↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მე უშენობის მწარე სევდას გულში ვინახავ

მახარობლიძე გიორგი

2001-08-121 წთ საკითხავი1904 ნახვა

—
მე უშენობის მწარე სევდას გულში ვინახავ,შენთვის უცნობი და ერთგული ვრჩები ბოლომდე,რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ,უფლება არ გაქვს, ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე!გამინაწყენდნენ მე ფურცლები ლექსებუხლები,მხოლოდ ლექსებში და ფიქრებში როგორ გეძიო?შენი თითებით, შენი თმებით, შენი მუხლებით,უნდა სიცოცხლე სამოთხეში შემაძლებინო.ტუჩდახეთქილი მიღიმიან ბროწეულები,ეს მერამდენედ სევდის ბაღში ღამეს ვათენებ...და ვარსკვლავები შენს თვალებში მომწყვდეულები,ჰგვანან პატარა მოციმციმე ციცინათელებს.გულმა ფიქრები შავ ღრუბლებში ჩუმად აზიდადა ფრთხილად ვზომავ გადმოსადგმელ შენსკენ ნაბიჯებსდა წვიმს ქუჩაში ისე ნაზად, ისე ფაქიზად,რომ შეიძლება მონატრებით კაცი გაგიჟდეს.ვინ გამოუშვა გარეთ წვიმა ასე ტიტველა,ხომ შეიძლება გაცივდეს და ვეღარ ვუშველოთ?დასტოვოს სევდა სულ პატარა, პაწაწკინტელა,მერე თავსხმებმა ჩამიარონ გვერდით უშენოდ.შენზე ოცნებას შევინახავ, როგორც დიდმარხვას,ხვალ ცისარტყელა ჩემს სიმართლეს დაე მოწმობდეს,რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ,რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე!

მახარობლიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი