↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მე მახსოვს, იმ დღეს დუელში მომკლეს"

მახარობლიძე გიორგი

2001-08-121 წთ საკითხავი1834 ნახვა

—
მე მახსოვს, იმ დღეს დუელში მომკლეს,შიგ მკერდში მომხვდა ნასროლი ტყვია,არ გავაგრძელებ და ვიტყვი მოკლედ,სიკვდილით გული არ დამწყვეტია.აზრი არ ჰქონდა ჩემს გამარჯვებას,სისხლით შეღება სვავმა ნისკარტი,არც ამიღია ზემოთ მარჯვენა,რადგან ვიცოდი, აღარ გიყვარდი.როცა სიცოცხლეს მწუხარი აქრობდა,ცაში ჩიტებმა შეჰქმნეს განგაში,როგორც შენ თვალზე ცრემლი არ გქონდა,ისე არ მქონდა ტყვია ნაგანში.

მახარობლიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი