↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანდერძი

მახარობლიძე გიორგი

2001-08-121 წთ საკითხავი1840 ნახვა

—
მე ყოველდღე გადა და გადმოვდივარ დარდის ხიდს,დამისხით და სიმთვრალე ჩემი ნუ შეგზარავთ,ღმერთო, ვის დააკისრებ, ანდა ვინ გადაიხდისჩემი მოსვლით ამ ქვეყნად გამოწვეულ ზარალს!დროა, უნდა ავკეცო ამ სოფლიდან კარავი,მე მგონი, რომ არავინ იტყვის ჩემზე აუგსდა თუ ვინმეს წამოსცდა, რა მქავს დასაკარგავი,ჰო, ვლოთობდი, რა მოხდა, დიდი რამე, აუჰ!წავალ მე ამ ქვეყნიდან, ვიცი, არაფხიზელიდა მიზერი ხელფასი დააკლდება ოჯახს,შვილო, დამიპატიჟე ეს მსმელიც და ის მსმელიც,თუ არავინ გამოგრჩა, ჩათვალე რომ ყოჩაღ!კარნავალი შეწყდება, რა თქმა უნდა, დროებითდა ტოროლა გალობით მზეს ამოსვლას ურჩევს,ხოლო ღამენათევი ცხელი ქუთუთოებიჩააწყობენ წამწამებს ცრემლში, როგორც ფუნჯებს.დაე, იყოს საფლავი პატარა და უბრალო,ღმერთს შესთხოვე, უფალო, მიუტევე ცოდვილს,და მერე რომ სამარე არ დაკარგო უკვალოდ,სადღაც, იქვე ეგდება უწარწერო ლოდი.მომიხოხე თავთან და ჩათვალე რომ გათავდა,მოხდილი გაქვს ვალი და ნუ წაგყვება ჯავრი,ახლო-მახლო ასკილის ეკლიან ბუჩქას დალანდავდა იმის ტოტისგან გამიკეთე ჯვარი.სადმე საჭაშნიკოში თითო ჭიქაც ასწიედა პაწია წინწკალი დააწვეთე პურზე,თავი მაღლა ასწიე, სალოცავად გასწიედა გახსოვდეს, სამყაროს ჩემი თვალით უმზერ.რა გზა გამომივლია, გითხრან ჩემმა ლექსებმადა სიკეთის ფესვებმა ტაძრად მიგაცილონ,მაპატიე და გული სევდით ნუ აგევსება,თუ კი ვერ დაგიტოვე სანთლის ფული, შვილო!

მახარობლიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი