↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "განა ყოველთვის ჩვენ ვართ მართლები?"

მახარობლიძე გიორგი

2001-08-121 წთ საკითხავი1832 ნახვა

—
განა ყოველთვის ჩვენ ვართ მართლები?გულები მკერდში გვექცნენ ჭურვებად,წვიმებს რად უნდათ მისამართები?მიდიან, სადაც მოესურვებათ.ჩვენ ვეჭვიანობთ, მერე ვფეთქდებით,სადა ხართ ნეტავ დამალულები?ავგიზგიზდებით და საფეთქლებითთბებიან თოფის ცივი ლულები.ვფიქრობდით: ცხელ ტვინს ტყვია ჩახრახნის,მაგრამ სიცოცხლე გადაგვრჩენია,არ დაშვებულა რადგან ჩახმახი,თან გვიხარია და თან გვრცხვენია.წვიმებს რად უნდათ მისამართები?დე, როგორც უნდათ ისე იარონ,ნაცნობ სარდაფში ისევ დავთვრებით,რომ ღვინოს სევდა გავუზიაროთ.მე მოგინატრე და შენ აქა ხარ,თან გეფერები და თან გემდური,ჩემი ცხოვრების თეთრი ლაქა ხარ,ვარ ბედნიერიც და უბედურიც.

მახარობლიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი