↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოღვიძება

მახარობლიძე გიორგი

2001-08-121 წთ საკითხავი1832 ნახვა

—
შენ ახლა გძინავს, ეხუტება წამწამს წამწამიდა ცაზე მხოლოდ დედისერთა მთვარე ანთია,მოსაწყენია მარტოდ-მარტო ღამე წანწალი,ალუბლისფერი შეერევა ვიდრე განთიადს.ამეკვიატა უცნაური ფიქრი დილიდან,თითქოს დავდივარ და ცოდვებით მიწას ვამძიმებ,ვიცი, რომ ჩემი სიყვარული მოწყენილი გაქვსდა ეს ლექსებიც უფრო მეტად ჰგვანან სამძიმრებს.უნდა წავიდე, ვნახო სადმე ღვინის სარდაფიდა ჩავეტიო ორიოდე ბოთლის ფარგლებში,შენ ახლა გძინავს, დახურულა ორი სადაფი,წვანან თვალები ფოსოების სარკოფაგებში.გინდ დამაბრალონ ლოთობა და უიმედობა,საოცრად თბილი ჟრუანტელი მოაქვს ამ ღვინოს,აი, ამ ჭიქით სიყვარულის იყოს შენდობა,ამ ფიალით კი... გულს, ტკივილი მოათმენინოს.გამომაფხიზლებს ჩამოკრული ცისკრის ზარები,ნისლში შეცურავს სევდიანი თეთრი მაგიდა,გახსნი წამწამებს და წყლიანი შენი თვალები,გამოანათებს დამარხული სარკოფაგიდან.

მახარობლიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი