პოეზია · ლირიკა
*** "გული უცნაურ სევდით ამევსო"
გული უცნაურ სევდით ამევსო, _მზე მოეფერა მთებზე ქარაფებსდა მე მივხვდი, რომ დღეს უალერსოდაზრი არა აქვს ქვეყნად არაფერს.თუმცა ღრუბლები ჩამსაფრებიან,მაინც ვნეტარებ აქ რომ მეგულვი,ძარღვები შენი ტრფობით თვრებიანდა ღელვას გული აბორგებული.რა სასწაული ისმის ჰანგები, _ათასი ჩიტი ციდან გიგალობს,სადაც შენ მეტყვი, მე იქ დავდგები,თუნდაც კლდე იყოს სალი, პიტალო.ვიღაცა უკრავს ფორტეპიანოს,მზე საოცარი შუქით ანათებსდა რომ არავინ იეჭვიანოს,პეპლების ფრთებზე მოგწერ ბარათებს.და თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ ჟინია,ჩავიფერფლები ჩუმად მაშინ მე...სიკვდილის ისე არ მეშინია,შენი დაკარგვა როგორც მაშინებს.გული უცნაურ სევდით ამევსო, _მზე მოეფერა მთებზე ქარაფებსდა მე მივხვდი, რომ დღეს უალერსოდაზრი არა აქვს ქვეყნად არაფერს.