↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვერიკო ანჯაფარიძეს

ლადო ასათიანი 1917–1943

2020-04-121 წთ საკითხავი10104 ნახვა

—
სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზიქალების ეშხი დაგვიფარავდა,თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ ― მარაბდა!
მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ,ანათებ, როგორც ზღაპრული დალიდა როგორც ნისლი უფსკრულის პირზე,ირხევა შენი ლამაზი ტანი.
ირხევა შენი ლამაზი ტანიდა განა ძალმიძს არ გითვალთვალო,საქართველოს მზით სახედამწვაროანჯაფარიძის ზვიადო ქალო!
მინდოდა ერთი ნატვრა მენატრადა სანატრელი ისევ შენა ხარ:მოვმკვდარიყავ და ამ ჩვენს სცენაზეშენი ქართველი ქალი მენახა.
მოვმკვდარიყავ და ქართულ ლეჩაქშიმენახა შენი ქართველი დედი.დამაბრმავებდა, ვერიკო, მაშინშენი მიმქრალი შარავანდედი!
როცა გიყურებ შავ სამოსელში,ვხედავ ― ჩაუცვამს ძაძა ბუნებას.მე ნუ მომესწროს შენზე ტირილიდა შენი სიტყვის დაძაბუნება!
სხვა რომ არ იყოს, ჩვენ მარტო შენიდა ნატოს ეშხი დაგვიფარავდა,თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებსერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ ― მარაბდა!
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი