↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შოთა გონიოში

ხალვაში ფრიდონ

2023-05-126 წთ საკითხავი52773 ნახვა

—

ამ ციხესთან შოთა რუსთაველს გაუვლია.

##აჭარაში გაგონილი.
1გონიოში ციხის ქვასხელს რომ ვახებ ხაოზე,ვხვდები: ბევრი იცის მან,იტყვის და გამაოცებს.მას რომ ტალღა ეძახის,რომ ეხვევა ის ქარი,მისი შუადღესავითგაღებული ჭიშკარი,მისი ფიქრის სიმშვიდემე გულში ჩავიკარი.მისი მკერდის ძვალი ვარ,მისი ცეცხლი ბრიალა,მისი ცრემლის ღვარი ვარ,მისი მთების ია ვარ,მისი თბილი დილა ვარ,მისი ფოთლის ფართქალი,მისი რძე ვარ, მდინარე,მისი სიტყვა მართალი.ამ კედლებთან გავთენდი,ავმაღლდი, არ დავღამდი,მეტი ვინ გაიგებდაამა ქვათა ღაღადისს?აი, მიწამ გაიგო,რა მაწუხებს, რა მინდა,წამოშალა ლანდებიდიდებულთა რაინდთა,ვის თავზედაც ბრუნავდაჩვენი ბედის ბორბალი,ვისაც მიწა უყვარდასისხლით, ცრემლით მომბალი,ვინაც თითო გოროხით,ქვით, ალიზით, ნაცარით,მტკვრით, რიონით, ჭოროხით,ხმლით და პურის მარცვალით,იმათ, რაც რომ უყვარდათ:ლექსით, ვაზის ხვეულით,შეკრა, შეადუღაბასაქართველოს სხეული.
2სიფუხრეში ნაზარდიგლეხის ბიჭი აზათი,წვით და ღელვით ჩიოდა:მტკივა, როგორც მტკიოდასიყვარული გულნაზის,სავსე როგორც თიბათვე.შემკულია ცასავითწყარო, არდახარჯული,მზის ნექტარით ავსილი,ვით მტევანი კლარჯულის.დამიძვირა პირობა,თუ მას, როგორც სალოცავს,არ მივართმევ სახსოვრადშოთას `ვეფხისტყაოსანს~.
3გონიოს გზა ძველია,იგი ვინ არ გათელა,ამ გზით ბევრი შორეთიმოიარა ქართველმა.იყო მადლის ძიება,დაუძლევის დაძლევა,უცხო ზეცა ასწიესშუბლით ჩვენმა ტაძრებმა.როგორ არ დავაფასომათი ცხელი დალოცვა,მაგრამ ზოგჯერ დაგვაზრომათი სულის ტაროსმაც, _ქრისტეს ხათრით გვართმევდნენწმინდა `ვეფხისტყაოსანს~.
4მიატოვა ღამეშიშოთამ მტკვართან ქალაქი,არც რამე იარაღი,და არც საგზლის მარაგი:მოდის ხმელი მოხუცი,მძიმედ ჩაფიქრებული,მოსდევს ქართლის ნიავიდა ვარსკვლავთა კრებული.გინდა ბერი უწოდე,გინდა მგზავრი დაარქვი,არც რამე იარაღი,და არც საგზლის მარაგი.მხოლოდ მიწა აიღომცხეთის ახლო, მუჭითადა უბეში ჩაყოფილხელით თბილად უჭირავს.უჭირავს, ვით ნათელი,როგორც მზის მონატეხი...საქართველოს გზით მოდისბრძენი, მწირი და გლეხი.გორიც გამოიარა,შედგა, ჩამოქვეითდა,დილის ფრინველთ წკრიალახმები სულს გაერითმა.ისევ დარდი დაეცა,მაგრამ წამოიშველაერთი ძველი იმედი _ქალი თვალებგიშერა;მშობელ ქარზე მოუნდაცხელი მკერდის მიშვერა,ჩამოიხსნა ღილ-კილო,წამოიძრო წაღები,საქართველოს ცვრიან ველსგაუყვა ფეხშიშველა.ნაბიჯებმა მგოსნისამდაღმართები დაკეცეს,მიარღვევდა მუხლებითყაყაჩოთა ნაკვერჩხლებს.
5აჰა, ჭრელი ზღვის კიდე,აგერ ქაჯთა ციხეა,ქედზე ნისლი მატყლივითიშლება და იხვევა.აგერ, კოშკი თამარისმთას ადგია გვირგვინად,მგზავრს ევლება პეპელა,ფეხქვეშ წვება გვირილა.
მიდის, თან აგონდება,ვინცა ჰყავდა, ვინცა ჰყავს,და წიგნივით კითხულობსსაქართველოს მიწა-წყალს.ამღვრეულა ჭოროხი,მოაქვს ტყე დამტვრეული,მოგუგუნებს, მოღელავსჯავრით გადარეული, _თითქოს გადმომსკდარიადარდი საქართველოსი,თითქოს იქით არ უნდაგაშვება ამ ცხენოსნის.შეებრალა ბერ მგოსანსბედაური უბედო,გადააგდო ავშარა,თვით მდინარეს მიენდო:_ მშობლიურო ზვირთებო,ვარ ტარიას მხატველი,მე, რომელსაც მიქიათამარ _ დედა ქართველის,მადლი `ვეფხისტყაოსნის~ჩამითვალე უკმარადდა აქ შენი ნიაღვრისმხოლოდ ერთი ლუკმა ვარ!გამირღვიე ავ-ნისლი,მშობლის შუქო მესხურო,სულის ჩემის და სისხლისთესლში მარად შესულო.მწყევლეს, რადგან დაგშორდი,განდგომილად მომნათლეს,თორემ მიჯობს, სამშობლოსაქ ვყოლოდი მონად მე.მაშინ კლდიდან დაეშვაგონიელი აზათი,გამოაპო მხარულითნიაღვარი და ზავთი.იქ, მახლობელ ქორომზე,ახსნა ნავი ლაზურიდა უცნაურ მგზავრამდეორი მოსმით გაცურა.გაიყვანა ნაპირზე,რა იცოდა ვინ იხსნა,ან ის უბით რას მალავს,რა განძს და რა თილისმას.
6მაღლდებოდა გონიოსციხე დილის ნათელში,ცეცხლი ენთო კედელთანდა აშრობდა გათოშილთ.უმზერდნენ და ვერ ცნობდნენმაღალ, უცხო წვეროსანს,მოსასხამით მწირს ჰგავდა,შიგ მეფურად ემოსა.ქუდზე ორბის ფრთა ესოდა უბეში უჩანდადასტურ ძვირფას რამეზემოხვეული მუშამბა.თქვა: მელისო შორი გზა,ბოლო დღე ვარ აქ, შინა...გლეხმა გადამარჩინა.მიუბრუნდა ის აზათს,თავზე ხელი მოუსვა:_ შვილო, მართლა გმირი ხარ! _და იტირა მოხუცმა.
წამოენთო ჭაბუკი _შერცხვა, მაგრამ ლაზათითუთხრა: რაა გმირობა,თვითონ იცის აზათმა.მერე წუთით ჩაფიქრდა,ნამი დაჯდა წამწამზე:_ სატრფო უნდა დავკარგოდა სიცოცხლე გამწარდეს.ჩემს გმირობას გულნაზიგანა მარტო დალოცავს?ვეყვარები, თუ ვპოვებშოთას `ვეფხისტყაოსანს~.იმ სანატრელ წიგნისთვისთუნდ მკერდს დავიდაღავდი,და ვით მამულს საყვარელს,სისხლით შევინახავდი...
ბერი მგზავრი აცრემლდა,გაუხარდა, დაეჭვდა, _ნუთუ იცნო ამ ბიჭმა?შეჰყო, ხელი შეახოგულთან `ვეფხისტყაოსანს~.ადგა, მხარით აზიდალაჟვარდების თავანი,თქვა: _ სამშობლოს ასეთიშვილი ჰყავდეს მრავალი.მეც შენსავით მინდოდადაცვა შოთას ნაწერის,გულდამწვარი ვიდოდინალანძღი და ნაწყენი.მაგრამ გზებმა ტკივილიერთნაირად შეცვალა,საქართველოს ბუნებისსურნელება მეწამლა.
შენ კი, აზათ, გულადო,მთლად დამადე მალამო:გეტყვი, შვილო, ვინცა ვარ,რატომ უნდა დავმალო?
ჰო, რუსთველი შოთა ვარ,სიყვარული წინ მიძღვის...ვსვამდი ნექტარს ყოველთვისსაქართველოს ტკბილი მზის.ვთქვი: წავიღებ უცხოეთსჩემს ნაფიქრალ-ნაამაგს,თუ მას უნდო უწოდეს,სამშობლოში რაღა მაქვს.
წავალ, ყოფნის მიწურულსბერის ბედით დავბინდავ,და სიკვდილთან მისულიცმას დავლოცავ, რაც მინდა.
მაგრამ დღეს კვლავ ვიგრძენიშენში სითბო მამულის...ჰა, ეს წიგნი შენია,ჩემი ცრემლით ნამული,ჰა, შენც ცრემლით მოალბე,იყავ მისი პატრონი:მონაც, ღმერთიც, ოლიმპიც,რუსთავიც და ათონიც.
მოუარე და გზებიდაგრჩეს ბრძოლით გავლილი,მოკეთე შეგაყვაროს,მტერი კვეთოს ხმალივით.
წიგნი `ვეფხისტყაოსნის~ჭაბუკს მისცა გლეხისას,დაიხარა მიწაზე, _საქართველოს ემთხვია.
შოთა შორს მომზირალიისევ ცრემლით დარუჯამესხეთ-ტაო-კლარჯეთმა,აჭარა-არტანუჯმა.
და წავიდა ნადარდი,ბრძენი გულდაუმცხრალი;შორს, მოწყენილ ზღვაზე მზეეკიდა, ვით კურცხალი.
1966
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი