↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ ზღვის პირად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95266 ნახვა

—
შენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი,სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი,და გფარავდა მწვანე სუროსფერიცაცხვისა და ალვის ხეივანი.შენს ღიმილში მწუხარების ჩქერიმოულოდნელ სიყვარულად ვცანი,როგორც მთვარის შუქი ალმაცერი,როგორც სიოს უცხო მიმოხვრანი.ამ ღიმილში კარგი, მშვენიერიგამოკრთოდა სევდა-კაეშანი,როგორც სხივზე ყვავილების მტვერი,ცისკრის ნამით თრთოლვილ-განაბანი.იმ ღიმილზე, იმ სევდაზე ვმღერი,ბანს მაძლევენ ყვავილნი და მთანი.მერი, ჩემო შორეულო მერი,შენკენ მოჰქრის ბედის იალქანი.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი