↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "განა არ მჯერა იქაც ბინდია"

მახარობლიძე გიორგი

2001-08-121 წთ საკითხავი1833 ნახვა

—
განა არ მჯერა იქაც ბინდია,სული ფათურობს წყვდიად ღამეში.ვიცი და მაინც გტოვებთ, მივდივარ,ამ არაფრიდან იმ არაფერში.არც ცა მეგულვის იქით სხვაფერი,არც უკეთესის რწმენა მაომებს.მე მახსოვს, გუშინ კარგად დავთვერიდა ვაგინებდი არარაობებს.საყვედურებით კვლავაც ამიკლეს,რომ მცდარი არის ჩემი ნაბიჯი,ვიცი, მივდივარ მე არსაითკენდა ხოხვით მიმაქვს სული ნაჯიჯგნი.არ ვარ ჯიუტი და არც ავყია,არც იქით წასვლას ვინმე მაქეზებს,თვითონაც კარგად ვიცი რა ყრია,ამ სანაგვეში, იმ სანაგვეზეც.თქვენთან სადამდე უნდა ვდაობდე?მე ჩემი ბედი ჩემს თავს მივანდე,ვმოძრაობ, რადგან არ დავჭაობდე,ვფართხალებ, რომ არ დავხავსიანდე.ცხრა მთას იქითაც, ვიცი, ბინდია,სამოთხე მხოლოდ გვხვდება ზღაპრებში,ვიცი, და მაინც ხოხვით მივდივარამ არაფრიდან _ იმ არაფერში.

მახარობლიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი