↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველი ვარდი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
პირველი ვარდი...მოვიდა პირმშვენიერი მაისი,რად დაგვავიწყდაძველ ნანგრევებზე ძველი ნავარდი,კუნძული ჰავაისდა ჰავაელი პატარა ქალისახელად ემმა.თუ წაიყვანა სიყმაწვილეუცნობმა გემმა,და დაიკარგა სადმე ყვავილი,მიუგნებელი მხარეები თუ აიგულე,ვინ მომიტანა ეს თაიგული,ვის შევუყვარდი?ბავშვობიდანვე იყავი მარტოჯვარზე გაკრული,შენ სული გქონდა მეტად ფაქიზიდა დაჩაგრული.ვიღაცამ ალბათ გაიარაშენს სპეტაკ სულში,აღზრდილმა შენებრ მარტოობითდა სინანულში;ო, გული, გული, რანაირადმტკივა კვლავ გული.ვინ მოგიტანა შენ თაიგული?თუ დააბრუნა სიყმაწვილეიმავე გემმა,და ჰავაელი პატარა ქალი,სახელად ემმა?
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი