↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შუქურა

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52767 ნახვა

—
გაიხსენ მკერდი, ჩაღვარე ბნელშისინათლე წითელ სისხლივით სუფთა,მიშველოს შტორმში გზაამცდარს შენმადედის თვალივით მართალმა შუქმა.
გხედავ, შუქურავ! წყვდიადის სქელისიღრმიდან ისვრი იმედის ისრებს,როგორ დაგეძებ და როგორ გელი,როგორ გიყურებ და როგორ გისმენ.
გხედავ, შუქურავ! კიდიდან კიდე,შენი წითელი ხმა გადაივლის,მადლია, ეულ კუნძულზე იდგედა გასცე ცეცხლი ამირანივით
1974
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი