრა, გეწყინებაბიჭი – მითხარილოლა – ჯერ შენი სახელი მითხარიბიჭი – აფრიკაში რომ მივდიოდით...ლოლა – (აწყვეტინებს) აფრიკაში რა გინდოდა?ბიჭი – კილიმანჯაროზე მივდიოდით, მწვერვალზელოლა – მთამსვლელი ხარ?ბიჭი – ზოგჯერლოლა – (ღიმილით) მერე?ბიჭი – მივდიოდით ტანზანიის გზით და გაგვაფრთხილეს რომ ტანზანიაში დღემდე ცხოვრობს კანიბალების ერთი ტომი, რომელიც შეიძლება უცებ შეგხვდეს სადმე კილიმანჯაროს მისადგომებთან. შეგეშინდა?ლოლა – რომელი კანიბალი შემაშინებს ბიჭო, კანიბალების მეტი რა მინახავსბიჭი – (გულწრფელად გაკვირვებული) სად?ლოლა – აქ ძირითადად კანიბალები მოდიან. დედა გოიას ვეძახი ხოლმე საშველად, თორემ მთლიანად შემჭამდნენბიჭი – მეც კანიბალი ვარ?ლოლა – არა, მთამსვლელი ხარ, შენ არ მითხარი?ბიჭი – მე არ გეხუმრებილოლა – შენ არ მეხუმრები, მაგრამ მე რომ არ ვიხუმრო ზოგჯერ მაინც, აქ შეიძლება გავგიჟდებიჭი – აქ ყოფნა რომ არ გინდოდეს, წახვიდოდი...ლოლა – (აწყვეტინებს) კეტების გარეშე სად წავიდე. ქართულად როგორ ჰქვია: კეტები თუ კედები?ბიჭი – კეტები.
Kკედები რუსულად ჰქვიალოლა – ესე იგი კეტები ქართულია?ბიჭი – არც კეტებია ქართული, იმიტომ რომ მანადმე ეგ სიტყვა საერთოდ არ გვქონდალოლა – რატომ არ გვქონდა?ბიჭი – იმიტომ რომ თვითონ კეტები არ გვქონდა.ლოლა – (ღიმილით) შენ მთასვლელი ხარ თუ ენათმეცნიერი?ბიჭი – ღამ-ღამობით კარავში სხვა რა საქმე მაქვს, როცა არ მეძინება, გავიხდი წინდებს, საძილეში ჩავთბები და ვფიქრობ...ლოლა – წინდების გარეშე არ გცივა?ბიჭი – ნასკები მაინც მაცვია.
აი ხომ ხედავ, ადრე არც ეს სიტყვა გვქონდა ქართველებს და ნასკებსაც წინდებს ვეძახით, არადა ნასკი სხვაა და წინდა სხვა.ლოლა – ნასკის შესატყვისი რატომ არ გვქონდა?ბიჭი – იმიტომ რომ ნასკებიც არ გვქონდალოლა – აბა გიორგი სააკაძეს რა ეცვა?ბიჭი – (ღიმილით) შავი კეტებილოლა – შიშველ ფეხებზე?(ბიჭს გაეცინება და ლოლას ლოყაზე აკოცებს, მერე ძალიან სერიოზულ სახეს მიიღებს და აშკარად რაღაც მნიშვნელოვანის თქმას დააპირებს, მაგრამ უცებ კარებზე დააკაკუნებენ, რასაც დედა გოიას აღშფოთებული ხმაც მოჰყვება):დედა გოია – (გარედან) დრო უკვე გავიდა!ლოლა – (წამოდგება და კარებთან მივა) ჩემი დრო მიდის, შენ რა გენაღვლებადედა გოია – ხალხია მოსულილოლა – ჯგუფებს მე არ ვემსახურებიდედა გოია – ფემინისტი ქალები არიან, არასამთავროები, ჰუმანიტარული დახმარება მოგვიტანესლოლა – ხომ იცი რომ სოიოს კატლეტებს ვერ ვიტან და ყველაფერი ნამდვილი მიყვარს(ბიჭი წამოდგება და კიდევ ერთხელ აკოცებს ლოლას)ბიჭი – მე წავედი, დედა გოიას ნუ გააბრაზებლოლა – აფრიკის ამბავი?ბიჭი – მერე მოგიყვებილოლა – მერე როდის?ბიჭი – როცა მოვალ...
(მისაღებ ოთახში ყველანი ერთად არიან, საროსკიპოს სტუმრები – ფემინისტი ქალები სკამებზე სხედან, ხოლო მასპინძლები, საროსკიპოს თანამშრომლები, ფეხზე დგანან. მხოლოდ Lლოლა ზის იატაკზე ფეხმორთხმით და უყურადღებოდ უსმენს მათ დიალოგს.დედა გოია – (სტუმრებს) ჩაის ინებებთ თუ ყავას?ერთ-ერთი ფემინისტი ქალი – მგონი პირდაპირ საქმეზე გადავალთ. უკვე გითხარით რომ ჩვენ ვართ ფემინისტური ორგანიზაცია და ვიბრძვით ქალთა უფლებებისათვის საქართველოში, ვიბრძვით თანასწორობისათვის, ვიბრძვით ძალადობისა და გენდერული ბალანსის დარღვევის წინააღმდეგ...ლოლა – (აწყვეტინებს) და ჩვენ გიშლით ხელს?ფემინისტი ქალი – ამის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ რადგანაც თქვენ ბრძანეთ, ეს იმას ნიშნავს რომ თვითონაც კარგად გესმით რა სამსახურს უწევთ მამაკაცებს, რომლებიც თქვენგან სიამოვნებას ყიდულობენ...მედიკო – მაგრამ სიამოვნებას ჩვენც ვიღებთ მათგან, გარდა ფულისაფემინისტი ქალი – (გაოცებული) როგორ?მზია – სხვადასხვანაირად. ისე ზოგმა კი იცის ხოლმე - ისე გეტაკება რომ სიამოვნებასაც არ დაგაცლის...ფემინისტი ქალი – (აწყვეტინებს და დანარჩენ ფემინისტებს უფრო გაოცებული სახით გადახედავს) ჩვენ გვეგონა, კი არ გვეგონა, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით რომ თქვენი სახით თანამოაზრეებთან გვექნებოდა საქმე, რადგან თქვენ ყველაზე კარგად იცით თუ რა საზიზღარია ნებისმიერი მამაკაცი, ვისთვისაც ქალი მეორეხარისხოვანი ადამიანია...მედიკო…- ჩვენ მაგათთვის პირიქით ვართმზია – კი გვეზიზღებიან, მაგრამ მაგათ გარეშე უფრო ძნელიაფემინისტი ქალი – თქვენ მგონი ვერ გამიგეთ, ან მე ვერ აგიხსენით კარგადდედა გოია – ისეთი კარგი მოსმენა იციან ჩემმა გოგოებმაფემინისტი ქალი – მე იმის თქმა მინდოდა რომ თუ ჩვენს უფლებებზე ჩვენ თვითონ არ ვიზრუნეთ, ქართველი კაცები ისევ გააგრძელებენ ოჯახურ ძალადობას ქალების წინააღმდეგ, ისევ ცემენ და ისევ დაჩაგრავენ ცოლებსმზია – ჩვენთან პირიქითაა, ძირითადად ისეთი კაცები მოდიან აქ, ცოლებს რომ ვერ უძლებენმედიკო – პირიქით, ჩვენზე გიჟდებიან, ცოლები რომ აწუხებენ ხოლმე, აქ მოდიან და ჩვენ ვაწყნარებთ. საჩუქრებსაც გვჩუქნიან და წინა არჩევნებს, მაგალითად, ერთად შევხვდით. დილით აქედან წავიდნენ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ჩასაყრელად.
მთელი ღამე ვქეიფობდით და იმდენი ვიცეკვეთ, რომ დედა გოიამ ბეჭი ამოიგდო. სასწრაფოდ ასკურავასთან წავიყვანეთ, კიდევ კარგი რომ ბატონი ბიჭიკო სახლში დაგვხვდა...დედა გოია - ალბათ ახლაც აქ მოვლენ ჩვენი კლიენტები და ამ არჩევნებსაც ერთად შევხვდებით, დიდ სუფრასაც გავშლით, მედიკომ სოფლიდან უკვე ყველაფერი ჩამოიტანა...ფემინისტი ქალი – (მართლა ძალიან გაკვირვებული) ჩვენ კი გვეგონა რომ თქვენი უფლებები ილახებოდა, თქვენ შეურაცხყოფას გაყენებდნენ, გჩაგრავდნენ...დედა გოია – როგორ გეკადრებათ, ამათ ვინმეს დავაჩაგრინებ? ეს ბეჭი მარტო ერთხელ კი არა მაქვს ამოგდებული და თანაც მარტო ცეკვისგან. რამდენჯერაც ვინმემ აქ რამე დააპირა, იმდენჯერაც ღრანჭებში მიიღო.(დედა გოია მარჯვენა მუშტს შეკრავს და სტუმრების საჩვენებლად დაატრიალებს)ფემინისტი ქალი – ჩვენ კი გვეგონა დახმარება გჭირდებოდათ და პრეზერვატივები წამოგიღეთ, მართალია ბევრი არ არის, მაგრამ რამდენიც შევძელით, იმდენი შევაგროვეთ ჩვენი დონორების დახმარებით.დედა გოია – უი ღმერთიც გიშველით, თორემ მთელი ფული მაგაში გვეხარჯება. ადრე ერთი დეპუტატი გვამარაგებდა ხოლმე საბითუმო ფასებში, მაგრამ მერე ცოლმა გაუგო და კარგა ხანია საერთოდ აღარ გამოჩენილა. არადა ეს ქართველი კაცები, ხომ იცით ბავშვებივით არიან: ზოგმა მოხმარებაც არ იცის და წელავენ და ხეთქავენ, ზოგი ბუშტივით ბერავს და სკდება. იცით რამდენი გვიფუჭდება? რას ამბობთ, ღმერთიც გიშველით, დიდი მადლობა.(გაკვირვებული სტუმრები ნაძალადევი ღიმილით ემშვიდობებიან მასპინძლებს და მხოლოდ Lლოლა ზის გაუნძრევლად, თუმცა გასვლისას მაინც დააწევს სტუმრებს უპასუხო კითხვას):ლოლა – ბოლოს როდის ისიამოვნეთ?(როცა ოთახში მხოლოდ საროსკიპოს თანამშრომლები დარჩებიან, გაბრაზებული დედა გოია ლოლას მიმართავს):დედა გოია – ხალხი დასახმარებლად იყო მოსული და მადლობა მაინც გეთქვალოლა – მგონი დახმარება თვითონ უფრო სჭირდებათმზია – (აშკარად განმუხტვის მიზნით) მარჯვენა ხელისგული რომ გეფხანება, რას ნიშნავს?მედიკო – ფული მოდისმზია – მარცხენა?მედიკო – ფული მოდისმზია – და რა განსხვავებაა?ლოლა – მარცხენა რომ გეფხანება, კონვერტირებადი ფული მოდის და როცა მარჯვენა - ეროვნულიმზია – ცხვირი რომ გეფხანება?ლოლა – ესე იგი კაიფში ხარ...
(სინათლე ქრება და ინთება ოთახში, სადაც მზია გაოგნებული დაჰყურებს საწოლზე მიმოფანტულ უამრავ ფულს. Kმკითხველისა და მომავალი მაყურებლისათვის უკვე ნაცნობი კლიენტი მაჩო იქვე დგას ძალიან კმაყოფილი სახით და სიამოვნებით იფხანს ცხვირსა და ყვერებს მორიგეობით).მზია – მთელი დღე ხელისგულები მეფხანებოდა, ვფიქრობდი ნეტა რა მჭირს-მეთქიმაჩო – ხო შეგისრულე ჩემი დაიკო, ეს სულ შენიამზია – გაგიჟდება ოთარი სიხარულისგან, ხვალვე გავუგზავნი ბილეთის ფულსმაჩო – ოთარი ვინ არის?მზია – ოთარი ჩემი ქმარია, ნიუ-იორკში ჩარჩა და უკან უნდა დავაბრუნომაჩო – ჩემი დაიკო, ამდენ ფულს იმიტომ გჩუქნი რომ ჩემს გარდა არავის მისცემზია – ჩემი ქმრის დარდი არ გქონდეთ, ამისთვის არ ჩამომყავს, მაგრამ სხვა კლიენტებს რა ვუყო, არ ვიცი, დედა გოია აქ აღარ გამაჩერებსმაჩო – სხვა სამსახურს მე მოგიძებნი ჩემი დაიკო, მამაჩემი მთავარი ექიმია და ხო აზზე ხარ...მზია – მამათქვენი ხომ იურისტიამაჩო – ვინ გითხრა ჩემი დაიკომზია – მედიკომ მითხრამაჩო – როდის?მზია – იმ დღეს, აქ რომ იყავით და ცოტა რომ გაგეპარათმაჩო – ჩემი დედას შევეცი თუ მე რამე გამეპარამზია – სულ ცოტა იყოო მედიკომ, ეტყობა რაღაცამ გაწყინათმაჩო – ეხლა მაგრა მაწყენინებ ჩემი დაიკომზია – თქვენი წყენინება სულ არ მინდოდა, დედა გოიაც სულ გვეუბნება რომ კლიენტი ყოველთვის მართალია და ეს არის კარგი მენეჯმენტის მთავარი საფუძველი...მაჩო – მენეჯმენტის მეც მაგარი აზზე ვარ, უბანში წამალს მე ვანაწილებმზია – ვაიმე რამდენი წამალი დამჭირდა ამასწინათ კენჭის გავლა რომ მქონდა, მთელი ფული წამლებში დავხარჯე, მერე ვაშაძემ მიშველა, ღმერთიც გაახარებს...მაჩო – სინათლე ჩავაქროთ და თან საქმეს მივხედოთ, ჩემი დაიკო(მზია სინათლეს ჩააქრობს და სიბნელეში ისმის მათი დიალოგის, უფრო ხშირად კი მზიას მონოლოგის ხმა სექსის პარალელურად)მზია – ჯვარი გწერიათ, მაგრამ თქვენც თუ რამე აგტკივდებათ, პირდაპირ ვაშაძეს უნდა მიაკითხოთ.
მიხვალთ ქავთარაძეზე რომ ლეჩკომბინატია იქ და იკითხავთ დავით ვაშაძეს, რიგები კი არის ხოლმე, მაგრამ...რას აკეთებთ? არა, მანდ არა, ცოტა ქვემოთ, მიაგენით? ხო აი ეგრე...მაჩო – მაცალე რა თუ ჩემი და ხარ!..მზია – კი ბატონო, როგორც თქვენ გესიამოვნებათ, მე უბრალოდ დახმარება მინდოდა, ვიფიქრე არ გაწვალდეს-მეთქი. ასეთი შემთხვევები, სხვათა შორის, ძალიან ხშირია და ხშირად ვერ აგნებენ ხოლმე იმიტომ რომ ადრე ჭავჭავაძეზე რომ ლეჩკომბინატია, იქ იყო ვაშაძე და მერე გადავიდა ქავთარაძეზე...მაჩო – (აწყვეტინებს) ცოტა შენც დამეხმარე და გაინძერი რა, ამდენ ლაპარაკსმზია – კი გენაცვალე, აბა მე აქ რისთვის ვარ, აბა მე აქ სხვა რა საქმე მაქვს, თქვენ ისეთი პატივი მეცით, როგორ გადაგიხადოთ არც კი ვიცი. დედა გოია გაიგებს, თორემ სხვა კლიენტები რაღად მინდა. ამდენ ფულს თუ მომცემთ ხოლმე, სხვებს აღარც გავეკარებიმაჩო – ცოტა შენც იმოძრავე რა თუ ჩემი და ხარმზია – ა ბატონო. ექიმი კი მეუბნება ზედმეტ მოძრაობას მოერიდე, თირკმელებისთვის არ ვარგაო, მაგრამ თქვენ უარს როგორ გეტყვით, ოღონდ თქვენ ისიამოვნეთ და კენჭის გავლა თუ გამიმეორდა, აგერ არ არის დათო ვაშაძე? უიმე სულ სველი ხართ, საერთოდ ხშირად იცით ხოლმე ოფლიანობა?მაჩო – გაჩუმდი რა შე ჩემა! შენი დედას რო...მზია – კი ბატონო, სულ გავჩუმდები, მაგრამ რაღაი ახსენეთ, საწყალი დედაჩემი რომ მოსწრებოდა ოთარის დაბრუნებას, როგორ გაუხარდებოდა, რომ იცოდეთ. რომ იძახიან სიდედრებს სიძეები არ უყვართო, ტყუილი ყოფილა. ცხონებული დედაჩემი გიჟდებოდა ისე უყვარდა ოთარი.
არც იცის დედაჩემის ამბავი, რომ ჩამოვიყვან, მერე ვეტყვი. არ ვუთხარი, რატომ უნდა მეთქვა, მე მგონი სწორად მოვიქეცი. თქვენ რაღას შვებით, ვეღარ დაამთავრეთ? მოვკდი, აღარ შემიძლია, მეც ხომ ადამიანი ვარ?!...მაჩო – (დგება, სიბნელეში ტანსაცმელს ეძებს) სინათლე!(მზია სინათლეს ანთებს და კარებისკენ მიმავალ მაჩოს ისე აცილებს რომ მაინც არ ჩერდება და ისევ ლაპარაკობს)მზია – არ გადადოთ და აქედანვე წადით ვაშაძესთან, ახალგაზრდა კაცი ხართ და ყველაფერი წინ გაქვთ, მაგრამ არ აგერიოთ, ადრე იყო ვაკეში რომ ლეჩკომბინატია, იქ და ახლა უკვე ქავთარაძეზეა, საბურთალოზე გადავიდა, საბურთალო ხომ იცით სადაც არის?..მზია ისევ აგრძელებს ლაპარაკს, მაგრამ მაჩო უკვე წასულია, აღარაფერი ესმის და სინათლეც ისევ ქრება)...
(სინათლე ინთება ოთახში, სადაც მედიკო წევს და ქვედასაცვლის ამარა შემოსილი დეპუტატი კი სკამის ზურგზე გადაკიდებულ თავის კოსტუმს ყურადღებით აკვირდება. მერე კოსტუმის საყელოზე დახრახნილ დეპუტატის სამკერდე ნიშანს დააორთქლავს და ცხვირსახოცს ფრთხილად გადაუსმევს, მერე კი მაჯის საათს დახედავს და მედიკოსკენ შებრუნდება)დეპუტატი – ერთსაც მოვასწრებთმედიკო – კი ბატონო, მაგრამ სულ ორი წუთი დამასვენეთ, ხომ შეიძლება და ხომ შეიძლება თან რაღაც გკითხოთ?დეპუტატი – მითხარი, გენაცვალემედიკო – ჩვენ საკმაოდ ბევრი კლიენტი გვყავს და იცით რა მაინტერესებს? აქ ვინც მოდის, ჯანმრთელი სტუდენტების გარდა, მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეუძლიათ და სრულიად მესმის მათი, ჩვენ ისეთი წლები გამოვიარეთ, არა დენი, არა გათბობა, ცისტიტი, პროსტატიტი...თქვენ კი, ღმერთმა გაძლება მოგცეთ, მაგრამ ყველასაგან განსხვავებული, ასე ვთქვათ ამ მხრივ ძალიან გამორჩეული ხართ ჩვენი სხვა კლიენტებისგან,...დეპუტატი – (აწყვეტინებს, ამაყად) მაგრამ მე ხომ დეპუტატი ვარ და მევალება კიდეც ვიყო საუკეთესომედიკო – მაგრამ საიდან ამდენი ძალა და ენერგია?დეპუტატი – ხომ გითხარი რომ მე დეპუტატი ვარ და პარლამენტის სხდომები ზოგჯერ მთელი დღის მანძილზე გრძელდება და შუადღის ძილი, ენერგიის აღსადგენად, არის საუკეთესო საშუალება. აი ერთხელ შენც სცადე გენაცვალე დღისით დაძინება და მაშინვე იგრძნობ ახალ ძალებს...მედიკო – რას ამბობთ ბატონო, შუადღისას ძილს ვინ დამაცლის. ღამე ხომ არ გვძინავს და არ გვძინავს და ზოგჯერ დღისითაც იმდენი კლიენტი გვყავს, რომ ზედვე მეძინება ხოლმე...დეპუტატი – ასე როგორ შეიძლება გენაცვალე, უნდა მიხედო თავს, შენ თუ არ იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე, სხვა არავინ მოიცლის შენთვის, არავინ! დამიჯერე გენაცვალე, სხვა არავინ იზრუნებს შენზე! მე დეპუტატი ვარ და ვიცი რასაც გეუბნებიმედიკო – დიდი მადლობა რჩევისათვის, აქ ხშირად ისეთი ხალხიც მოდის, არც კი დაგელაპარაკებიან წესიერად, ნეტა ყველა თქვენსავით გულისხმიერი ადამიანი იყოსდეპუტატი – როგორ გეკადრება გენაცვალე, ჩემი მოვალეობა არის ხალხთან ყოფნა რაც შეიძლება ახლოს. მართლა ისე კი არ არის, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ რომ პარლამენტში ფულის საშოვნელად მივედით.
Fფული მანამდეც იმდენი მქონდა რომ მთელ ოპოზიციას ვიყიდი რომ მოვინდომო, მაგრამ რად მინდამედიკო – (აშკარად მლიქვნელურად) მართალი ბრძანდებით, რად გინდათ, მე თქვენ გეტყვით და რამეში გამოგადგებათ რომელიმე. მე არ ვიცი რისი მაქნისია ოპოზიცია? ჩვენთან არ დადიან ხოლმე?!.. ისე გვაწვალებენ რომ ვერ წარმოიდგენთ, ზოგს ნისიადაც უნდა ხოლმე და ერთი ჩვენც გვკითხონ ნისიად როგორია ოპოზიციის მხარდაჭერა. თქვენ ხომ უმრავლესობაში ხართ?დეპუტატი – რა თქმა უნდა, მე ყოველთვის უმრავლესობაში ვიყავი და ყოველთვის უმრავლესობაში ვიქნები. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ყოველთვის ხელისუფლებას დავუჭერ მხარს. მე ასე გამზარდეს, მე ოჯახში ვიზრდებოდი ზოგიერთებისაგან განსხვავებით და არა ქუჩაშიმედიკო – არ შეგვჭამეს ამ ქუჩა-ქუჩა წანწალით და მიტინგებით? თან რომ არ ეზარებათ ეს ქუჩაში დგომა. თვითონ არაფერს აკეთებენ და სხვას მაინც აცალონ ასფალტის დაგება და მერე ტკეპნონ რამდენიც უნდათდეპუტატი – ამას ყველას კი ვერ შეაგნებინებ, აბა შენ უნდა იყო აქ და ოპოზიციის ზოგიერთი ვაიდეპუტატი პარლამენტში? ისე თუ გიფიქრია დეპუტატობაზე?მედიკო – ერთხელ გათხოვილი უკვე ვიყავი, ორი შვილიც მყავს, მაგრამ ჩვენი პროფესიის ხალხი მაინც ძირითადად სულ ოჯახის შექმნაზე ფიქრობს, ჩვენ მაინც სულ ოჯახურ კერაზე ვოცნებობთ, ნამდვილ სიყვარულზე, ყვავილებზე...
დეპუტატი – (აწყვეტინებს) ეგრეთ წოდებულ ქალურ ბედნიერებაზე, მესმის შენი გენაცვალე, მაგრამ ვინ გითხრა რომ ოჯახის შექმნა ხელს შეგიშლის, პირიქით, ახალი არჩევნები ახლოვდება, ჩვენი სიით გახვალ პარლამენტში და იქნები დედა-დეპუტატი ზღვა გამოცდილებითმედიკო – რას ამბობთ, ჩემი გამოცდილება თქვენ აბა რაში გამოგადგებათდეპუტატი – როგორ გენაცვალე, იმდენი რამე გინახავს, იმდენი განსხვავებული შეგხვედრიამედიკო – რას ამბობთ, არ გეწყინოთ, მაგრამ კაცები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ბოდიში და ყველას ერთნაირი აქვსდეპუტატი – ვერ გამიგე გენაცვალე, მე იმას ვგულისხმობ რომ უამრავი განსხავებული ადამიანი გინახავს და მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვსმედიკო – და რა უნდა გავაკეთო?დეპუტატი – პიარს ჩაიაბარებ, საზოგადოებასთან ურთიერთობას გაუძღვები, ფაქტიურად იგივეს გააკეთებ, რასაც ახლა აკეთებ, ოღონდ იმის გარეშე, ხომ გესმის?…მედიკო – იცით რა? მიჩვევა ცოდნია და იმის გარეშე, შეიძლება ცოტა გამიჭირდესდეპუტატი – მაგრამ იმ დროს ხომ უკვე ქმარი გეყოლებამედიკო – უი, სულ დამავიწყდადეპუტატი – (საათს დახედავს) უნდა გავიქცე, კომიტეტის სხდომა გვაქვს და ვერ გავაცდენმედიკო – ვაიმე, კიდევ ერთხელ რომ გინდოდათ, ვეღარ მოასწრებთ? სულ ჩემი ბრალია, ამდენი ვიქაქანე და მგონი შეგაწუხეთ კიდეცდეპუტატი – არა უშავს, ამ დღეებში ისე გამოვივლი რომ ყველაფრის დრო გვქონდესმედიკო – მალე გამოივლით?დეპუტატი – აუცილებლადმედიკო – მაშინ პროგრამა წამომიღეთდეპუტატი – რა პროგრამა?მედიკო – თქვენი, პოლიტიკური პროგრამა, ხომ გაქვთ?დეპუტატი – არ ვიცი, მაგრამ ვიკითხავ და თუ არის რამე, აუცილებლად წამოვიღებმედიკო – დიდი მადლობადეპუტატი – რისი მადლობა(დეპუტატი მიდის, მედეა კი ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი სახით ემშვიდობება სტუმარს და სინათლეც ქრება).
(ნახევრადგანათებულ ოთახში, ჩუმად სხედან ლოლა და ბიჭი და სიჩუმეს ბიჭი არღვევს)ბიჭი – შეყვარებული ყოფილხარ?ლოლა – (ღიმილით) აფრიკის ამბავს რატომ არ მიყვები?ბიჭი – შეყვარებული ყოფილხარ?ლოლა – შენ?ბიჭი – მე ყოველთვის შეყვარებული ვარლოლა – ასე ადვილია?ბიჭი – ყოფილხარ შეყვარებული?ლოლა – ერთხელბიჭი – ერთხელ შეყვარებული ყველა ყოფილალოლა – მეც ყველა ვარბიჭი – შენ ერთადერთი ლოლა ხარ და სხვა ლოლა არც არასოდეს შემხვედრიალოლა – Lლოლა ბებიაჩემს ერქვა და მართალი ხარ, ვერსად შეგხვდებოდა, შროშაში ცხოვრობდა, მაგრამ გზის პირას არ იდგა თიხის დოქებით, ამბობდა ქართულ მიწას ვერ გავყიდიობიჭი – (ღიმილით) იმ ბიჭს რა ერქვა?ლოლა – ვის?ბიჭი – ვინც გიყვარდალოლა – რა მნიშვნელობა აქვსბიჭი – მე თუ მგავდალოლა – შენ არ გგავდა, პრეზერვატივს სიამოვნებით ხმარობდაბიჭი – არ გეხუმრებილოლა – არც მე გეხუმრები, აკადემიაში სწავლობდა ფერწერაზე და სალვადორ დალიზე გიჟდებოდა.
სალვადორ დალი კი იცი რას ამბობდა?ბიჭი – რას ხატავდა ვიცი, მაგრამ რას ამბობდა, არ ვიცილოლა – სალვადორ დალი ამბობდა რომ პრეზერვატივით სექსი იგივეა, აირწინაღით ყვავილს რომ უსუნოობიჭი – არ გეხუმრები-მეთქილოლა – არც მე გეხუმრები, იმასაც ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ჩემზე მეტად სალვადორ დალი უყვარდაბიჭი – მერე?ლოლა – მერე არჩევანი გააკეთა და წავიდაბიჭი – მერე?ლოლა – (ღიმილით) მერე შენ წახვედი აფრიკაში და აღარ მომიყევი კანიბალების ამბავი, ტანზანიაში რომ შეგხვდნენბიჭი – არ შეგვხვედრიან, მაგრამ გაგვაფრთხილეს რომ შეიძლება შეგხვდნენოლოლა – ამის მოყოლა გინდოდა? სულ ეს იყო?ბიჭი – (ღიმილით) არა. გაგვაფრთხილეს რომ თუ შეგხვდებიან და ღამე ცეცხლის პირას მიგიპატიჟებენ, რაზეც გინდათ ესაუბრეთ, ოღონდ თქვენი სახელები არ უთხრათოლოლა – რატომ?ბიჭი – იმიტომ რომ ვისი სახელიც არ იციან, იმას თურმე არ ჭამენ, ასეთი ტრადიციის ტომიალოლა – ამიტომ არ მეუბნები შენს სახელს? (გაეცინება) ნუ გეშინია, არ შეგჭამ...ბიჭი – ერთ ამერიკელ ქალს ძალიან ეშინოდა კანიბალების, იქ გავიცანით კილიმანჯაროზე, ეშინოდა მაგრამ მაინც მოდიოდა ჰემინგუეის სიყვარულით.ლოლა – მეც წაკითხული მაქვსბიჭი – მჯერალოლა – მერე?ბიჭი – თავიდან ჩვენც კანიბალები ვეგონეთ, მერე კი ძალიან დაგვიმეგობრდა, საქართველოზე ყველაფერს მეკითხებოდა დაწვრილებით და რითი დაგეხმაროთო, აღარ მოგვეშვალოლა – ამერიკელებმა ეგრე იციანბიჭი – ბოლოს ძალიან რომ შეგვაწუხა ყველაზე მეტად რა გაკლიათ და რა გიჭირთო, გავეხუმრე სახანძრო მანქანები გვიჭირს და არ გვყოფნის-მეთქილოლა – ხუმრობა შენც გიყვარსბიჭი – გამომართვა კოორდინატები და დაგვემშვიდობა. ჩვენც თბილისში დავბრუნდით და სამი თვის შემდეგ ფოთიდან დამირეკეს, თქვენ სახელზე სახანძრო მანქანა ჩამოვიდა ამერიკიდან გემით და წაიყვანეთოლოლა – ალბათ აღარც გახსოვდაბიჭი – ის ქალი კი მახსოვდა, მაგრამ მაინც ხუმრობა მეგონა და ფოთიდან კი ყოველდღე მირეკავდნენ ჩამოდით და მანქანა წაიყვანეთოლოლა – და რა ქენი?ბიჭი – მივედი მეხანძრეებთან და ვუთხარი ასეთი ამბავია და ამერიკულ სახანძრო მანქანას გჩუქნით-მეთქი და გაგიჟდნენ სიხარულისგან. თურმე მართლა არ ყოფნიდათ სახანძროები და მე რა ვიცოდილოლა – ჩამოიყვანეს?ბიჭი – თვითონ ჩამოიყვანეს ფოთიდან თბილისში და ახლაც ამერიკული ნომრები უკეთია, ყველაზე დიდი სახანძროა საქართველოში და ყველაზე დიდი გასაშლელი ბალიში აქვს. მეათე სართულიდანაც რომ გადმოხტე, თუ ქვემოთ ეგ ბალიში დაგახვედრეს, ვერაფერს გაიგებ, ისე დაფრინდებილოლა – არც შემეშინდება?ბიჭი – რომ შეგეშინდება, უკვე გაღიმებულ მეხანძრეებს დაინახავ.
იცი რა კარგი ხალხია, ადრე მეგონა რომ მარტო დომინოს თამაში იცოდნენლოლა – ესე იგი მეხანძრეებს კარგად იცნობ და აქედან თუ გავიქცევი, სამსახურის მოძებნაში დამეხმარებიბიჭი – სახანძროში ქალებს არ იღებენლოლა – ესე იგი ფემინისტები მართლები ყოფილან, მაინც ირღვევა გენდერული ბალანსიბიჭი – შენ თუ აქედან გაიქცევი, სხვა სამსახურს მოგიძებნილოლა – კეტების გარეშე როგორ გავიქცე?ბიჭი – კეტები გექნებალოლა – როდის, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ?ბიჭი – როცა მოისურვებლოლა – ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ყველა დაპირება და სურვილი ავიწყდებათბიჭი – მე არ დამავიწყდებალოლა – მაინც არჩევნებამდე მირჩევნიაბიჭი – კარგი, ეგრე იყოს
(ბიჭი მიდის და სინათლე ქრება და ინთება იმ ოთახში, სადაც მზია და ზეზვა სხედან)ზეზვა – (პროფესორი ფეხზე წამოდგება და ჩაახველებს) მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ დღის გამო, თვითონაც არ ვიცი რა დამემართამზია – რას ბრძანებთ, პირიქით: მე გიხდით ბოდიშს რომ იმ დღეს ვერაფრით დაგეხმარეთზეზვა – როგორ გეკადრებათ, ისე მიჭირდა აქ მოსვლა, მაგრამ რომ არ მოვსულიყავი და თქვენთვის ბოდიში არ მომეხადა, უბრალოდ არ შემეძლომზია – თქვენ საბოდიშო არაფერი გაქვთ, პირიქით: მე ვგრძნობ თავს დამნაშავედ იმის გამო რომ უარი გითხარით, იმიტომ რომ ჩვენ მოვალენი ვართ კლიენტის ნებისმიერი სურვილი შევასრულოთ, ზომოიერების ფარგლებში, რასაკვირველიაზეზვა – დიახ, იმ დღეს მე ზომიერებამ მიღალატა, არადა მეცნიერისთვის მთავარი, სწორედ ზომიერების გრძნობაა და თქვენი უარიც ჩემთვის, სრულიად გასაგებიამზია – მგონი არასწორად გამიგეთ, მე თქვენ კი არ გითხარით უარი, არამედ საერთოდ ვერიდები ორალურ სექსს. ისეთი სიზმარი მაქვს ნანახი ათი წლის წინ, რომ იმის შემდეგ, შეუძლებელია ვინმემ ამაზე დამითანხმოსზეზვა – კარგად მესმის თქვენიმზია – ჩემი ქმარიც ისე მთხოვდა ხოლმე ამ საძაგლობას პახმელიაზე როცა იყო: სისხლძარღვებს გამიფართოვებსო, მაგრამ რის უფლებასაც ჩემი სინდისი და პატიოსნება არ მაძლევს, იმას ვერაფრით გავაკეთებზეზვა – რა თქმა უნდა, მართალიც ბრძანდებითმზია – არადა სულ პახმელიაზე იყო ხოლმეზეზვა – რა ძნელია ქალისთვისმზია – აბა კაცებს რა ენაღვლებათ, მთელი დღე იმაზე ფიქრობენ რა ჭამონ და რა დალიონზეზვა – მე საერთოდ ძალიან უჭმელი ვარმზია – დალევაც არ გიყვართ?ზეზვა – ძალიან იშვიათად, თუ რაღაც განსაკუთრებული დღეა, აუცილებლად დავლევ ხოლმე, თუმცა ქართული სუფრა კი მიყვარსმზია – მაშინ აუცილებლად უნდა მობრძანდეთ ჩვენთან არჩევნების წინა ღამეს, დიდი სუფრა გვექნება, ჩვენი კლიენტები წინა არჩევნებსაც აქ შეხვდნენზეზვა – მუსიკა იქნება?მზია – რა თქმა უნდა(მზია ამ ბოლო ფრაზას სიხარულით წამოიყვირებს, სინათლე ჩაქრება და იმწამსვე აინთება ოთახში, სადაც საროსკიპოს თანამშრომლები მხიარულად ცეკვავენ მუსიკის ხმაზე, რომელიც ბოლომდეა აწეული და სტუმრები კი, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, ამ საროსკიპოს კლიენტები, სუფრასთან სხედან გარდა თამადისა, რომელიც ფეხზე დგას და ძალიან მთვრალია. თამადა რასაკვირველია ბატონი ზეზვაა, პროფესორი, რომელსაც ჰალსტუღი მხარზე აქვს მიფენილი, ხოლო გულისპირი ღვინისაგან დასველებული. ერთადერთი, ვინც აქ არ არის, ის შეყვარებული ბიჭია, რომელიც ლოლას შავ კეტებს დაპირდა).ბატონი ზეზვა – (აგრესიულად, თან ქანაობს) გამორთეთ ეს ჯოჯოხეთი და ყველამ მე მომისმინეთ, როცა სადღეგრძელოს ვამბობ!დედა გოია – რა მოხდა ბატონო ზეზვა, იხალისონ ახალგაზრდებმა, ხვალ არჩევნებია, ისედაც დამთავრდება ხალისობაზეზვა – არჩევნების წინ დისკოტეკა მე არ გამიგია, არჩევნებს უხდება ნამდვილი ქართული სუფრაპოლიციელი – ამ ახალგაზრდებს აღარც ტრადიციები უნდათ, აღარც უფროსები იციანბოდღო ყვალთავა – (განუყრელ ჩოხაში) სულ დაგვაჯვეს თავზებატონი გურამი – ნი ტო სემდისიატ შესტოიში, ნი ტო სედმოიში, ხაბაროვსკში ვართ ბიჭები და იქ მოგვისწრო არჩევნებმა...მაჩო – ხაბაროვსკის დედას შევეცი, შარშან ამსტერდამში შევესწარით არჩევნებს მე და გიორგა ნაკაშიძე, ხო სუ მაგას იძახდა გიორგა რო ერთი ამსვა-დამსვა და ამსტერდამში ჩამსვაო და შარშან აი მაგარი შევუსრულე ძმობის ამბავში..ზეზვა – (მაჩოს აწყვეტინებს) შენ ბიჭო დალიე სტალინის სადღეგრძელო თუ ეგეც გამოტოვე!?მაჩო – სტალინის არა კაგანოვიჩისმზია – ბატონო ზეზვა, ოღონდ ამას ნუ დააძალებთ რა, ძალიან გთხოვთპოლიციელი – (მაჩოს) შენხელა რომ ვიყავი (ფიქრობს რა თქვას) დღეში რამდენჯერმე ვსვამდი სტალინის სადღეგრძელოსლოლა – ახლა ვინ გიშლით?ზეზვა – დიახ გვიშლიან, ჩვენც გვიშლიან, სტალინის სადღეგრძელო არ დალიოთო, ქრთამები არ აიღოთო, ყველანი პიდარასტები გავხდეთ?!ლოლა – თქვენ ცოტა გაგიჭირდებათდედა გოია – გისმენთ ბატონო ზეზვა, ბრძანეთ სადღეგრძელო და ყველანი გისმენთგურამი – სემდისიატ ვასმოი გოდია და მე და ჩემი ცოლი მურმანსკში ვართ სვადებნიში, აქედან დარეკა და კაი სასტუმრო გაგვიკეთა ცხონებულმა მიხაკო ორაგველიძემზეზვა – დიდი კაცის, მიხაკო ორაგველიძის თამადობით, ვინც ამ არჩევნებს ვერ მოესწრო, ყველას ხსოვნა იყოს(ყველანი ფეხზე დგებიან და ისე მიირთმევენ ღვინოს, მაჩოს კი მზია ეხმარება ადგომაში და მის ჭიქას თვითონ ცლის)ბოდღო ყვალთავა – ამ სადღეგრძელოზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლებაპოლიციელი - სწორიაზეზვა – დიახ და მე მინდა ჩვენს შვილებს გაუმარჯოს, მომავალ თაობას, ვისაც ჰყავსდედა გოია – აი მედიკოს ორი შვილი ჰყავსმედიკო – ეხლა ვიყავი ბავშვებთან სოფელში, ისე უხარიათ ხოლმე არჩევნების მოახლოებაპოლიციელი – ჩემი ბიჭი ჯერ ჩვიდმეტი წლისაა, მაგრამ უბანში უკვე ავტორიტეტი აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს! თანაც მარტო თავის ასაკში არ გეგონოთ, მაგაზე დიდებიც უკვე მაგარ პატივს ცემენ...დეპუტატი –(პოლიციელს) ბიჭი თუ გყავს ისე უნდა გაზარდო რომ კაცი დადგეს, აბა რა, გენაცვალე ჯიგარში! ჩვიდმეტი წლის ბიჭები ვიცი მარტო წიგნზე და კომპიუტერზე რომ ფიქრობენ, მაგათგან რა უნდა გამოვიდეს.
შენ ბიჭს ვენაცვალე ყვერებში, მოდი გაკოცო!(ბოდღო ყვალთავა მონდომებით კოცნის პოლიციელს, რომელიც ძალიან ამაყი და ბედნიერია შვილის გამო)გურამი – ხოდა მურმანსკში ვართ სვადებნიში მე და ჩემი ცოლი და სასტუმროს რესტორანში საღამოობით ცეკვავენ ვარიეტეს ქალები ვილნიუსიდან...ბოდღო ყვალთავა – თელავის ინტურისტებში იყო ხოლმე რიგის ვარიეტე, რა ქალები ყავდათ რომ მახსენდება, რა ქვეყანა დაგვინგრიეს ამ პიდარასტებმაზეზვა – ოცდაჩვიდმეტ მანეთად ჩაფრინდებოდი მოსკოვში, კონიაკს ჩაიტანდი, ლუბოი საქმეს გააკეთებდი და საღამოს ყველა ქალი შენი იყო. ქალებს გაუმარჯოთ! თქვენ გაგიმარჯოთ, სულ ასეთი ლამაზები იყავით და ყველას გისურვებთ ქალურ ბედნიერებას!ლოლა – ქალური ბედნიერება რომელია?(ლოლას, რომელსაც ეღიმება, არავინ პასუხობს და მისთვის ქალებს არც სცალიათ, რადგან ყველანი ძალიან კმაყოფილები უქნევენ თავებს (მადლობის ნიშნად) ფეხზე ამდგარ კაცებს, რომლებიც მათ ადღეგრძელებენ და განსაკუთრებით კი ფემინისტი ქალი აქტიურობს, რომელიც მთვრალია და ყველას ნაცვლად, სამადლობელს იხდის).ფემინისტი ქალი – ვაიმე, დიდი მადლობა და ღმერთმა ერთი დღე არ გვაცოცხლოს თქვენს გარეშე. გამოგიტყდებით და ჩვენს ორგანიზაციას იმისთვის აფინანსებენ რომ კაცებმა ქალები არ დაჩაგრონ, მაგრამ კაცი თუ მამაკაცური არ იქნება, კაპიკია იმის ფასი.
კაცი უნდა იყოს ძლიერი და მე მინდა თქვენც ისეთი ძლიერები იყოთ ყოველთვის, როგორებიც ახლა ხართ...(ფემინისტი ქალი, ღვინით სავსე ჭიქას, უცნაურად დაატრიალებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაცლის. მერე ცარიელ ჭიქას ცერა თითზე ამოიტრიალებს ნიშნად იმისა რომ ბოლომდე დალია და კაცებს არ ჩამორჩა)ბოდღო ყვალთავა – შენი ჭირიმე!(შემოსასვლელიდან ზარის ხმა ისმის და დედა გოია კუნტრუშით წავა კარის გასაღებად. მალევე დაბრუნდება ყუთით ხელში და იმ ყუთს ლოლას გადასცემს)ლოლა – რა არის?დედა გოია – არ ვიცი, საჩუქარია ალბათ, ვიღაცას გამოუგზავნია შენთვის ქურთი მარატიკას ხელითლოლა – მარატიკა ვინ არის?დედა გოია - პირველ სართულზე რომ ქურთები ცხოვრობენ, იმათი ბიჭია, ლოლას მიეცით და ფანჯრიდან გადმოიხედოსო.(ლოლა ფანჯარასთან მივა, გადაიხედავს და გაიღიმებს. მერე ავანსცენაზე დადგება და ყუთს გულში ჩაიკრავს. ამასობაში მაჩოს უკვე წასვლა უნდა, მაგრამ თამადა არ უშვებს მას და სუფრის დანარჩენი წევრებიც კიდევ ერთხელ არიან აღშფოთებულები ახალგაზრდობის გადაგვარებით).ზეზვა – ამ სუფრის მიტოვების უფლებას არავის მივცემ!დეპუტატი – რა უზრდელობაა მართლაცმაჩო – უზრდელობა რა შუაშია ბიძაჩემო, ჩემი დედას შევეცი თუ მაგრა არ მეჩქარებოდესბოდღო ყვალთავა – აი ასე ვთმობთ ტრადიციებს ყოველდღიურად, ყოველ ნაბიჯზეპოლიციელი – ჯერ საქართველოს სადღეგრძელო არც დაგვილევიამზია – (ჯერ თამადას, მერე დანარჩენ კაცებს) გაუშვით რა, ვერ სვამს, თორემ ისე გიჟდება საქართველოზე, ძალიან უყვარს, იცით რა პატრიოტია?..დეპუტატი – თუ პატრიოტია, მაშინ დალიოს(ბატონი ზეზვა ბარბაცით გავა, შემოსასვლელ კარს გადაკეტავს და ოთახში გასაღებით დაბრუნდება)ზეზვა – არ დალევს და არ გავუშვებთ აქედანმაჩო – ჩემი დედას შევეცი თუ დავლიო(ბატონი ზეზვა გასაღებს დემონსტრაციულად, ყველას დასანახად გადაყლაპავს და ჭიქას მაღლა ასწევს)ზეზვა – არ დალევ და ვერ წახვალ! Gგაუმარჯოს ჩვენს სამშობლო საქართველოს! (ჭიქას ბოლომდე გამოცლის) ასე მტერი დაეცალოს!დედა გოია – (აშკარად შეწუხებული) სხვა გასაღები არცა გვაქვს(კაცები აღფრთოვანებულები არიან თამადის საქციელით და ბატონ ზეზვას რიგ-რიგობით კოცნიან. ავანსცენაზე მდგარ ლოლას კი, შავი კეტები უკვე აცვია და ისეთი ბედნიერია ამ საჩუქრით, რომ არც კი იცის ოთახში რა ხდება. ოთახში კი დიდი არეულობა იწყება, რადგან მაჩომ უკვე დანა გახსნა და თამადის დასაჭრელად მიიწევს, თუმცა ეს არც ისე ადვილია რადგან დანარჩენები, შეშინებულები, მაგრამ მონდომებულები მაინც ცდილობენ სიტუაციის დაშოშმინებას.
Lლოლა ყურადღებას არ მიაქცევს არავის და ოთახში გაივლის და გამოივლის. რამდენჯერმე კმაყოფილი დახედავს თავის შავ კეტებს და კარების გაღებას შეეცდება და როცა აღმოაჩენს რომ კარები დაკეტილია, ისეთი ხმით იკივლებს, რომ ყველანი გაჩერდებიან)ლოლა – კარი გააღეთ!დედა გოია – (ხედავს რომ Lლოლა ძალიან აღელვებულია და მის დამშვიდებას ცდილობს) გასაღები არა გვაქვს, თამადამ გადაყლაპა(ბატონი ზეზვა კმაყოფილი დაიტყაპუნებს მოშიშვლებულ ღიპზე თითებს და მერე იმ თითებით ლოლას საჰაერო კოცნას გაუგზავნის)ზეზვა – ჩემი ცოლის ჯინაზე, ახლა ყველას უნდა გაგასინჯოთ...(ბატონი ზეზვა შარვლის გახდას დაიწყებს, თუმცა ისეთი მთვრალია რომ ძალიან გაუჭირდება)დედა გოია – რას კადრულობთ ბატონო ზეზვა, ამ არჩევნების წინ?!ზეზვა – მაინც გააყალბებენ...ლოლა – გააღეთ კარები!(ლოლას ხმაში ბრძანების კილოც ისმის და აშკარა ისტერიკაც)დედა გოია – დამშვიდდი, რა მოგივიდა, დილით გავაღებთ, ხომ იცი რომ კარები რკინისაა და მაინც ვერ გავტეხავთლოლა – მივდივარდედა გოია – დილით წახვალ, რაღა დარჩა, ან გული აერევა, ან რაღაცა იქნებალოლა – სულ მივდივარ, სამუდამოდმზია – (ჩურჩულით) გაიქეცი ლოლა, გაიქეცი...(ლოლა ფანჯრისკენ წავა, ფანჯარას გამოაღებს და ფანჯრის რაფაზე ისე სწრაფად ახტება, რომ ვერავინ მოასწრებს რეაგირებას და ყველანი გაშეშებულები, მხოლოდ თვალებით თხოვენ რომ ეს არ გააკეთოს, მაგრამ უკვე Gგვიანია)ლოლა – ყველანი მეზიზღებით, თქვენი დედა მოვტყან!(ლოლა შეტრიალდება, მერე ერთხელაც მოიხედავს, ყველას შეაფურთხებს და ფანჯრიდან გადახტება. Yყველას ერთდროულად აღმოხდება ყმუილის მაგვარი ხმა და მზია იატაკზე დაემხობა, დანარჩენები კი ისევ გაუნძრევლად არიან და ვერავინ ბედავს ფანჯარასთან მიახლოებას. სიჩუმეში მხოლოდ ვიღაცის ჩურჩულით ნათქვამი ისმის – მეშვიდე სართულია.სიჩუმე კი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, გრძელდება მანამ, სანამ კარზე ვიღაც არ დააბრახუნებს და ეს ხმა ყველას გამოაფხიზლებს)დედა გოია – (გაუბედავად, თან პოლიციელს გადახედავს) ვინ არის?(მე ვარ – ჩაკეტილი კარის იქით აშკარად ქალის ხმა ისმის, რომელსაც ბატონი გურამი იცნობს)გურამი – ჩემი ცოლია(გურამი კარებთან მივა და მათ დიალოგს დანარჩენები გასუსულები უსმენენ)გურამის ცოლი – ფანჯრიდან სახანძრო დავინახე ამ კორპუსთან და ასე, ხალათში გამოვიქეციგურამი – რა სახანძრო?გურამის ცოლი – ქვემოთ სახანძრო იდგა და ისე შემეშინდა,…რომ ეგრევე გამოვარდი.
ხომ კარგად ხარ გურამ? ბავშვები ნანულისთან დავტოვეგურამი – ხანძარია?გურამის ცოლი – ყველას ხანძარი გვეგონა, მაგრამ ხუმრობა ყოფილა, ვიღაცას შეყვარებულის მოსატაცებლად სახანძრო მოუყვანია და დიდი საბანი გაუშლია...(მზია წამოხტება, ფანჯარასთან აჩქარებით მივა და გადაიხედავს. მერე შემობრუნდება, ცრემლებს მოიწმინდავს, ხმამაღლა გაიცინებს და ყველას იმ მოძრაობას უჩვენებს ორივე ხელით, რომელსაც გოლის ავტორი ფეხბურთელები აკეთებენ ხოლმე როცა ძალიან, ძალიან ბედნიერები არიან.
მუსიკასაც თვითონ მზია ჩართავს და გიჟურად ცეკვას დაიწყებს. დანარჩენები კი რიგ-რიგობით, მაინც შეშინებულები უახლოვდებიან ღია ფანჯარას და მხოლოდ მაშინ ეცვლებათ სახეები, როცა ხვდებიან, რომ მსხვერპლი არ არის, ამ ჯოჯოხეთს კი ერთმა ადამიანმა, უკვე თავი დააღწია და გათავისუფლდა - აი ასე, უბრალოდ, ხელები გაშალა და გაფრინდა)...
ფარდა.
ტურაშვილი დათო

ტურაშვილი დათო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი