↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შვიდასი წელი

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6556 ნახვა

—
კოხტასთავის შეთქმულებს
მე ჯერ ქაოსი მერტყა წყვდიადად,თქვენ რომ გეხვიათ მზეზე ფუტკარი,მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,თქვენს შეთქმულებას ვერ მოვუსწარი.
მე მაინც ვიყავ თქვენთან შეთქმული,თქვენსკენ უხილავ ცეცხლად დაძრული.მე გაჩენამდე თქვენი ერთგული,თქვენსკენ მოვქროდი ხელგაბაწრული.
თქვენ კი იტანდით ტანჯვას ზვიადად,თუმცა გერჩიათ გულში ისარი...მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,იმ წამების დროს ვერ მოგისწარით.
მაგრამ არ არის დრო გამთიშველიმათთვის ვინც იყო ქვეყნის ერთგული,მე თქვენს ლანდებთან მოვალ შიშველი,არყოფნის ჟამსაც თქვენთან შეთქმული.
რომ თქვენებრ მწვავდეს მზე თქვენი მწველი,თქვენებრ მეხვიოს მზეზე ფუტკარი,რომ ვთქვა: წამს ჰგავდა შვიდასი წლი,მოველ, წამებას მეც მოვუსწარი!
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი