↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გულბაათ ჭავჭავაძე

ლადო ასათიანი 1917–1943

2026-07-182 წთ საკითხავი10109 ნახვა

—
უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,აზვავებული შემოდომა ბეღლებს ჩაბარდა.სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფადა ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთადა აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.
*სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლის მფრქვევლები,მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მთვრალი კაცები,ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, -მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:- კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება გამილევიადა გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.- ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადარჩა მარტო,ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,წყენით წამოცდა: „ეს ოხერი რომ არ გათავდა!“სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,წაიბორძიკა, წაიფორთხილ-წაიბანცალადა ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურშიდა სუფროს ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.თითქოს იტყოდა: „მასპინძელო, ეს რა კაცია,ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!“
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი