↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შხამით სავსე თასი

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6579 ნახვა

—
რაღა ვიღონო ბედო მსახვრალო,ამდენ უბედურს ცრემლსაც ვერ მოვწმენდრატომ დამტოვე, ღმერთო მაღალო,ქართველთა მოდგმის დაქცევის მოწმედ!
დროთა კავშირი გაწყდა უწყვეტი?ბედის ტრიალში ვერ გავერკვიე?ვისაც შესხმას და ქებას ვუწერდი,მე როგორ დავწერ მათთვის რექვიემს!
რა ზარი ისმის, რა ულმობელი!ასეთი ზარი ჯერ არ მსმენია.შხამით სავსეა თასი, რომელიცბოლომდე ჩემი შესასმელია!
სხვა არჩევანი არც მაქვს, უბრალოდ,დღესაც შხამს ვსვამ და ხვალაც შხამს ველი...ბოლომდე შევსვამ, რაკი, უფალო,არ ამარიდე ეს შესასმელი!
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი