↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ამ მოლოდინსაც..."

მახარობლიძე გიორგი

2001-08-121 წთ საკითხავი1834 ნახვა

—
ამ მოლოდინსაც გამოღრღნიან სულში ჩრჩილები,ამოხეთქავენ ჩემი ტვინის ცხელი ლავიდან,ხოლო ტუჩები გვალვისაგან დახლეჩილებიიჩურჩულებენ, აღარ მოვა, გაჰქრა, წავიდა.შენ ვერ გაიგებ ვარსკვლავები რატომ კვნესიან,ანდა სიზმრებში ღამით თავზე როგორ გევლები,მიტოვებული სიყვარულის ვარ ეკლესია,ჩამოქცეულა ხავსიანი ჩემი კედლები.უეცრად ქარში აკვნესდება ვიოლონჩელო,ქარი ხემია, ხეები კი ნაზი სიმები,საჭრეთლით ხელში დგას მოხუცი მიქელანჯელოდა ჩემს საფლავზე გაქანდაკებს გულმოდგინებით.გახსოვს? მინდოდა სიყვარულით ზეცა ამეკლო,დღეს კი არავის აღარაფერს არ ვემართლები,რა მაღალი და შორი იყო შენი სამრეკლო,რა პატარა და უსუსური ჩემი სანთლები.

მახარობლიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი