↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღმერთმა შემინდოს

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6575 ნახვა

—
სიტყვა სატევრად უნდა გექცია,თუ აღშფოთებით გული გაქვს სავსე.რა დროს ლექსია! რა დროს ლექსია!როცა ქვეყანა გექცევა თავზე.
თვალზე ცრემლები როგორ შევიშრო,რა დღე დაგვიდგა, რა სამწუხარო!მე ჩემი ლექსი საიერიშოდძმათაგან რომელ ძმას წავუმძღვარო!
სიკვდილი იმედს ხელიდან გვაცლის,მოკლულებს ფანტავს ნაფოტივითა,ამდენი გესლი, ამდენი ღვარძლისად იყო, როგორ ამოტივტივდა?!
მკვლელის თვალები სისხლს აუვსია,და სისხლი მოსწვეთს მკვლელის იარაღს.ძმა ძმის საკლავად ვინც გაუსია,ზიზღი ეკუთვნის, ლექსი კი არა!
ცა და ქვეყანა თავზე გვექცევადა სინანული მეც მეუფლება...რა მელექსება! რა მელექსება!ღმერთმა შემინდოს ეს ჩვეულება!
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი